Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მშრალი კანონი’

Caesar Salad with Crab

ასეთ არეულდარეულ ამინდში, დამეთანხმეთ, ბუხართან მიფიცხებას არაფერი სჯობს. თუ ცეცხლის მხიარულ ტკაცატკუცს არ დავჯერდებით და რაიმე გემრიელ სასუსნავსაც გამოვძებნით, მთლად უკეთესი. მით უმეტეს, რომ კარგა ხანია, ზამთრის ბაღი მიჩუმებულია და მოწყენილი – თქვენებური აურზაური ნამდვილად არ აწყენდა.

ოღონდ წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მასპინძელმა პატარა მზაკვრობა ჩაიფიქრა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მხარ-თეძოზე წამოწვება და გაქაფული მოლი აქეთ-იქით ირბენს თეფშებით ხელში, ძალიან ცდება. ერთი ძველთაძველი და ფრიად პატივსაცემი სიბრძნე ხომ გახსოვთ? დიახ, დიახ, “ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს”-ო, რომ გვასწავლის. ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, გადავწყვიტე, რომ დღევანდელი კერძი ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოვამზადოთ და მირთმევითაც ერთად მივირთვათ. წინსაფრები უკვე მოვიმარაგე, თავშესაქცევი ისტორია კი, როგორც ყოველთვის, ჩემზე იყოს.

მოდით, ფუნქციები თავიდანვე გავინაწილოთ, რომ არავინ დაგვეჩაგროს. თამარა სალათის ფოთლებს მიხედავს – წინასწარ ჩავაწყვე ცივ წყალში, რომ უფრო ხრაშუნა და გემრიელი გამოვიდეს. ახლა მხოლოდ შემშრალება და ხელით დაფლეთა სჭირდება – დანასთან შეხება გემოს უკარგავს.

მერი, შენ ორცხობილა უნდა მოგვიმზადო – პური მაგიდაზეა, პატარა კუბიკებად დაჭერი და ტაფაზე მოხალე ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში, კარგი?

(more…)

Read Full Post »

Gabby Hartnett and Al Capone

“ტკბილი სიტყვით და პისტოლეტით გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე მხოლოდ ტკბილი სიტყვით” – ამბობდა ლეგენდარული განგსტერი ალ კაპონე და, ვეჭვობ, ამაში უამრავი ადამიანი ეთანხმებოდა. იმედია, დღევანდელი ჯეოპარდის თემას დანაშაულებრივი სამყაროს პროპაგანდად არავინ ჩამითვლის – ყველა კითხვა სიცილიელების მიერ შექმნილ მრისხანე ორგანიზაციის ანალოგებს ეძღვნება. ვნახოთ, როგორ ერკვევიან კრიმინალურ ამბებში მოლი ბლუმის ბლოგის ინტელექტუალი სტუმრები :)

Good luck!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: