Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მკითხველთა კლუბი’

"ჩემი წიგნი"

“ჩემი წიგნი” (c) პირველი არხი, ეროვნული ბიბლიოთეკა, რატი ამაღლობელი, BBC

კვირას ძალიან მაგარ გადაცემას ვუყურე.

საღამოს ცხრაზე, გაგანია პრაიმტაიმში, არც კინო გამხსენებია, არც ფეხბურთი, არც ჩემი საყვარელი მულტფილმები; ვიჯექი და პირველ არხს თვალს ვერ ვაცილებდი.

არ გეგონოთ, პულტს ვაწვალებდი და მოულოდნელად გადავაწყდი რამე საინტერესოს –  წინასწარ მქონდა დაგეგმილი; ყველა სხვა გასართობი გადავდე და კარიც საიმედოდ მოვიხურე – ხელი არავინ შემიშალოთ-მეთქი.

ჩემი წიგნის” პირველი ნაწილი იყო და აბა, როგორ გამოვტოვებდი.

უჩემოდაც მშვენივრად გეცოდინებათ, მაგრამ ვაითუ გამორჩა ვინმეს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ – BBC-ს ტელეპროექტია – ყველა ქვეყანა თითო წიგნს ირჩევს და საქართველომაც თავისი ფავორიტი უნდა წარადგინოს.

ეს არაჩვეულებრივი ბიბლიოაურზაური 2 მარტს დაიწყო პრეზენტაციით და პირველი ეტაპი ოთხ თვეს გაგრძელდება; ფორმულა მარტივზე მარტივია – სრულიად საქართველო სამოც ყველაზე საყვარელ წიგნს შეარჩევს, მერე ამ სამოციდან თხუთმეტი დარჩება და სწორედ ისინი იბრძოლებენ  რჩეულთა შორის რჩეულის ტიტულისთვის.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

მკითხველთა კლუბის" პრეზენტაცია. "პალიტრა L", "ბიბლუსი". 2013 წლის 2 ნოემბერი

© Palitra L Publishing / გამომცემლობა პალიტრა L

კლუბებში, კავშირებსა და ჯგუფებში გაწევრიანება ძალიან რომ მიყვარს, საქვეყნოდ ცნობილი ამბავია.

მით უფრო – თუ საქმე წიგნებს ეხება.

ადრეც მომიყოლია – იყო დრო, ერთდროულად თორმეტი ბიბლიოთეკის მკითხველი გახლდით. მართალია, დღეს ამდენს ვეღარ ვახერხებ, მაგრამ ის ძველი სიყვარული ოდნავაც არ გამნელებია

პალიტრა L“-მა “მკითხველთა კლუბის” შექმნა რომ დააანონსა, ყურები ვცქვიტე და გამომცემლობის ფბ-გვერდზე სტუმრობასაც მოვუხშირე, არაფერი გამომეპაროს-მეთქი.

“მკითხველთა კლუბმა” მსურველებს კარი 14 ოქტომბერს გაუღო და – ალბათ, არ გაგიკვირდებათ – წამიც არ დამიხანებია, მაშინვე შიგნით შევრგე თავი, გაწევრიანების ფორმალური პროცედურა ხუთიოდე წუთში მოვილიე, საგანგებო კატალოგიდან რამდენიმე საინტერესო გამოცემაც შევუკვეთე და სიახლეებსაც დაველოდე  – არ მოგაკლდებათო, დაგვპირდნენ.

ჰოდა, წინა კვირას ფერადი მოსაწვევიც მოფრიალდა – ფინჯან ჩაიზე გეპატიჟებითო.

(more…)

Read Full Post »

სანტა ესპერანსას დაგროვების ბარათი

შეიძლება, გახსოვთ კიდეც, სამიოდე თვის წინ, თბილისურ წიგნის მაღაზიებზე რომ ვყვებოდი, ერთმა, შემთხვევით შემოსწრებულმა, ვიზიტორმა ავტორსაც და კომენტატორებსაც მწარედ გვისაყვედურა – იმაზე რატომ არაფერს ამბობთ, წიგნები რომ ძვირიაო.

Molly Bloom’s Day, კი გეცოდინებათ, პერსონალური ბლოგია და არა ლეიბორისტული პარტიის ონლაინ რესურსი. აქედან გამომდინარე, ელექტორალური ვალდებულებებით დატვირთული არ გახლავართ, ვწერ იმაზე, რაც მაინტერესებს, მიხარია ან მაწუხებს, და, ბუნებრივია, ასეთ შენიშვნას ვერაფრით მივიღებდი.

ისე არ გამიგოთ, თითქოს ეს თემა ჩემთვის ღრმად სულერთია – არამცდაარამც – უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ესეც არ იყოს, თავზეხელაღებულ კრიტიკას პრობლემის მოგვარების ხერხებზე საუბარი მირჩევნია. ჰოდა, დღეს გიამბობთ, როგორ ვებრძვი კბენია ფასებს – ბიბლიოფილების უპირველეს მტერს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: