Feeds:
ჩანაწერები
Comments

Posts Tagged ‘მითოლოგია’

როგორ არ უნდა გაუმართლოს ფერმწერს, ლეონარდოსა და მიქელანჯელოს ეპოქაში რომ დაიბადოს… ორჯერ ორივით ცხადია, რომ მისი ცხოვრებაც და შემოქმედებაც ბუმბერაზების ჩრდილქვეშ იქნება მოქცეული. თუმცა, მაინც შეიძლება, დროდადრო სინათლის პატარა სხივი მის რომელიმე ტილოსაც დაეცეს და დავიწყებას გადაარჩინოს.

ცხოვრობდა ფლორენციაში კაცი, სახელად პიერო დი კოზიმო და რისი ფლორენციელი იქნებოდა, ფუნჯისთვის ხელი რომ არ მოეკიდა?! მართალია, მედიჩების კართან დაახლოებული პირი არასოდეს ყოფილა და არც არანაირი პრივილეგიებით უსარგებლია,  სამაგიეროდ, ბედმა კოზიმო როსელის მოწაფეობა არგუნა წილად და სიქსტის კაპელის მოხატვაშიც კი მოიშველია თურმე სახელგანთქმულმა მასწავლებელმა. სხვა დროს კი თავს კერძო შეკვეთებით ირჩენდა – ხელოვნება ხელოვნებად და ლუკმაპურის ფული არც ხელოვან ხალხს სჭირდება უბრალო მოკვდავებზე ნაკლებად.

თურმე ნუ იტყვით და ფლორენციაში ქორწილს ქორწილი არ ერქვა, თუ პატარძალი მზითევში საგანგებოდ მოხატულ, მოგრძო ფორმის სკივრს – კასონეს არ წაიღებდა. დადგამდა მერე საძინებელში და ჩაალაგებდა შიგნით მშობლებისა თუ ქმრის ნაჩუქარ ტანისამოსსა და სამკაულებს. ფლორენციელი ქალები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თურმე – ვინ უფრო ლამაზად გაფორმებული კასონეთი მოიწონებდა თავს.

(more…)

Read Full Post »

ხალხნო და ჯამაათნო! ინდუისტურ მითოლოგიასა და ფილოსოფიაზე  რა აზრის ბრძანდებით? დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითის, რადგან დღევანდელი ჯეოპარდის თემად სწორედ ეს შევარჩიე და აბა, თქვენ იცით :),

Good luck!

(more…)

Read Full Post »

P. N. Arbo. Odin leading the Wild Hunt. Nasjonalgalleriet, Oslo, 1872

დღეს მორიგი ოთხშაბათია – ტრადიციას, რა თქმა უნდა, არ ვღალატობთ და მოლის ბლოგზე ინტელექტუალური პაექრობა იმართება. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ერთი აზრი მომივიდა თავში – მართალია, გერმანო–სკანდინავიური მითოლოგია ჩვენში იმდენად პოპულარული არ არის, როგორც ბერძნული ან რომაული, მაგრამ ჩრდილოური ლეგენდების გმირებზე მაინც საკმაოდ ბევრი რამ ვიცით. ვფიქრობ, თქვენც დამეთანხმებით და ამ ცოდნის გამომზეურება არ დაგეზარებათ. მაშ, ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

ლადო გუდიაშვილი. დევების ქორწილი

აი, 2012 წლის პირველი ჯეოპარდის დროც დადგა! დღევანდელი პაკეტი მთლიანად ქართულ მითოლოგიას ეძღვნება და დიდი იმედი მაქვს, ბერძნულ–რომაული ეპოსის ექსპერტები არც აქ შეირცხვენენ თავს. მე კი შორიდან დავტკბები ჩემი ერუდიტი სტუმრების პაექრობით…  ტყუილად ხომ არ ვიწონებ თავს – მოლი ბლუმის ბლოგს ყველაზე ინტელექტუალი მკითხველი ჰყავს–მეთქი :)

Good luck!

(more…)

Read Full Post »

 Tintoretto. Venus, Mars and Vulcan

ჯერ კიდევ მაშინ, როცა Jeopardy!-ს თემად ბერძნული მითოლოგია შემოგთავაზეთ, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ამ მიმართულებით კიდევ რამდენიმე პაკეტი შემედგინა. ვფიქრობ, ზუსტად დროული იქნება, რომაულ მითებს მოვუსინჯოთ კბილი. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ დღევანდელი კითხვები ჩვეულებრივზე უფრო რთულია და ამას ერთი კონკრეტული მიზეზი აქვს – მოლი ბლუმი google-ს ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება :)

 Good luck!

(more…)

Read Full Post »

თქვენი არ ვიცი და ოთხშაბათის დადგომა მე ძალიან მიხარია ხოლმე. რატომ, ახლავე მოგახსენებთ – კვირის ამ დღეს მოლი ბლუმის ბლოგზე ყველაზე ერთგული და აზარტული მკითხველები იკრიბებიან. მათი პაექრობისთვის თვალის დევნება კი, დამეთანხმებით, მეტად სასიამოვნოა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადავწყვიტე, დღევანდელი Jeopardy!-ის თემად ბერძნული მითოლოგია შემოგთავაზოთ. ეჭვი არ მეპარება, ჩემი მკითხველები ამ ლაბირინთშიც უშიშრად შემომყვებიან, მითუმეტეს, რომ მინოტავრი იქ ნამდვილად არ გველოდება :) მაშ, ასე

Good luck!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: