Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მიგრანტთა დედა’

TIME - XX საუკუნის ისტორია. დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე. პალიტრა L. თბილისი, 2014ორიოდე თვის წინ, თუ გახსოვთ, “პალიტრა L“-მა ამერიკული “თაიმის” საუკეთესო პუბლიკაციების გამოცემა დააანონსა.

ამაზე პოსტშიც მოგიყევით. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ფორმატსა და ხარისხზე წარმოდგენა არ მქონდა, მაინც რაღაც საინტერესოს მოლოდინში ვიყავი – ჩემს მგრძნობიარე ცხვირს მიხვედრილობა მართლაც რომ არ დაეწუნება.

მერე ჩაფიქრებული გამოცემის გარეკანის ფოტოც გამოაქვეყნეს, ამას დამაინტრიგებელი ვიდეოანონსიც მოჰყვა და ერთი კვირის წინ ფერადი მოსაწვევიც მომივიდა – პრეზენტაციაზე გეპატიჟებითო.

ასეთ ღონისძიებებზე მოხვედრას, სამსახურის გადამკიდე, იშვიათად ვახერხებ, მაგრამ ამჯერად ვიყოჩაღე და დათქმულ დროს “მარიოტის” შესასვლელთან ვიდექი.

არც მინანია – საქსოფონს მოვუსმინე, ღვინო დავაგემოვნე და ხელს ქართული “TIME”-ის პირველი წიგნიც გამოვაყოლე – “დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე”.

ჰოდა, აგერ მიდევს, მაგიდაზე. მშვენიერი ხარისხის. რა, რა და პოლიგრაფიის ამბავი ასეთ პროექტებში “პალიტრას” არ ეშლება.

(more…)

Read Full Post »

Kevin Carter. Famine in Sudan

მართალია, მოლი ბლუმის ბლოგი, ძირითადად, ლიტერატურასა და ფერწერაზეა ორიენტირებული, მაგრამ ერთგულ მკითხველს არც ის პოსტები დარჩებოდა შეუმჩნეველი, განვლილი ასწლეულის ფირზე აღბეჭდილ ქრონიკას რომ ასახავს. ჰოდა, თუ გახსოვთ, როგორ გიამბობდით ბუდისტი ბერის განწირულ პროტესტზე ან მიგრანტთა დედაზე, შესაძლოა, იმ კომენტარებსაც მიაქციეთ ყურადღება, რამდენიმე სტუმარმა რომ დატოვა – კი, მაგრამ, ეს ოხერი ფოტოგრაფები, კამერის ჩხაკუნის ნაცვლად, იმ საცოდავებს რომ დახმარებოდნენ, უკეთესი არ იქნებოდაო?!

კითხვა ლოგიკურია და, სიმართლე გითხრათ, პასუხი არც მაქვს – ადამიანური და პროფესიული მოვალეობების კოლიზია ის თემაა, მარტივად რომ ვერ ამოწურავ. არც მედიაეთიკის სპეციალისტი გახლავართ და სხვისი განსჯის სურვილიც არ მკლავს. აბსტრაქტული დისკუსიის ნაცვლად, ვფიქრობ, უპრიანი იქნება,  მეოცე საუკუნის ფოტოისტორიის მორიგი ფურცელი  გადავშალო და ერთი ბრწყინვალე ჟურნალისტური კარიერის ტრაგიკულ დასასრულზე გიამბოთ.

(more…)

Read Full Post »

Dorothea Lange. Migrant Mother

1929 წელს მსოფლიოს იქამდე არნახული მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი დაუდგა. უამრავი ადამიანი გაკოტრდა, უფრო მეტი – ელემენტარული საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. პლანეტის უძლიერესი სახელმწიფოები უმწეოდ შეჰყურებდნენ საკუთარი ეკონომიკის ნგრევას. კრიზისი მინოტავრივით ხარბად ნთქავდა გიგანტურ კომპანიებს, პატარა ფირმებს, მთლიანად ოჯახებს… ადამიანებში პირველყოფილმა ინსტინქტებმა იმძლავრა – მზის ქვეშ მოპოვებული ადგილის დათმობა არავის უნდოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას შიმშილის, სიდუხჭირის და რეგრესის ეს ხანგრძლივი პერიოდი “დიდი დეპრესიის” სახელით შემორჩა, რომელსაც სათავე ნიუ-იორკის ბირჟის კრახმა დაუდო, “შავი ორშაბათით” და კიდევ უფრო “შავი სამშაბათით”. ასეულობით ბანკის გაკოტრებას თვითმკვლელობათა ტალღა მოჰყვა – სასოწარკვეთილი ადამიანები ლაბირინთიდან სხვა გამოსავალს ვერ ხედავდნენ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: