Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მარსი’

ამ ბოლო დროს ვერნისაჟის კარს იშვიათად ვაღებ ხოლმე. განა იმიტომ, რომ საყვარელი ფერმწერები და მათი შედევრები შემომელია – იმდენი ლიტერატურული სიახლეა, ხელოვნებისთვის ვეღარ ვიცლი ხოლმე, მაგრამ იმდენი ხანია, მინდა, ერთ ტილოზე გიამბოთ, გადადება აღარ ღირდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლეიდენელი მეწისქვილის ჯიბეგაფხეკილ ვაჟს ბურგომისტრის მშვენიერი ქალიშვილი შეუყვარდა. და რაც მთავარია, სიყვარული უპასუხოდ არ დარჩენილა. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ვინ იცის, იქცეოდა კი ის ფქვილში ამოგანგლული ბიჭი რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინიდან უბრალოდ რემბრანდტად?! მაგრამ სასკია ვან ეილენბურგი მისი ცოლი გახდა და მხატვარი დედამიწის ზურგზე ყველაზე ბედნიერ კაცად აქცია. თუმცა წუთისოფელმა მალე გაურია თაფლში ნაღველი – რამდენიმე შეწყვეტილი ფეხმძიმობის შემდეგ ქალი ერთადერთი ვაჟის – ტიტუსის დაბადებას შეეწირა.

ტრაგედიის შემდეგ ვან რეინების სახლი აკლდამასავით მიჩუმდა.  თითქოს ბედნიერება, სიცილი, ვნება სამუდამოდ გაქრა იქიდან, მაგრამ მარადიული რომ არაფერია, კარგად მოგეხსენებათ – აჩრდილს დამსგავსებული მხატვარი ამქვეყნიური სიამეებისკენ ათქვირებულმა ქვრივმა – ჰერტე დირკსმა შემოაბრუნა.

(more…)

Read Full Post »

განსაკუთრებით საინტერესო თარგმანის მოლოდინს, გეცოდინებათ, სხვანაირი ფორიაქი ახლავს: ისეთი რომ არ გამოვიდეს, რაღაც გააფუჭონ, ორიგინალივით არ გეგემრიელოს… ასეც ხდება და არცთუ იშვიათად.

“მარსელი” დიდი ხნის წინ გადმოვწერე ქინდლში. ოღონდ რუსულად. დამაინტრიგებელი ანოტაციაა, სერიოზული მკითხველი აქებს, ჩავუჯდები-მეთქი, მაგრამ სხვა რაღაცებიც მქონდა წასაკითხი და გადამედო.

მერე ბათუმელებმა თქვეს, ვთარგმნითო და ეს ჩემი “მარსელი” წაუკითხავად წავშალე, ბარემ ქართულად წავიკითხავ-მეთქი.

გამოვიდა და ატყდა ერთი ამბავი. აქეთ პრეზენტაციაო, იქეთ ფილმიო. კარგად დაემთხვა. ტაომ, ექვს-ნახევარ საათში მოვრჩი, პირადი რეკორდიაო. მე შაბათ-კვირას ვკითხულობდი. ტაქსიში, სალონში,  მოკაში, Julius Meinl-ში, ძილის წინ, ახალგაღვიძებული, პირველ ფინჯან ყავასთან ერთად, ყველგან. უიქენდი მეყო.

მაგარია-მეთქი, გეტყოდით, მაგრამ მაგარი წიგნი ბევრია. აგერ, ბათუმელები სულ მაგარ რაღაცებს თარგმნიან. მოდი, თქვენც წაიკითხეთ და ეპითეტებზე მერე შევთანხმდეთ.

წესით, ახლა შინაარსზე უნდა გელაპარაკოთ დიდხანს და მონდომებით, მაგრამ პირი რომ მოვაღო, ირაკლი და მარი მარსს უკან მომატოვებინებენ. სულ ახალი წიგნია, საღებავი არ შეშრობია, ფეისბუქზე სურათები იდება, ნაწყვეტები. პოსტის კითხვა თამამად გააგრძელეთ, წესიერი ადამიანი ვარ, არავის დავასპოილერებ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: