Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მაკნატუნა’

20161119_140638

წლევანდელი თბილისის წიგნის დღეები, როგორც აქამდეც ხდებოდა ხოლმე, ოთხ დღეზე გადანაწილდა  – ხუთშაბათს დაიწყო, კვირას დასრულდა. ხუთშაბათს და პარასკევს სამსახურიდან ცხვირი არ გამომიყვია, არც კი იოცნებოო და რას გავბედავდი, კვირას შინ კოტრიალის ნეტარებას ვერ შეველიე, წიგნობაზე შაბათს გახლდით.

შემოდგომის მთავარი ბიბლიოივენთი, ტრადიციისამებრ, “ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონში ჩატარდა. ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზების და  “თბილისი მოლის” კაფეების მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, “ექსპო” ოპტიმალური ლოკაცია მგონია. ჩემთვის, ცოტა არ იყოს, ძნელი მისადგომია და გაუსაძლისად ცხელა ხოლმე (წელს არ ცხელოდა, საოცრებას მოვესწარი, ღმერთმანი), მაგრამ, დემოკრატიის არ იყოს, უკეთესს ჯერ ვერ მივაგენით.

შესვლა წელსაც ფასიანი იყო. ათასჯერ ვთქვი და ერთხელაც გავიმეორებ – დიდი იმედი მაქვს, ოდესმე ისეთი წიგნის ფესტივალიც მეღირსება, ორლარიანი ბილეთების ნაცვლად ოთხდღიანი აბონემენტები რომ გაიყიდება  – საფესტივალო სივრცემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლებით, უფასო ყავით და სენდვიჩებით, ექსკლუზიური დისქაუნთით, დახურულ პრეზენტაციებზე წვდომით, სხვა წვრილ-წვრილი და სასიამოვნო ბონუსებით.  ჯერჯერობით, მსგავსი არაფერია (არც უახლოეს მომავალს უჩანს საიმედო პირი). “ექსპოს” ადმინისტრაცია, უბრალოდ, ბილეთებს ყიდის. რა გაეწყობა. თუ წიგნის დღეები ჩემი ორი ლარის გარეშე ვერ ტარდება, ღმერთმა შეარგოთ და სიკეთეში მოახმაროთ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Nussknacker und  Mäusekönig.

ათასგზის გამეორებული, ლამის გაცვეთილი ფრაზაა – ყველა წიგნს თავისი დრო და განწყობა აქვსო.

განა რამე ემატება ან აკლდება, მაგრამ მაინც უკეთესია, “სალტკროკელები” ზაფხულში გადაიკითხო, ფამუქის “თოვლი” კი ფანჯრის მიღმა ხვავრიელ ბარდნას ააყოლო – სულ სხვა ეშხი აქვს და სხვა გემო.

ბიბლიოთეკის და “ქინდლის” წყალობით, მადლობა ღმერთს, ლიტერატურული სასუსნავი არ მელევა და იმის ფუფუნებაც მაქვს, საკითხავი გულარხეინად შევარჩიო.  დეტექტივებს და Sci-Fi-ის შაბათ-კვირისთვის ვინახავ, შორ გზაზე წასულს თან რაიმე მსუბუქი და სათავგადასავლო მიმაქვს და წიგნის ფესტივალებზე, სტელაჟებს შორის ოთხდღიანი წანწალისას, ჩანთაში არტურო პერეს-რევერტეს “დიუმას კლუბი” მიდევს – ისე, ყოველი შემთხვევისათვის.

ჰოდა, ამ ყველაფერთან ერთად, საგანგებოდ მომარჯვებული, საშობაო წიგნებიც მომეძებნება, დეკემბრიდან იანვრამდე, ახალ ნუგბარს რომ ვაყოლებ. დღეს ზუსტად ამ წიგნებზე მოგიყვებით.

(more…)

Read Full Post »

nutcracker
ყველაზე უცნაური…ყველაზე ჩახჩახა და ნათელი…

შობა ღამეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ისიც კი, პატარა გოგონა ყველაზე თამამ ოცნებებშიც რომ ვერ წარმოიდგენს.

ეს სასწაულების და საოცარი გარდასახვების ღამეა.

მკაცრი და პირქუში ნათლია, სინამდვილეში, კეთილი ჯადოქარი აღმოჩნდება და დაუვიწყარ თავგადასავალს გაჩუქებს, შეუხედავი, გატეხილი თოჯინა კი ზღაპრულ უფლისწულად გადაიქცევა, სწორედ ისეთად, ღამღამობით, ბალიშში თავჩარგული პატარა ქალბატონები რომ ნატრობენ.

ჯოხის ერთი აქნევით ჩვეულებრივი ოთახი ნამდვილ ზღაპარს დაემსგავსება.

ნაძვის ხის ფერად-ფერადი სათამაშოები გაცოცხლდებიან და პატარა ჯარისკაცებად იქცევიან.

უძლეველ არმიას სათავეში უშნო და გულადი მაკნატუნა ჩაუდგება…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: