Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ლოგო’

ბავშვობაში ლოგოს მნიშვნელობა და დანიშნულება მესმოდა და ყველა გამომცემლობას ვცნობდი-მეთქი, ვერ დავიჩემებ. ერთი ის ვიცოდი. ყდას “ნაკადული” თუ ეწერა და წიქარაზე ამხედრებული ბიჭი ეხატა, საჩემო იყო და ხელიდან არ უნდა გამეშვა.

“ნაკადულის” სხვა ლოგოც რომ არსებობდა, მერე აღმოვაჩინე, უკვე მოწიფულობის ჟამს.

თანამედროვე “ნაკადულზე” ვერაფერს გეტყვით. საუკუნეა, არაფერი მიყიდია. გამომცემლობის ფეისბუქის გვერდზეც, წელიწადზე მეტია, სიჩუმეა. ამბობენ, დღესაც არსებობს და რაღაცებს ბეჭდავს კიდეცო. იატაკქვეშ და პარტიზანული მეთოდებით თუ მუშაობენ, არ ვიცი, მე არსად გადავყრივარ. მოკლედ, ახალი იქეთ იყოს და ძველს ორი ლოგო ჰქონდა – შვლის ნუკრი და წიქარა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

World famous brands and logos

ცოდვა გამხელილი სჯობს და ხანდახან შიში შემომეპარება ხოლმე – ნეტავ, ჩემი მკითხველი ინტელექტუალური საუბრებით და ცოდნაზე დაფუძნებული კითხვებით ხომ არ დავღალე–მეთქი. გულის სიღრმეში იმედი მაქვს, რომ მოლის სტუმრები ამ მკრეხელურ ფიქრებს ხმამაღლა გააპროტესტებენ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, დღევანდელი ტურის პაკეტი დანარჩენებისაგან განსხვავებული და გაცილებით სახალისო ყოფილიყო. სწორედ ამიტომ შევარჩიე თემად საყოველთაოდ ცნობილი, მთელს მსოფლიოში პოპულარული ბრენდები და მათი ლოგოტიპები. ვფიქრობ, თამაში მხიარულად ჩაივლის, მით უმეტეს, რომ ფინალში მეტად თავშესაქცევი და საინტერესო სიურპრიზი გელოდებათ. მაშ ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: