ახალი ინსომნია იწყება. Sci Fi-ს, ფენტეზის, Horror-ის და მისტიკის ლიტერატურული ფესტივალი. აი, ის, შარშან რომ გავმართეთ პირველად. მთელი ღამით წიგნის მაღაზიაში რომ გამოვკეტეთ ჩვენი ინსომნიაკები და ერთიმეორეზე საშიში, გულგასახეთქი მოთხრობები ვაწერინეთ. ხანდახან თავად ავტორებსაც რომ ეშინოდათ, ისეთი :)
ორგანიზატორებს უთქვამთ, იმისთვის კი არ ვაწვალეთ ხალხი და ღამეები ვატეხინეთ, წელს ხელები დაგვებანაო; ფესტივალი ტრადიციად უნდა ვაქციოთო.
ჰოდა, მეორე სეზონს ვიწყებთ.
ახლა ყურადღებით მომისმინეთ – ფორმატი კია ნაცნობი, მაგრამ რაღაცები გავაუმჯობესეთ და რამე არ გამოგრჩეთ; ტრადიცია ტრადიციად – და სიახლეებიც თუ არ შევაპარეთ შიგადაშიგ, არაფერი გამოვა.