Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ლიტერატურული ზღაპრები’

სამიოდე კვირის წინ, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისთვის, “არტანუჯმა ფეისბუქის გვერდზე ისეთი ლამაზი წიგნის ყდა გამოაქვეყნა, კარგა ხანს თვალი ვერ მოვწყვიტე.

დიანა ანფიმიადის “სახატავ რვეულში ჩაწერილ ზღაპრებს” გამოვცემთ, არ დავაგვიანებთ, აპრილის ბოლოს გვექნებაო.

აპრილის ბოლომდე რა მომათმენინებდა, მივდექი, მოვდექი, ქვეყანა ვერა, მაგრამ დიანა კი შევაწუხე, სანამ წიგნის მაღაზიებში გამოჩენილა, ცალი თვალით მაინც ჩამაჭყიტე-მეთქი.

კი, ბატონოო, დიანამ, იოლი სამსახურიაო.

გამომიგზავნა ფაილი და ისეთი კვირადღე მოვიწყვე, ძალიან რომ მიყვარს, მაგრამ სულ უფრო იშვიათად რომ ხერხდება: საქმე არ მქონდა, არც სადმე მეჩქარებოდა, კომპიუტერთან მოვკალათდი,  ტკბილი ჩაი და შინაური კექსი მოვიდგი და ყველა მნიშვნელობით ფერად ზღაპრებს ჩავუჯექი.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაცია

ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაცია

ცოტა უცნაური ზღაპრებია ამ წიგნში. ერთი რა არის, ერთი კუდიანიც არ დაგხვდებათ წამლად, არც დევი, არც მფრინავი გველეშაპი, არც მოჯადოვებული პრინცი, ციხეკოშკში გამომწყვდეულ მზეთუნახავზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

მთლად კუნჭულ-კუნჭულ რომ მოჩხრიკო, ვერც მფრინავ ხალიჩას გადააწყდები სადმე, ვერც ჯადოსნურ ლამპარს, ქათმისფეხებიან ქოხზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს.

აბა, ეს რაღა ზღაპრებიაო, – მხრებს აიჩეჩავს იმედგაცრუებული მკითხველი.

რანაირი და… სხვანაირი. აი, „მზის პირველი დანახვისას, თუ მოისურვებ, აფრინდები აუცილებლად“ და ვარსკვლავები ცეკვას გასწავლიან. მერე რა, თუ მზესთან სიახლოვე ფერფლად გაქცევს – ზეცაში ხომ იყავი, ხომ ჩაები იმ საოცარ ფერხულში. განა ცოტაა?!

(more…)

Read Full Post »

"ტოლინები". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2010

ერთი ეს მითხარით, ქროლივუდში თუ ყოფილხართ ოდესმე? ან რაიმე თუ გსმენიათ?

არაო? მაშინ იცოდეთ, რომ ძალიან ბევრი დაგიკარგავთ.

ახლა, ეს რომ ვთქვი, ცოტა არ იყოს, შემრცხვა – ისე გამომივიდა, თითქოს ამის შესახებ უხსოვარი დროიდან  ვიცოდი და პირველად გუშინ არ გავიგე, როცა თაროდან ორიოდე კვირის წინ ნაყიდი წიგნი გადმოვიღე, პრიალაფურცლებიანი და ბუთქუნა, წითელ ყდაზე უცნაური წარწერით – “ტოლინები“.

მოკლედ, ეს ქროლივუდი ფრიად უცნაური, პაწაწინა არსებებით დასახლებული ქვეყანა ყოფილა. სულ ერთი ციცქნა, ფრთოსანი ტოლინები ფერიებში არ უნდა აგვერიოს – ამის შესახებ კონ იგულდენმა თავიდანვე გაგვაფრთხილა – ქროლივუდის მკვიდრნი აგურის გამძლეობით გამოირჩევიან თურმე და, თავად განსაჯეთ, სიფრიფანა ფერია აქ რა მოსატანია.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: