Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ლეოპოლდ ბლუმი’

The Fantastic Flying Books of Mr. Morris Lessmore cover

დღევანდელი ღირსშესანიშნავი თარიღის შესახებ, ალბათ, ყველას კარგად მოგეხსენებათ – ბლუმსდეი გახლავთ, ფეხით ბოდიალის და ათასგვარი სასუსნავის დაგემოვნების დღესასწაული.

საცა სამართალია, დუბლინში უნდა ვყოფილიყავი და ლეოპოლდ ბლუმის ცნობილი მარშრუტი ნაბიჯ-ნაბიჯ გამემეორებინა, მაგრამ რადგან თბილისის იქით ცხვირი არ გამიყვია, ისღა დამრჩენოდა, სახეტიალო აქვე შემერჩია.

მარშრუტის შედგენა არ გამჭირვებია – მედიათეკაში ლოგოს პრესი “მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნების“ პრეზენტაციას მართავდა, “Book City“-შიც  მინდოდა შევლა და, რაც მთავარია, მეგობარმა ისე აქო “პომიდორისიმოს“ შეშაზე გამომცხვარი, კვამლიანი პიცა, გვერდს ვერაფრით ავუვლიდი.

ერთი სიტყვით, წამოვხტი კვირას, დილაუთენია, მოვიკიდე ზურგჩანთა, ჩავაგდე შიგნით “ულისეს“ ძველი. გაცრეცილი გამოცემა და თორმეტ საათზე, ყველა წესიერ ადამიანს გემრიელად რომ სძინავს, უკვე შუა ქალაქში მივაბიჯებდი შეუპოვრად, თაკარა მზის ქვეშ.

(more…)

Read Full Post »

თეგ-თამაშებში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია (ჩემი ბლოგი არსებობის მხოლოდ მესამე თვეს ითვლის და, უბრალოდ, ვერ მოვასწარი), მაგრამ ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება…  წუხელ, მოხეტიალეს მწვანე და ძალიან საინტერესო ბლოგზე აი, ამ პოსტს გადავაწყდი, თეგებში ჩემი გვარ-სახელიც ამოვიკითხე და თემა იმდენად მომეწონა, სამერმისოდ გადადება არც მიფიქრია.

სანამ ცოცხალი ვარ, მინდა…

… ვენეციაში გონდოლიერის ნამღერ “ბარკაროლას” მოვუსმინო.

… მადრიდში, “პლასა დე ტოროზე”, კორიდა ვნახო და იოგების დაწყვეტამდე ვიყვირო “ოლე!”

… პარიზში, მონმარტრიდან ჩემი პორტრეტი წამოვიღო.

… ბარსელონაში, “ნოუ კამპზე”, ელ კლასიკოს დავესწრო.

… პრაღაში კათოლიკურ შობას შევხვდე.

… სოხუმის ბულვარში, ქვიშაზე მოდუღებული შავი ყავა დავლიო.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: