Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კოცნა’

Gustav Klimt. The kiss

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა…

ოდესღაც ერთი მხატვარი ცხოვრობდა. ოღონდ ის არა, სახლ-კარი რომ გაყიდა და აქტრისა მარგარიტას მილიონი ვარდი გაუფინა ფეხქვეშ.

ეს სხვა მხატვარი იყო – სახელად გუსტავ კლიმტი ერქვა და ავსტრიელი ბრძანდებოდა, ვენელი.

ქალები უყვარდა ძალიან. ახლა მექალთანე არ გეგონოთ – უბრალოდ, მის ფერწერაში ისინი ბატონობდნენ – საიდუმლოებით მოცული, სინაზით აღსავსე ქალები. ეს კაცი სხვანაირად ხედავდა მათ შინაგან სამყაროს და სხვანაირადაც ხატავდა. მერე რა, რომ საზოგადოება ამას გამოწვევად უთვლიდა და სახეში ნასროლი ხელთათმანივით რეაგირებდა ხანდახან – კლიმტი მაინც წერდა, ვნებისა და სურვილის საბურველში ახვევდა თავის მოდელებს და ულამაზეს პორტრეტებს ქმნიდა. ფალოსური სიმბოლოები კი, რომელსაც ის ასე ხშირად იყენებდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა სიცოცხლის მარადიულობაზე მინიშნება.

მორალის დამცველები ბორგავდნენ და შფოთავდნენ, კლიმტი კი ქმნიდა – ძაღლი ყეფდა, ქარავანი მაინც მიდიოდა… წინააღმდეგობა მხატვრის მეამბოხე სულში მხოლოდ აღვივებდა ნაპერწკალს.

(more…)

Read Full Post »

ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ უკვდავებისკენ მიმავალი გზა ეკლით არის მოფენილი… მაგრამ ამ მარტივი ჭეშმარიტების შესახებ არაფერი იცოდა ნოემბრის წვიმიან დღეს პარიზში დაბადებულმა ბიჭმა… თუმცა, როდესაც საჭრეთელს მოჰკიდა ხელი, ის, ალბათ, არც უკვდავებაზე ფიქრობდა და არც ნარეკლიან გზაზე – ოგიუსტ როდენი მხოლოდ სულში დაგროვილი ჰარმონიის ქვაში გადატანას ცდილობდა. გადაჰქონდა კიდეც – მამის გააფთრებული წინააღმდეგობის, ხელმოკლეობის, არსებობისთვის გამუდმებული ბრძოლის მიუხედავად ჯიუტი ნორმანდიელი თიხისათვის სიცოცხლის შთაბერვას ლამობდა.

რენუარის, მანეს და მონეს მეგობარმა პირველი ნამუშევარი პარიზის სალონში მიიტანა, საიდანაც უარით გამოისტუმრეს – “ცხვირგატეხილი კაცის” ესთეტიკა სილამაზის აკადემიური კანონების უხეშ დარღვევად აღიქვეს. ამას წარუმატებლობის, სიღარიბისა და გულგატეხილობის წლები მოჰყვა… ოგიუსტი მაინც თავდაუზოგავად შრომობდა, მუშაობდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შეუპოვრობით, არაადამიანური ტემპით და მონდომებით, წარმატება კი მაინც არ მოდიოდა…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: