Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კორიდა’

Carmen. Poster by Rafal Olbinski. New York City Opera

“მეძავი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, ვიდრე უარყოფილი საყვარლის ხანჯალი სიცოცხლეს მოუსწრაფებდეს”  – აღშფოთებას ვერ მალავდნენ და “გულთბილ” ეპითეტებს არ იშურებდნენ ფრანგული გაზეთები. 1875 წლის 3 მარტს, პარიზის “ოპერა-კომიკის” სცენაზე გამართულმა პრემიერამ სრული ფიასკო განიცადა.

რას წარმოიდგენდა მრავალი ოპერისა და ოპერეტის, სიმფონიისა და ორატორიის ავტორი, უკვე სახელმოხვეჭილი ჟორჟ ბიზე, რომ მისი Magnum Opus – პროსპერ მერიმეს ნოველას მოტივებზე შექმნილი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია სამშობლოში აღიარებას კიდევ დიდხანს ვერ ეღირსებოდა, “კარმენს” საფრანგეთზე ადრე  შორეულ ამერიკასა და რუსეთში დააფასებდნენ, თავად კი ტრიუმფს ვერ მოესწრებოდა…

(more…)

Advertisements

Read Full Post »

 

დათო ტურაშვილი “ჯინსების თაობით” გავიცანი…

კარგად მახსოვს, რომ ავტორის დამოკიდებულება იქ აღწერილ მოვლენებთან მთლად მისაღები არ აღმოჩნდა ჩემთვის… წარმოსახვაში ცხარედ ვეკამათებოდი კიდეც და მის არგუმენტებს იქვე, წიგნში ვპოულობდი…

საბოლოოდ, ისე დავშორდით ერთმანეთს, ის თავის პოზიციაზე დარჩა და მე – ჩემსაზე…

ამის შემდეგ ვფიქრობდი, რომ დათო ტურაშვილი ნიჭიერი მწერალია, მაგრამ ზოგიერთ საკითხს ტენდენციურად უდგება-მეთქი…

დროდადრო მის წიგნებს ვკითხულობდი… ხან მჩუქნიდნენ, ხან ვყიდულობდი კიდეც და ვერც შევამჩნიე, როდიდან დავიწყე თაროებზე მისი სახელის და გვარის ძებნა.

ხანდახან მგონია, რომ ეს კაცი ჩემი კარგი მეგობარია… მისი “ჩაძირული ქალაქის ღამე” და “მარტოობის დღესასწაული” ისეთი ახლობელი და საყვარელია ჩემთვის, არც კი მჯერა, რომ მათ ავტორს არ ვიცნობ… რას ჰქვია, არ ვიცნობ… აი, ზუსტად ახლა, საწერ მაგიდაზე “მეცამეტე” მიდევს და ვფიქრობ, რომ დათო ტურაშვილი მარტო ძალიან კარგი მწერალი კი არა, მოწოდებით ბლოგერია და თუ ოდესმე საკუთარი ბლოგის გახსნა დააპირა, ვაი, ჩვენი ბრალი :) თუ არ გჯერათ, ამ წიგნს ერთად გადავავლოთ თვალი და დარწმუნდებით, რომ ორმოცდაათამდე მოთხრობიდან ნებისმიერი იმდენად ფანტასტიური პოსტი იქნებოდა, კონკურენტებს ერთი დაკვრით ჩამოიცილებდა და ბლოგზე უნიკალური ვიზიტორების რაოდენობით ყველა რეკორდს მოხსნიდა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: