Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კომპიუტერი’

18382810-r3l8t8d-650-tsbpb2m_wwm

ადრე, თუ გახსოვთ, პოსტი მქონდა, “კითხვა, როგორც ქაჯობა“, იმ ცოტა უცნაურ და ცოტა სასაცილო ამბავზე, ვიღაცებს ტრანსპორტში კითხვა ქაჯობა რომ ჰგონიათ.

ამ სინდრომის სარკისებრი ანარეკლიც არსებობს, არანაკლებ საინტერესო, მერე მოგიყვებით-მეთქი, დაგპირდით.

“ვაიმე, გუშინ სამარშრუტოში ვიღაც წიგნს კითხულობდა, ღმერთო, რა ბედნიერებაა, ძლივს არ შემხვდა განათლებული ადამიანი, ეს ახალი თაობა ტელეფონებშია ჩამძვრალი და წერა-კითხვა დაავიწყდათ” – თითქმის დარწმუნებული ვარ, ასეთი სფიჩი ერთხელ მაინც მოგისმენიათ.

რა გითხრათ, აბა. ტრანსპორტით მეც ხშირად ვმგზავრობ, წიგნში თავჩარგულ მგზავრებს მეც ვხედავ, მიხარია, ყდას ვაკვირდები და გამოცნობას ვცდილობ, მაგრამ ასეთი ემოციური ფეიერვერკი მაინც ნამეტანი მგონია.

საბოლოდ, ყველაფერი ტემპერამენტამდე დადის, სხვისი ტემპერამენტის განხილვა რა ჩემი საქმეა, არც თქვენ მოგაცდენდით, მაგრამ მობილურების არცთუ სახარბიელო კონტექსტში მოხსენიება აშკარად საინტერესო და სახალისო ფენომენია.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ლაშა ბუღაძე. "LUCRECIA515". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2014ლაშა ბუღაძეს ნოვაციები და საზოგადოების ნერვებზე ღიტინი რომ უყვარს, ახალი ამბავი არ გახლავთ. კი, ბატონო, გვსმენიაო, თავს დამიკანტურებს გათვითცნობიერებული მკითხველი. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ, ეჭვი მაქვს, ჯერ ბევრი არაფერი გეცოდინებთ პიკანტურ, ცხარე სანელებლებით შეზავებულ რომანზე, “LUCRECIA515“ რომ ჰქვია; მთლად ცინცხალია და იმიტომ.

მოლიმ კი, როგორც ჭეშმარიტ წიგნის ჭიას შეეფერება, უკვე მოასწრო ცნობისმოყვარე ცხვირის შიგნით ჩაყოფა და ახლა ხელების ფშვნეტით ემზადება შთაბეჭდილებების თქვენთვის გასაზიარებლად.

ერთი ეგ არის, რატომღაც მგონია, რომ რომანტიკულ სიყვარულზე მეოცნებე გოგონებს მაინცდამაინც არ მოეწონებათ – მთლად გაუცამტვერდებათ ოცნებები და რეალობასთან ასეთი უხეში შეჯახება დიდი ხნით აუფორიაქებთ გულუბრყვილო სიზმრებს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: