Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კინოისტორია’

festival de Cannes 2011

ჩემი ერთგული მეგობრების და მათი მშვენიერი გესთ-ჯეოპარდების წყალობით, კარგა ხანია, კითხვების მოფიქრებაზე თავი აღარ მიმტვრევია და, მგონი, ცოტა გადავჩვეულვარ კიდეც. ამ პაკეტის იდეა ადრევე მიტრიალებდა თავში და გადავწყვიტე, რომ სწორედ დროული იქნებოდა, თქვენთვის კინოფესტივალების თემაზე შედგენილი ინტელექტუალური თავსატეხი შემომეთავაზებინა. ვფიქრობ, აქაურობასაც დაამშვენებს და არც ჩემს სტუმრებს გაუჭირდებათ სწორი პასუხების მოძიება. მაშ ასე, გეთაყვა,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Affiche Cannes 1939

მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულ მკითხველს, ალბათ, ახსოვს ჩემი მაგნიტური კოლექცია. რვა დაფაზე განაწილებულ ლითონის, ხის და პლასტიკის ფიგურებს შორის ზოგი უბრალოდ ლამაზია, ზოგი – განსაკუთრებული ადამიანის საჩუქარია, ზოგი კი ისეთ ისტორიას ჰყვება, იოტისოდენადაც არ შეგრცხვება, პოსტად აქციო და გამოაქვეყნო.

ჩემმა მეგობარმა ნინომ წლევანდელი საზაფხულო შვებულების ნაწილი საფრანგეთში გაატარა. ცხადია, ვოიაჟს ლაჟვარდოვანი სანაპიროს გარეშე არ ჩაუვლია – კანსაც ესტუმრა და ხელს, საგანგებოდ ჩემთვის, სახელგანთქმული კინოფესტივალის აფიშით დამშვენებული მაგნიტიც გამოაყოლა. საჩუქარი, თავისთავად, მშვენიერი იყო – ძველი კინოპოსტერები ჩემი სისუსტეა. მიუხედავად ამისა, ალბათ, ძალიან კარგ, მაგრამ მაინც რიგით ექსპონატად ჩავთვლიდი, ერთი მცირე დეტალი რომ არა.

აფიშა კანის 1939 წლის ფესტივალისაა – იმ ფესტივალის, რომელიც არ ჩატარებულა.

(more…)

Read Full Post »

fantomas contre scotland yard original

ის მართლაც ჯადოქარი იყო…

სხვა რა შეიძლება, ეწოდოს კაცს, რომლის ერთი გამოჩენა ეკრანზე ნებისმიერ ანტიდეპრესანტს აჯობებდა ეფექტიანობით…

ხმოვანი კინო მას არაფერში სჭირდებოდა –  მხოლოდ მიმიკებით და სულ უბრალო მოძრაობით შეეძლო ჰომერული სიცილის გამოწვევა…

ესპანელი ცისფერსისხლიანი წინაპრები, ალბათ, წარბშეკრულნი ადევნებდნენ თვალს საიქიოდან გვარისა და ღირსების შემარცხვენელს და ბრაზისაგან ამაყად აწკეპილი ულვაშები და სოლისებური წვერი უთრთოდათ – სევილიელი არისტოკრატი კამერების წინ ტაკიმასხარაობით ირჩენდა თავს…

(more…)

Read Full Post »

Le clan des siciliens

დღევანდელი Jeopardy!-ს კითხვების დაწერა-არდაწერაზე საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბლოგის მიმართულების გამო, რამდენიმე სხვა ბლოგერთან ერთად,  დანარჩენებისგან თეთრი ყვავივით გამოვირჩევი და ეს საკმაოდ ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, წამგებიანია პოპულარობის თვალსაზრისით, მაინც ვამჯობინე, ერთხელ არჩეულ გზას მივყოლოდი და მკითხველისთვის ამჯერადაც ინტელექტუალური პაექრობის საშუალება მიმეცა. ვინაიდან დღევანდელი პაკეტი კინემატოგრაფის თემაზეა დაწერილი, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ უპირატესობა ფრანგულ კინოს მივანიჭე – ყველას კარგად გვახსოვს, რომ 1895 წლის 28 დეკემბერს პირველი სეანსი სწორედ  ფრანგმა ძმებმა – ლუმიერებმა მოაწყვეს კაპუცინების ბულვარზე, სინათლის ქალაქში. ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, რამდენიმე ათწლეულით უკან დავიხიოთ და მივიწყებული ფილმები და სახეები გავიხსენოთ.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

“ფართხუნა შარვალი, გაბრტყელებული ფეხსაცმელი, ყოვლად უბადრუკი, წვირიანი კაცუნა, შენს დღეში მაგისთანა არავინ გეყოლება ნანახი, ისე ცმუკავს, გეგონება იღლიებში კიბორჩხალები ჰყავდეს… მაგრამ სასაცილო კია” – ასე აღუწერა პოპულარულმა კომიკოსმა ფორდ სტერლინგმა მეგობარს პერსონაჟი, რომელიც სახელგანთქმულმა რეჟისორმა მაკ სენეტმა ცოტა ხნის წინ ახალ კომედიაში გადაიღო.

უცხვირპირო სტერლინგის მხრიდან ეს უდიდესი კომპლიმენტი იყო. ის კი, ვისზეც მსახიობები საუბრობდნენ, ასე მოგვითხრობს თავისი გმირის შექმნის ისტორიას – “გადავწყვიტე, ჩამეცვა ფართხუნა შარვალი, წელზე შემოჭერილი მოკლე ქურთუკი, ქვაბუნა ქუდი დამეხურა, დიდი ფრატუნა ფეხსაცმელები წამომეცვა და ხელში ჯოხი დამეჭირა” – თქმა და ქმნა ერთი იყო.  კინემატოგრაფს “მაწანწალა, ჯენტლმენი, პოეტი და მეოცნებე” ჩარლი ჩაპლინი მოევლინა.

ასე დაიწყო ამერიკაში ინგლისიდან ჩასული პატარა ბიჭის სვლა მწვერვალისაკენ. მანამდე იყო შიმშილისა და სიღატაკეში გატარებული ბავშვობა, ჭკუაზე შეშლილი დედა – “მომხიბლავი და ნიჭიერი ლილი ჰარლი”, როგორც აფიშებზე წერდნენ ოდესღაც. ალკოჰოლისგან გონებადაბინდული მამა, ბებია, რომელიც წარმოშობით ბოშა იყო, რასაც ჩარლი ოჯახის საშინელ საიდუმლოს უწოდებდა, თავშესაფარში გატარებული დღეები, ძველმანებისგან შეკერილი სამოსი და შეუვალი რწმენა იმისა, რომ ოდესმე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

(more…)

Read Full Post »

დღეს ინტელექტუალური პაექრობისთვის განწყობილ მკითხველს შეპირებულ კინოვიქტორინას ვთავაზობ. კითხვები, წინა ოთხშაბათთან შედარებით, ოდნავ რთულად მეჩვენება, თუმცა, ვფიქრობ, კინოგურმანებისათვის გადაულახავი ბარიერი მაინც არ უნდა იყოს. იმედია, პაკეტი თქვენს ინტერესს და მოწონებას დაიმსახურებს.

ბლოგის მუდმივი მკითხველი ალბათ, შეამჩნევდა, რომ ინტელექტუალური თამაშებისათვის სპეციალური გვერდი – Jeopardy!-ა გახსნილი. გვერდზე, ყველა გათამაშებულ პაკეტთან ერთად, სრული სტატისტიკური ინფორმაცია განთავსდება – მონაწილეები, გამარჯვებულები, ორიგინალური, სახალისო და უბრალოდ, გამორჩეული კომენტარები… ერთი სიტყვით, Jeopardy!- კლუბის შექმნას ვგეგმავთ. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, თქვენი აქტიურობაა საჭირო :) ვნახოთ, რა გამოვა… ჯერჯერობით კი

Good luck!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: