Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘იყო და არა იყო რა’

რას აღარ იხსენებენ ხოლმე ადამიანები – პირველ სიყვარულს, პირველ პაემანს, პირველ გაკვეთილს, პირველ მასწავლებელს… და არასოდეს გამიგონია, ოდესმე ვინმეს პირველ წიგნზე ეთქვას რამე, აი, იმაზე, დამოუკიდებლად რომ წაიკითხა თავიდან ბოლომდე და არც დედას მისდგომია, არც მამას და არც ბებიას – არიქა, მიშველეთ, სიტყვებში დავიკარგეო.

სიმართლე გითხრათ, ქართულ ენაზე წაკითხული პირველი წიგნი არც მე მახსოვს – ანბანი ჩემით ვისწავლე სკოლაში წასვლამდე და მას შემდეგ სულ რაღაცას ვკითხულობდი – ჟურნალ-გაზეთებს, ანეკდოტებს, ნეკროლოგებს, ლექსებს, ზღაპრებს… სადაც ქაღალდის ნაგლეჯს წავაწყდებოდი, ოთახში მივარბენინებდი და უფროსების შეკავებული ფხუკუნი ძალიანაც მწყინდა ხოლმე.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ჩემს ბლოგს ზოგჯერ მაინც თუ კითხულობთ, გეცოდინებათ, რომ წიგნების ფასებზე, როგორც წესი, არ ვწუწუნებ.

კარგი წიგნი იაფი, უბრალოდ, ვერ ეღირება. არც გამომცემლობაა საქველმოქმედო ორგანიზაცია, ბიზნესია, მოგება სჭირდება. ავტორის, მთარგმნელის, რედაქტორის, დიზაინერის შრომაც სათანადოდ უნდა ფასდებოდეს. მოკლედ, ახალ გამოცემას ყოვლად არაადეკვატური ფასი თუ არ ადევს, ხმას არ ვიღებ.

ბუკინისტურ წიგნებზე საერთოდაც არაფერს ვამბობ. ძველ თაროებს მართლაც რომ სიმბოლურ ფასად ვავსებ. სასწაული გამოცემები მიყიდია ლარად და ორ ლარად. “საბლიტგამის” 1955 წლის კორეული ზღაპრები სულაც ორმოცდაათ თეთრად მერგო.

დროდადრო ბუკინისტებიც ჭედავენ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: