Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ილუსტრირებული ბიოგრაფიები’

The Beatles. ილუსტრირებული ბიოგრაფია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2012

“როგორც არქიტექტურაზე ვერ იცეკვებ, ისე ვერ ისაუბრებ მუსიკაზეო” – ფრენკ ზაპას უთქვამს.

როკის კლასიკოსთან კამათს არ ვაპირებ, მაგრამ, დამეთანხმეთ, არც ასეა საქმე, საუბარი ყველაფერზე შეიძლება და კარგად დაწერილი “მუსიკალური” წიგნის დაგემოვნებაზე არც ერთი მელომანი იტყვის უარს.

საბჭოთა და მოძმე სოციალისტური ქვეყნების ესტრადით გაძეძგილ ჩემს ბავშვობაში, ხარისხიანი მუსიკა სანთლით იყო საძებარი, ფირფიტები და კასეტები ჭირდა და აბა, წიგნებზე ვინ იოცნებებდა… მახსოვს, Doors-ის, Deep Purple-ის, Red Hot Chili Peppers-ის სურათებს და რამდენიმეაბზაციან, მშრალზე მშრალ სტატიებს საყმაწვილო ჟურნალებიდან ვჭრიდი და სახელდახელოდ აკინძულ ალბომში ვინახავდი სათუთად.

მიზეზთა გამო, მუსიკაზე დაწერილი სამამულო წიგნებით დიდად განებივრებული არც დღეს ვართ. ახლა მხოლოდ ბასა ჯანიკაშვილის “აბსურდისტანი” (თავის დროზე საშინლად რომ არ მომეწონა), კახა თოლორდავას “საუბრები ჯაზზე” და ზურაბ ქარუმიძის ფანტასტიური “ჯაზის ცხოვრება”  – მუსიკის, ალბათ, ყველაზე დახვეწილი ჟანრის დიდი სიყვარულით და საქმის ცოდნით დაწერილი ისტორია – მახსენდება.

ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, ამ ოთხიოდე თვის წინ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ფერად-ფერად კატალოგში “ბითლსის” და “პინკ ფლოიდის” ილუსტრირებული ბიოგრაფიები რომ აღმოვაჩინე.  თვალის ერთი შევლებითაც მივხვდი, რომ არაჩვეულებრივ საკბილოს წავაწყდი, ამიტომ წამიც არ დამიხანებია, ვტაცე ხელი და შინ წამოვაცუხცუხე.

(more…)

Read Full Post »

სიმართლე რომ გითხრათ, სხვადასხვა სახის პრეზენტაციების მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ მოწვევა, რომელიც, რამდენიმე დღის წინ, Facebook-ით მივიღე, იმდენად მომხიბლავი ჩანდა, ცდუნებას ვერ გავუძელი – გამომცემლობა “პეგასი” მკითხველს მიხო მოსულიშვილის ახალი წიგნის “და უფსკრულს დასცქერს პირიმზე” წარდგინებაზე ეპატიჟებოდა.

სწორედ ამიტომ, პარასკევ საღამოს წიგნით ან ტელევიზორის პულტით ხელში მოკალათების ნაცვლად ალექსიძის ქუჩაზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მყუდრო საკონფერენციო დარბაზში ამოვყავი თავი. მართალია, გზის გაგნება გვარიანად გამიჭირდა და კომპასიც არაერთხელ ვინატრე, მაგრამ, მერწმუნეთ, საღამო ამად ღირდა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: