Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘იერონიმუს ბოსხი’

Tivadar Kosztka Csontváry. Old fisher

მოლი ბლუმის მუდმივ სტუმრებს კარგად მოგეხსენებათ, რომ, მოსაწყენი ერთფეროვნების თავიდან ასაცილებლად, წიგნების გარდა, სხვა თემებზეც გესაუბრებით და დროდადრო, ბლოგის ერთ კუთხეში მოწყობილ პატარა ვერნისაჟზე გეპატიჟებით.

ვის არ შეხვდებით მოლის იმპროვიზებულ გალერეაში – შიშისმომგვრელ ბოსხს, ცისარტყელას ფერებად მოციმციმე კანდინსკის, ხილის მოყვარულ სეზანს, შავ-თეთრ დიურერს, ელეგანტურ რემბრანდტს თუ ექსცენტრულ დალის… სხვადასხვა ეპოქის, ჟანრის და მანერის ფერმწერებს საერთო მაინც მოეძებნებათ – გენიოსის სახელი და მსოფლიო აღიარება.

დღეს ტრადიციას დავარღვევ და ბევრისთვის უცნობ შემოქმედზე გიამბობთ – არა მგონია, ამით ვერნისაჟს რამე დააკლდეს.

(more…)

Read Full Post »

Hieronymus Bosch. Epiphany (Triptych).

ორი ათასზე მეტი წლის წინ, აღმოსავლეთში მცხოვრებმა ბრძენმა მოგვებმა უჩვეულოდ მოკიაფე წერტილი შეამჩნიეს, ღვთიური ნიშანი განჭვრიტეს და ცის კამარაზე მოძრავი ვარსკვლავის კვალს დაადგნენ…

მანათობელმა გზამკვლევმა მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი, რამდენიმე სამეფოს გავლით, ჯერ იერუსალიმში, იუდეის მეფე ჰეროდესთან მიიყვანა, მერე კი ბეთლემში, სადაც ბაგაში მწოლარე ჩვილი უდარდელად იღიმებოდა და ფუმფულა ხელ–ფეხს იქნევდა.

ახალშობილმა არა და მოგვებმა კი უკვე იცოდნენ, რომ სამყაროს მესია მოევლინა. ამიტომაც მიართვეს განსაკუთრებული საჩუქრები – ქალდეის მეფე მელქიორმა საკმეველი უძღვნა, როგორც უფალს, სპარსეთის ხელმწიფე ბალთაზარმა – ოქრო, როგორც მარადიულ მეუფეს, ხოლო ეთიოპელი გასპარის ნობათი – მური იესოს ჯვარცმასა და მთელი ქვეყნიერების ცოდვათა გამოსყიდვას წინასწარმეტყველებდა…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: