Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘თეოკრატია’

ამ პატარა წიგნში იმდენი რამაა თავმოყრილი, რომ ვზივარ და ვფიქრობ, საიდან დავიწყო და პოსტში როგორ ჩავატიო სათქმელი; როგორ გაგიზიაროთ ჩემი იმპრესიები, ნოემბრის ამ ცრიატ, მოღუშულ დღეს ვლადიმირ სოროკინის “ოპრიჩიკნის დღემ” რომ მომგვარა.

არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ზოგ ნაწარმოებს გაზიარება არ უხდება – შენთვის უნდა განიცადო, საკუთარ თავში ადუღო და ათუხთუხო, გადახარშო უსიტყვოდ… მერე ემოციებით გაძეძგილი მიუბრუნდე ზოგიერთ ადგილს და ბოლოს, ერთსა და იმავე დროს დათრგუნულმაც და აღფრთოვანებულმაც, განზე გადადო, შემოასკუპო რომელიმე თაროზე და ხანდახან მზერა გააპარო – მზად ხარ გადასაკითხად თუ არა…

აი, ასეთია “ოპრიჩნიკის დღეც”, მაგრამ მოლის ამბავი ხომ იცით – ვერ მოისვენებს, მოწონებულ წიგნზე ორიოდე სიტყვა მაინც რომ არ თქვას; მით უმეტეს, ის დუღილი და თუხთუხი, ზემოთ რომ ვახსენე, თქვენმა მასპინძელმა კარგა ხანია, მოითავა – დედანში წაიკითხა რამდენიმე წლის წინ და ახლა ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობის ქართულმა თარგმანმა ხელახლა გადააშლევინა ჩვენი ასწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და დაუნდობელი ანტიუტოპია.

სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო, ნათქვამია. ცხენისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მათრახი რომ უჭირავს ხელში, თან მწარედ, დაუზოგავად უტყლაშუნებს რუსულ საზოგადოებას, ფაქტია.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

welcome to reality

მე, მოლი ლანისტერ ბლუმი, ღვთის, ერის და სრულიად ქართული ბლოგოსფეროს წინაშე ვაცხადებ, რომ:

არ ვკითხულობ ე.წ. საბავშვო წიგნებს;

სიგარეტის მოწევა უზნეობაა;

ძილი – დროის ფუჭად ფლანგვა;

შავი ჩემი საყვარელი ფერია;

Sci Fi & Fantasy არასერიოზული, მდარე და უპერსპექტივო ჟანრია;

“ქინდლი” ეშმაკის მანქანაა;

თამარ ივერი ჩემი ფავორიტი მომღერალია;

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: