Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘თანამედროვე ამერიკული ბიბლიოთეკა’

წლევანდელი ზაფხული ყველა გაგებით ცხელი იყო – ტემპერატურის ნიშნული რამდენს უკაკუნებდა, გახსენებაც არ მინდა, სამსახურში კი, მოზღვავებული საქმეების გამო, ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ორთქლის ქვაბში. მიუხედავად ამისა, ახალი წიგნების წასაკითხად მაინც ვიცლიდი და იმპრესიებს ნელ-ნელა გაგიზიარებთ, ჩემი ამბავი ხომ იცით, არ დაგზარდებით.

ერთი სიტყვით, ბიბლიოთეკაც გვარიანად შევავსე და არც საღამოობით გახლდით მოწყენილი; ახალი სეზონის პირველი ლიტერატურული პოსტისთვის კი, ბევრი ფიქრის შემდეგ, ერთი დელფინიანი წიგნი შევარჩიე, რომელიც სულ ახლახანს წავიკითხე, ჩემი მეგობრის შეშინებული ზარის შემდეგ, ალცჰაიმერის პრევენციაზე თუ გსმენია რამეო, შუაღამის პირს რომ დამაფეთიანა.

ვიცი, უკვე ბევრი თქვენგანი მიხვდებოდა, რომ წერას ლიზა ჯენოვას ცინცხალ თარგმანზე ვაპირებ… “ჯერ კიდევ ელისი“ – იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ომის ამბავია, ჰარვარდის ფსიქოლოგიის პროფესორს – ელის ჰოულენდს საკუთარ გონებასთან და თვითმკვლელ ნეირონებთან რომ უწევს.

რამდენი დაავადებაა ამქვეყნად, რომლებზეც გვსმენია, არა მარტო გვსმენია, ზოგჯერ ახლოსაც ჩაუვლიათ, ხანდახან იმდენად ახლოს, რომ ტკივილი და სიცარიელე დაუტოვებიათ; თუმცა, მაინც ყველას გვგონია, რომ ჩვენ არასოდეს შეგვეხებიან, არადა…

(more…)

Read Full Post »

Sylvia Plath. The Bell Jar

ეს რომანი კი არა, უფრო გამოსათხოვარი წერილია – ვრცელი და გულახდილი. ისეთი, რომელიც გაიძულებს, უკანასკნელ ფურცლამდე სულმოუთქმელად ჩაიკითხო, მერე წიგნი დახურო და დიდხანს იჯდე გარინდებული, სივრცეში თვალგაშტერებული.

ხშირად არ შეგხვდება ასეთი მძიმე ნაწარმოები, იმდენად მძიმე, რომ ფიზიკურად გრძნობ, როგორ გაწვება, სულს გიხუთავს და სადაცაა, გაგსრესს.

სამაგიეროდ, ზუსტად გაგრძნობინებს ყველაფერს, რამაც ავტორს სულ რამდენიმე თვის შემდეგ უკანასკნელი, თავგანწირული ნაბიჯი გადაადგმევინა.

კითხულობ ესთერ გრინვუდის ნერვულ, ალაგ-ალაგ დაულაგებელ მონოლოგს და ნელ-ნელა იჟღინთები იმ სასოწარკვეთილებით და დამანგრეველი დეპრესიით, რასაც ეს პატარა ბოსტონელი გოგო განიცდის, მხრებით გრძნობ მათ სიმძიმეს და თანდათანობით ხვდები, რა არის ზარხუფი.

(more…)

Read Full Post »

ფილიპ როთი. "პორტნოის სინდრომი". ამერიკელები. გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 201

მახსოვს, პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ლიტერატურის სამყაროსკენ, დედამ რომ მითხრა: ნამდვილი მწერალი, თუნდაც სულ უბრალო ზღაპარს წერდეს, არასოდეს გეტყვის სათქმელს პირდაპირ – შეფუთავს, საბურველში გაახვევს და შენც სწორედ მაშინ იქნები ნამდვილი მკითხველი, ამ საბურველის ახდა და სიღრმეში შეხედვა თუ მოახერხეო.

არ ვიცი, გავხდი თუ არა ჭეშმარიტი მკითხველი; ეს კია – ბევრ ისეთ წიგნს გაუცრუებია ჩემთვის იმედი, მთელი ქვეყანა რომ ოხრავს და გულზე მჯიღს იბრაგუნებს, ბევრიც ისეთი მომწონებია, ლანძღვა-გინება რომ არ დაჰკლებია უმრავლესობისგან.

ფილიპ როთის “პორტნოის სინდრომიც“, “დიოგენემ“ ახლახან რომ შემატა თავის ბიბლიოთეკას, სწორედ ამგვარი, გალანძღულ-გაკიცხული, ლამის შეჩვენებული და ჩემ მიერ მოწონებული წიგნების სიაში ჩაეწერა.

(more…)

Read Full Post »

ამერიკელები

ბოლო პოსტებს ბიბლიო-სერიებზე ვწერ.

არა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს – ტომეულების შეგროვება ბავშვობიდან მომწონს-მეთქი,  უკვე გითხარით. თან, ისეთი სიახლეებია, რამდენი წიგნიც არ უნდა გეგულებოდეს შინ და რაც არ უნდა იწუწუნო, თაროების ადგილი აღარ მაქვსო, გვერდს ვერაფრით აუვლი. ჰოდა, მიეწყო ასე – გემრიელად და საინტერესოდ.

დღეს “დიოგენეს” ამბებს მოგიყვებით.

(more…)

Read Full Post »

Nicholas Sparks. The Notebook. © Sissy Martin14

რა აღარ გამოიარა კაცობრიობამ – ბრინჯაოს ერაო, რკინისაო, ვერცხლისაო, ოქროსიო, მეზოზოურიო, პალეოზოურიო, ასეთიო, ისეთიო, მოკლედ, სულო და გულო…

გამოიარა და როგორც იქნა, აქამდე მოაღწია, წვალებით და ჯახირით, მაგრამ მაინც შედგა ფეხი დღევანდელობაში.

სწორედ იმ დღევანდელობაში, სადაც სიყვარულიც და სიძულვილიც ვირტუალურ ცნებებად გადაიქცა და ყველანაირ განცდას კოხტად დამრგვალებული, პირგაბადრული სმაილებით უზიარებენ ერთმანეთს.

სადაც უკვე აღარც ახლად მოთიბული თივის სუნია, აღარც ჭრიჭინობელების კუტკუტი და აღარც ვარსკვლავიანი ღამეები.

სადაც მალულად შეერთებული ხელისგულების სითბო უკვე აღარ არის ყველა კოცონზე უფრო მხურვალე და გიზგიზა.

სადაც ყველაფერი ორჯერ ორივით მარტივია, ან უფრო მეტადაც…

ჰოდა, ამ გამოციებულ, დაპროგრამებულ სამყაროში ხანდახან სულ უბრალო წიგნს გადააწყდები, გადაშლი, უწადინოდ ჩაათვალიერებ პირველ ფურცლებს, ნელ–ნელა კითხვას მოუჩქარებ და მოგეჩვენება, თითქოს დიდი ხნის მოწყურებულმა ცივ ნაკადულს მიაგენი და სულმოუთქმელად დაეწაფე.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: