Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ზაალ ჩხეიძე’

literaturuli palitra covers

ძველ ბიბლიოთეკებში, თუ გახსოვთ, წიგნების გვერდით საგანგებო სტენდები იყო, ჟურნალებით სავსე.

საბავშვო, ფერადნახატებიანი კი არა, სერიოზული, სქელ-სქელი, ლიტერატურული ჟურნალებით.

“ცისკარი”, ‘მნათობი”, “საუნჯე”, “ლიტერატურული საქართველო”, “ჭოროხი” – აჭარის მწერალთა კავშირის გამოცემა; რუსულებიც მოიძებნებოდა აქა-იქ.

მაშინ მე საბავშვოებსა და ფერადნახატებიანებს უფრო ვეტანებოდი და ამათ მაინცდამაინც არც ვაქცევდი ყურადღებას. გემო მერე გავუგე, დიდობაში, საჯაროს საცავებსა და პერიოდიკის დარბაზში ქექვისას.

ჟურნალები ერქვა, თორემ ბარე ორ წიგნს აჯობებდა და, რაც მთავარია, ისეთი რაღაცები იბეჭდებოდა, იმ დროს წიგნად გამოცემას ვინ აღირსებდა. ჟურნალში იოლი იყო შეპარება. ჰოდა, ბეჭდავდნენ.

ახლა სხვა დროა, არც წიგნები გვაკლია, არც ახალი თარგმანები, გამომცემლობებიც გადასარევად მუშაობენ, მაგრამ ლიტერატურულ პერიოდიკას აქტუალობა არ დაუკარგავს. მეც ერთი დიდი თარო მუდამ ახალ-ახალი ჟურნალებით მაქვს სავსე.

დღეს სწორედ ერთ მათგანზე მოყოლას ვაპირებ.

“ლიტერატურულ პალიტრას” კარგა ხანია ვკითხულობ. ჯერ ჩემს ჯიხურში ვყიდულობდი, ნინო დეიდა მინახავდა სხვა რაღაცებთან ერთად; მერე, ერთ დილას, გოგონამ დამირეკა, გამოწერაზე ხომ არ იფიქრებთ, ადვილზე ადვილია, თქვენ მხოლოდ დაგვთანხმდით, ბლანკების შევსებით არ შეგაწუხებთო.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ჩემი ბავშვობის ბათუმიდან, სხვა საინტერესო რაღაცებთან ერთად, კიოსკებიც მახსოვს.

ჰო, ზუსტად ასე ვეძახდით – კიოსკები.

ახლა კი ვიცი, რომ ჯიხურია სწორი ფორმა, მაგრამ მაშინ ასე ვიყავით მიჩვეული და მეხსიერებასაც კიოსკებად შემორჩა. ჯიხური-მეთქი, რომ ვთქვა, ასე მგონია, რაღაც დააკლდება ჩემს ტკბილ და თბილ მოგონებებს.

ყველგან იყო, ყველა ქუჩაზე – კინო “თბილისთან”, ლენინზე, პიონერთა პარკთან, მეექვსე სკოლასთან, “ინტურისტის” ფოიეში… ყველგან.

განა რა იყიდებოდა? თითქოს განსაკუთრებული არაფერი – სამკერდე ნიშნები, უცნაური კალმები, ციცქნა ბლოკნოტები, პატარ-პატარა სუვენირები და, წარმოიდგინეთ, ბავშვისთვის ეს რამხელა განძი იყო…

და ჟურნალ-გაზეთები.

არა, ჟურნალ-გაზეთები (განსაკუთრებით – ჟურნალები) შინაც არ მაკლდა. ყველას რაღაც ჰქონდა გამოწერილი და მეც მომდიოდა “ნორჩი ლენინელი”, “დილა”, “მურზილკა” და “ვესიოლიე კარწინკი”, მოგვიანებით – “პიონერი”, ლატვიური საჭადრაკო პერიოდიკა. ვარდო ფოსტალიონს მოჰქონდა და არ მახსოვს, ოდესმე ერთი ნომერი მაინც დაკარგულიყოს. მოკლედ, თვიდან თვემდე საკითხავი არ მაკლდებოდა, მაგრამ კიოსკებში მაინც შევიხედავდი ხოლმე – სულ ჰქონდათ რაღაც უცხო და საინტერესო; არ მახსოვს, ხელცარიელი წამოვსულიყავი.

(more…)

Read Full Post »

მაცუო ბაშო. "ნიოს ტბისაკენ",. გამომცემლობა "ინტელექტი". თბილისი, 2013

ბევრჯერ მითქვამს, პროზა ჩემთვის ყოველდღიური საკითხავია, ხოლო პოეზია – დელიკატესი, ერთგვარი ნუგბარი-მეთქი.

ამ ნუგბარიდან კი გამორჩევით სპარსულს და იაპონურს ვეტანები.

რობაიებზე სხვა დროს მოგიყვებით; დღეს ნიპონურ მინიმალისტიკას მივხედოთ, თან მიზეზი გვაქვს ისეთი, შენი მოწონებული…

მიყვარს-მეთქი, ვამბობ და, გასაგებია, მეორე კლასიდან არ მეყვარებოდა –  “ვეფხისტყაოსანივით” არ უსწავლებიათ სკოლაში.

რუსულ ინტელექტკლუბში ახსენა ცხონებულმა ვოროშილოვმა – კითხვა გამოეგზავნა მაყურებელს – და მაშინ გავიგე პირველად მაცუო ბაშოს სახელი.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: