Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ვინი პუჰი’

დღეს ინტერაქტიული ბლოგი გვაქვს. მე ჩემსას მოგახსენებთ და თქვენ – თქვენი მითხარით. გასაზიარებელ აზრებს რა გამოლევს, მაგრამ დღეს, სათაურიდანაც მიხვდებოდით და სურათითაც, საბავშვო (და არა მხოლოდ საბავშვო) ლიტერატურის ორ შედევრზე ვილაპარაკებთ. უფრო სწორად, მთავარი გმირების სახელების ქართულ ვარიანტებზე.

ჯერ ისტორიას გადახედეთ, მერე ისიც გამიმხილეთ, თქვენ რას ფიქრობთ. აქ მკითხველები იკრიბებიან, თანაც სულ ნარჩევ-ნარჩევი და მკითხველზე უკეთესს ვის უნდა ვკითხოთ :)

ასტრიდ ლინდგრენის უკვდავი “Pippi Långstrump” 1965 წელს რუსულად ითარგმნა, 1973 წელს – უკვე ქართულად. მთავარ გმირს, წესით და კანონით, ორიგინალის შესაბამისად, პიპი უნდა რქმეოდა, მაგრამ რუსებმა (შემდგომ კი ჩვენც) სახელი ოდნავ შეასწორეს – არაკეთილხმოვანების გამო.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

 

ერთი, ფრიად პოპულარული და ფართოდ გავრცელებული სისულელის თანახმად, ამქვეყნად მნიშვნელოვანი, ღირებული და ფასეული მხოლოდ კლასიკაა. საბავშვო ლიტერატურა გასართობი, არასერიოზული, მეორეხარისხოვანი საკითხავია.

ეს, რბილად რომ ვთქვათ, ბრიყვული მოსაზრება მომისმენია და წამიკითხავს ფეისბუქზე, ჩემი ბლოგების კომენტარებში, სხვის ბლოგებზე, წიგნის მაღაზიებში, ქუჩაში, სამარშრუტოში, წიგნის ფესტივალზე. მოკლედ, ყველგან, სადაც საქართველოა და წიგნებზე ლაპარაკობენ. წიგნებზე საუბარი კი, ამ ბოლო დროს, მოგეხსენებათ, არავის ეზარება – ორიოდე ასეული წაკითხული გვერდის შემდეგ რატომღაც ყველას ბიბლიოექსპერტობაზე აქვს პრეტენზია და ჰოი, საოცრებავ, უმრავლესობა უკვდავი კლასიკის ადეპტი აღმოჩნდება ხოლმე.

სულ ახლახანს აღმოვაჩინე, რომ ბუკინისტური წიგნების ფასებიც. ხშირად, ამ უკვდავი და უნივერსალური ფორმულით განისაზღვრება.

ბუკინისტურ სტენდებს რომ დააკვირდეთ, წინა პლანზე, საუკეთესო ადგილას კლასიკად მიჩნეული სქელ-სქელი ტომებია ჩამომწკრივებული. ფერად-ფერადი საბავშვო წიგნები კუთხეშია მიწყობილი, ისე, სასხვათაშორისოდ, “გვაქვს და ხომ არ გადავყრით” პრინციპით.

ფასებიც, როგორც წესი, სასხვათაშორისოა.

(more…)

Read Full Post »

წიგნები, რომლებსაც დეკემბერში ველოდებით

ახალი წიგნები. გამომცემლობა "პალიტრა L". თბილისი, 2013

ზამთარი რომ საუკეთესო დროა კითხვისთვის,  ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. არა, კარგი წიგნი ზაფხულშიც კარგია, მაგრამ გარეთ არყისფრად რომ თენდება, საქმე არ გაქვს და არც არსად გეჩქარება, სავარძელში რომ მოკალათდები,  საყვარელ პლედში გაეხვევი, მაგარზე მაგარ და ტკბილზე ტკბილ ჩაის მოიდგამ გვერდით და ცინცხალ საკითხავს გადაშლი – სულ სხვაა…

ჰოდა, თქვენი მოლიც დატრიალდა, მიდგა-მოდგა, ხალხი შეაწუხა და ბლოგისთვის იმ წიგნების ჩამონათვალი გაახერხა, სადეკემბროდ რომ გამოჩნდება მაღაზიებში. აქედანვე გეტყვით, ისეთ გემრიელობებს გვპირდებიან გამომცემლობები, სიამოვნებისგან ხელებს ვიფშვნეტ და ერთი სული მაქვს, გაგიზიაროთ.

(more…)

Read Full Post »

Ну, Погоди!

მულტფილმები ძალიან რომ მიყვარს, მგონი, უკვე ყველამ იცის.

ძველთაძველი გატაცებაა – კითხვა ხეირიანად არც მქონდა ნასწავლი, მაგრამ გაზეთის ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ტელეპროგრამაში მაინც დიდი მონდომებით ვიქექებოდი და დაანონსებულ ანიმაციებს საგულდაგულოდ ვინიშნავდი. ქვეყანა უნდა დაქცეულიყო, “მულტპანორამა” რომ გამომეტოვებინა.

მახსოვს, დედას ბაღიდან საგანგებოდ მოვყავდი ადრე – საღამოს მულტფილმების კრებულისთვის რომ მოგვესწრო. კვირაობით კინო “პიონერში” სიარული ხომ ფაივ ო’ქლოქზე ნაკლებ ტრადიციული არ გახლდათ – თორმეტსაათიანი სეანსი ჰქონდათ, საგანგებოდ პატარებისთვის. ხუთ-ექვს ნახატ ფილმს გვაჩვენებდნენ და საშინლად მეცოტავებოდა…

ნორჩი, კარგა ხანია, აღარ მეთქმის, მაგრამ ეს ჩვევა წლებთან ერთად არსად გამქრალა. მართალია, ახლა იმდენი დრო არ მაქვს, საყვარელ გასართობს საათობით ვუჯდე, მაგრამ შინ თუ ვარ, ტელევიზორი, ყველაზე ხშირად, მაინც რომელიმე საბავშვო არხზეა გადართული და თუ შემთხვევით ფანჯარასთან ჩაივლით, უთუოდ იფიქრებთ, აქ, ალბათ, ერთი უსაქმური და უსინდისოდ განებივრებული პატარა ბავშვი ცხოვრობსო.

ჰოდა, მგონი, ჩემი რჩეული მულტფილმები მოლი ბლუმის ბლოგზე ერთ პოსტს მაინც იმსახურებენ – იმდენი ბედნიერება და ხალისი მოუტანიათ.

(more…)

Read Full Post »

ჩვენი ბავშვობის წიგნები

რვა წლის ვიყავი, დედამ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების  მომცრო, წითელყდიანი ტომი რომ მაჩუქა. იმ დროს ზღაპარი ჩემთვის ჯადოსნური პერსონაჟებით დასახლებული, საოცარი, მაგრამ მაინც რაციონალური  სამყარო იყო  – მთავარი გმირი, უამრავი  ფათერაკის მიუხედავად, გამარჯვებული რჩებოდა, ავი ძალები კი მარცხდებოდნენ. რა გასაკვირია, რომ ანდერსენის მინორული, “არაზღაპრულად” სევდიანი სიუჟეტები თავიდან მეუცხოვა კიდეც.

ხვალ  დანიელ მეზღაპრეს დაბადებიდან 206 წელი უსრულდება, თუმცა ლიტერატურული სამყარო, 1967 წლიდან, 2 აპრილს კიდევ ერთ იუბილეს აღნიშნავს. ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია კალის მედგარ ჯარისკაცს,  ქალთევზას, კაის და გერდას,  გულუბრყვილო მეფეს, უგვან იხვის ჭუკს, შეყვარებულ პრინცს და ნაზ პრინცესას, დამეთანხმება, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისათვის უკეთესი თარიღის შერჩევა მართლა ძნელია.

მოლი ბლუმის ბლოგზე, ძირითადად, ლიტერატურაზე ვსაუბრობთ. მეტიც – დიდი იმედი მაქვს, რომ მკითხველის სიმპათიას და კეთილგანწყობას სწორედ ამის წყალობით ვიმსახურებ, რადგან ამ ბლოგის სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა ისეთივე ბიბლიოფილია, როგორიც თავად გახლავართ. ბუ­ნებ­რივია, ამ  ორმაგ თარიღს გვერდს ვერაფრით  ავუვლიდი. ამიტომ მინდა, პატარა ექსკურსია შემოგ­თავაზოთ ზოგისთვის ახლო, ზოგისათვის კი უკვე შორეულ წარსულში და ჩვენი ბავშვობის წიგნები გავიხსენოთ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: