Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ველოტრენაჟორი’

at night

ჭამა სიამოვნებაა. დიდი სიამოვნება.

გავკადნიერდები და დავამატებ – სხვა რამ ძნელად რომ შეედრება, ისეთი.

ახლა მთლად თათქარიძეობის აპოლოგიას ნუ დამწამებთ, იმ სხვა რაღაცების გემოც კარგად ვიცი, მაგრამ კულინარიული ორგია მაინც სულ სხვაა.

ყველგან და ყოველთვის. წყალი არ გაუვაო, სწორედ ამისთანა ჭეშმარიტებებზეა ნათქვამი.

დილით საწოლში რომ მოგართმევენ ქაფქაფა ყავას და თბილ-თბილ კრუასანს, შაბათ დღეს თორმეტი საათისთვის რომ აიზლაზნები საწოლიდან და მაგიდაზე ახალგამომცხვარი აჭარული ხაჭაპური დაგხვდება,  ლანჩზე საყვარელ კაფეში რომ გავარდები სამსახურიდან, პარასკევ საღამოს სტეიკის თანხლებით რომ ატარებ, პირველ თოვლს “შუბით”, რუსული ბლინებით და სტროგანინით აღნიშნავ და ახალ ბლოგპოსტს მექსიკური კარტოფილისა და Lungo Leggero-ს თანხლებით წერ, საღამოს კი კომპიუტერს უზიხარ ჩაის გამჭვირვალე ფინჯნითა და ქიშმიშიანი კექსის ბარაქიანი ულუფით ხელში…

(more…)

Read Full Post »

bike

გამოუსწორებელი სუსნია რომ ვარ, მგონი, უკვე ყველამ იცის.

ნაყროვანება ცოდვააო, ამბობენ, მაგრამ რა ვქნა – უამისოდ არც მუშაობა მეხალისება და არც უსაქმურობა. პაემანიც და საქმიანი შეხვედრაც კარგად შებრაწული სტეიკის ან მაიონეზმოსხმული სოკოს ბლინების თანხლებით უფრო გემრიელია. დესერტად დაყოლებულ “ლუკა პოლარეს” ჩიზქეიქსა და “ანტრეს” კრუასანებზე აღარაფერს ვამბობ…

ამას ისიც მიუმატეთ, რომ დღის უმეტეს ნაწილს სავარძელში მოკალათებული ვატარებ, ფეხით ბოდიალს მხოლოდ შაბათ-კვირას თუ ვახერხებ და ღამით ჭამა დილის ძილსაც კი მირჩევნია. თუ შუაღამისას ჩემს სამზარეულოში შუქს მოჰკარით თვალი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მეც იქვე, მაცივარში თავშერგულს მიპოვით. ჰოდა, იოლად მიხვდებით, ზედმეტ კილოგრამებთან რა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაც მაქვს გაჩაღებული.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: