Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ერნესტო ჩე გევარა’

“პალიტრა მედიას” პროექტებს დაკვირვებით თუ ადევნებთ თვალს, ალბათ, გეხსომებათ ის სასაცილო კაზუსი, შარშან, “ქართული პროზის საგანძურის” მეათე ტომის გამოცემას რომ მოჰყვა  – დავით კლდიაშვილის მოთხრობების კრებულის ყდას, ავტორის ნაცვლად, მიგელ დე უნამუნოს ფოტო ამშვენებდა.

შეცდომა გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა – ქართველი და ბასკი მწერლები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. გაოცებული სულ სხვა რამის გამო დავრჩი  – ამ ამბის გახმაურების შემდეგ, მკითხველს საკუთარი ხელით მიჰქონდა “ხარვეზიანი” ტომი “ბიბლუსის” მაღაზიებში და “შესწორებულ” ვერსიაში ცვლიდა. არადა, ნამდვილად უნიკალური ეგზემპლარი იყო…

ამ ისტორიას ჩვენს არტკლუბში რომ განვიხილავდით,  ქართული ფენტეზის დედამ – ნატო დავითაშვილმა მითხრა – ასეთი არტეფაქტის დაფასებას ფილატელისტის ალღო სჭირდებაო.

ნატო მართალია – მსგავსი ლაფსუსების განსაკუთრებული სიყვარულით სწორედ რომ მარკების შემგროვებლები გამოირჩევიან და ამგვარი “დეფექტების“ ყადრიც ყველაზე უკეთ მათ ესმით…

(more…)

Read Full Post »

“ძვირფასო ბებრუცუნებო!
მე ისევ ვგრძნობ დეზების ქვეშ როსინანტის ფერდებს და, აბჯარასხმული, კვლავ გზაზე ვარ დამდგარი.
რამდენიმე წლის წინ სხვა წერილი გამოგიგზავნეთ, სადაც ვწუხდი, რომ უკეთესი ჯარისკაცი და ექიმი არ ვარ. ეს უკანასკნელი უკვე აღარ მაღელვებს, პირველს რაც შეეხება – არც თუ ურიგო ჯარისკაცი დადგა ჩემგან.

… ბევრს თავგადასავლების მაძიებელს მიწოდებს და ეს ასეა; ოღონდ მე  მე იმ ყაიდის მაძიებელი ვარ, სიმართლის დასამტკიცებლად თავს საფრთხეში რომ იგდებს ხოლმე.
…ყოველთვის ძალიან მიყვარდით, მაგრამ გამოხატვა არ მეხერხებოდა. მეტისმეტად სწორხაზოვანი ვარ და ვფიქრობ, ჩემი ხშირად არ ესმოდათ. კაცმა რომ თქვას, ეს არც ისე იოლია… მაგრამ ახლა უნდა დამიჯეროთ – ასეთი შემართება ხეიბარს დააყენებს ფეხზე. ჩემსას მაინც მივაღწევ!

ხანდახან მოიგონეთ ხოლმე მეოცე საუკუნის კონდოტიერი.
გეხუტებათ თქვენი ცდომილი და გამოუსწორებელი ძე.”

ეს წერილი მშობლებს  პროფესიით ექიმმა,  მოწოდებით ჯარისკაცმა და სულით მეამბოხემ – ერნესტო ჩე გევარამ  გამოუგზავნა, როდესაც კონტინენტალურ გერილიაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდა. ეს იყო დასასრულის დასაწყისი – ბოლივიაში შეუპოვარ რევოლუციონერს სიკვდილი ელოდა ფელიქს როდრიგესის სახით.

მანამდე კი იყო არგენტინაში გატარებული ბავშვობა, ჩინჩილა – პირველი სიყვარული, სამოქალაქო ომი ესპანეთში, გვატემალა, კუბა, კონგო, ბოლივია და ბოლოს –  სანტა-კლარას მავზოლეუმი – დიდი გზის დასასრული.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: