Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ეპატაჟი’

 Édouard Manet. The Luncheon on the Grass. 1863

მიყვარს ადამიანები, ყალბ მორალისტებს და ფსევდოპურიტანელებს ხელთათმანს დაუნდობლად რომ უტკაცუნებენ სახეში.

მართალია, მე თავად ვერ დავიკვეხნი, ოდესმე საზოგადოება შოკში ჩამიგდია-მეთქი, მაგრამ მომწონს, სხვა თუ აკეთებს ამას.

ამას წინათ ჩემს “ვერნისაჟს” გადავხედე და გული მომიკვდა, ისეთი მიტოვებული მეჩვენა იქაურობა. თან ბოლო დროს რაღაც მეამბოხე განწყობა მეძალება და ბევრი აღარ მიფიქრია, წერა დავიწყე.

თავიდანვე უნდა ვაღიარო – ეს ტილო ჩემი საყვარელი შედევრების რიცხვს არ მიეკუთვნება.

საერთოდ, შედევრად არც კი მიმაჩნია.

ძალიან კარგი მხატვრის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი რომ არის, ამას არც უარვყოფ; ფუნჯის ენერგიულ მონასმებსაც ვხედავ, ავტორმა თითქოს განგებ რომ დატოვა დაუსრულებლობის ეფექტის შესაქმნელად; სინათლის მძლავრ, თვალისმომჭრელ ნაკადსაც, იმდროინდელი ფერწერისთვის უცხო და უჩვეულო რომ იყო; განზრახ დარღვეულ სიმეტრიასაც. მაგრამ ყველაზე მეტად თვალში თავად სიუჟეტი მხვდება – სწორედ ის შოკისმომგვრელი სიუჟეტი, რის გამოც ფერმწერი ნატიფი ხელოვნების სალონიდან უბოდიშოდ გამოაპანღურეს; სამაგიეროდ, “განკიცხულთა სალონში” ჯერ გამოფენილიც არ იყო, რომ უკვე უამრავი ხალხი ეხვეოდა.

(more…)

Read Full Post »

Chuck Palahniuk. Fight club
ვისაც ლამაზად გარანდულ-გაშალაშინებული ამბები უყვარს, ეს წიგნი არ მოეწონება.

ზოგმა, შეიძლება, ზიზღითაც გადააგდოს გვერდზე – ეპატაჟი უკეთ შეფუთულიც მინახავსო.

მთავარი შეცდომაც, მგონი, სწორედ იმაშია, რომ მკითხველთა ნაწილი ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბს” თავის დამკვიდრების სკანდალურ მცდელობად თვლის.

იმედია, ჩემი ტონი მენტორულად არ მოგეჩვენებათ – ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ, იმპრესიების გაზიარებას ვაპირებ.

მომკალით და ეპატაჟი აქ ვერ დავინახე. არც თემაა გაცვეთილი – საკუთარი თავის ძიებისა და შეცნობის უტყუარი გზისთვის ჯერ არავის მიუგნია. წიგნის გმირებიც სწორედ ამას ცდილობენ – ვისაც როგორ გამოსდის.

ერთმა კრიტიკოსმა ძალიან მოსწრებულად შენიშნა, რომ პალანიკის პერსონაჟები ყოველდღიურ ცხოვრებას ისე უყურებენ, როგორც თავსახურს მოთუხთუხე ორთქლის ქვაბზე, სადაც ადამიანთა სისასტიკე დუღს და გადმოსვლას ლამობს.

მართლაც ასეა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: