Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘დიეტა’

at night

ჭამა სიამოვნებაა. დიდი სიამოვნება.

გავკადნიერდები და დავამატებ – სხვა რამ ძნელად რომ შეედრება, ისეთი.

ახლა მთლად თათქარიძეობის აპოლოგიას ნუ დამწამებთ, იმ სხვა რაღაცების გემოც კარგად ვიცი, მაგრამ კულინარიული ორგია მაინც სულ სხვაა.

ყველგან და ყოველთვის. წყალი არ გაუვაო, სწორედ ამისთანა ჭეშმარიტებებზეა ნათქვამი.

დილით საწოლში რომ მოგართმევენ ქაფქაფა ყავას და თბილ-თბილ კრუასანს, შაბათ დღეს თორმეტი საათისთვის რომ აიზლაზნები საწოლიდან და მაგიდაზე ახალგამომცხვარი აჭარული ხაჭაპური დაგხვდება,  ლანჩზე საყვარელ კაფეში რომ გავარდები სამსახურიდან, პარასკევ საღამოს სტეიკის თანხლებით რომ ატარებ, პირველ თოვლს “შუბით”, რუსული ბლინებით და სტროგანინით აღნიშნავ და ახალ ბლოგპოსტს მექსიკური კარტოფილისა და Lungo Leggero-ს თანხლებით წერ, საღამოს კი კომპიუტერს უზიხარ ჩაის გამჭვირვალე ფინჯნითა და ქიშმიშიანი კექსის ბარაქიანი ულუფით ხელში…

(more…)

Advertisements

Read Full Post »

კარლსონი და მურაბა

კვირაში ხუთი დღე, დილიდან გვიან საღამომდე, სულის ამოუთქმელად რომ მუშაობ, შესვენება მიუტევებელ ფუფუნებად მიგაჩნია და საყვარელი “ქინდლის” გადასაფურცლავად ვერც  კი იცლი, რა გასაკვირია, ნანატრ უიქენდს განსაკუთრებული სასოებით ელოდე.

შაბათსაც თუ უთენია არ წამოგახტუნა აბეზარმა ტელეფონმა, საქმე თუ არ გაქვს და ნეტარი უსაქმურობით ტკბობას აპირებ, გასტრონომიული აკომპანემენტიც შესაბამისი უნდა მოიფიქრო, თორემ, ჩათვალე, ნახევარ სიამოვნებას კარგავ…

ბოლო თვე უსინდისოდ მძიმე რომ გამოდგა სამსახურში და ორშაბათიდან (დღეიდან, ანუ) უმკაცრესი დიეტის დაწყებას რომ ვგეგმავდი, ამიტომაც გადავწყვიტე, განსაკუთრებული უიქენდი მომეწყო და შ დღეც დიდი მონდომებით, მთელი ჩემი სიმსუნაგისა და კრეატიული შესაძლებლობების გამოყენებით დავგეგმე :)

მოიცა, მოიცა, დასვენება, უსაქმურობა და კულინარიული ორგია გასაგებია, მაგრამ შ დღე რაღა უბედურებააო, იკითხავს ვინმე.

(more…)

Read Full Post »

my diet

მახსოვს, ერთხელ, ჩემმა მეგობარმა თქვა – დიეტა ცუდი იმით არის, რომ შიმშილი ხასიათში გადაგდისო.

დილიდან საღამომდე მშიერი წანწალი, ათას, ერთი მეორეზე მაცდურ სასუსნავზე უარის თქმა და უგემური, ყველა გაგებით უმარილო საკვებით დაკმაყოფილება ისედაც რა სახარბიელოა, მაგრამ განსაკუთრებით უსიამოვნო ზუსტადაც რომ საზიზღარი განწყობაა – არაფრის ხალისი არ გაქვს, გემოს ვერაფერს ატან, გამუდმებით იღრინები და, საერთოდ, საშიში ხარ საზოგადოებისთვის.

კითხვა რაა, კითხვაც კი გეზარება…  სქელ-სქელ სათავგადასავლო რომანებს, კი გეცოდინებათ, წყალზე მოხარშული წიწიბურა კი არა, გროვად დახვავებული, შებრაწული და მწვანე ტყემალმოსხმული ახალი კარტოფილი უნდა მიაყოლო, თორემ, წიგნის გმირებთან ერთად ფათერაკებთან გასამკლავებლად და ბოლოში გასასვლელად ძალა არ გეყოფა… საყვარელი ფილმების და მულტფილმების მშიერ კუჭზე ყურებაც ვერ არის დიდად მოსაწონი – სიამოვნებას გინახევრებს.

(more…)

Read Full Post »

welcome to reality

მე, მოლი ლანისტერ ბლუმი, ღვთის, ერის და სრულიად ქართული ბლოგოსფეროს წინაშე ვაცხადებ, რომ:

არ ვკითხულობ ე.წ. საბავშვო წიგნებს;

სიგარეტის მოწევა უზნეობაა;

ძილი – დროის ფუჭად ფლანგვა;

შავი ჩემი საყვარელი ფერია;

Sci Fi & Fantasy არასერიოზული, მდარე და უპერსპექტივო ჟანრია;

“ქინდლი” ეშმაკის მანქანაა;

თამარ ივერი ჩემი ფავორიტი მომღერალია;

(more…)

Read Full Post »

Profiteroles - Choux

ეჰ… “Нет повести печальнее на свете, чем повесть – “Я сегодня на диете”…

კი მაგრამ, დიეტაზე თუ ხარ, თოვლი თუ მოდის და ქარია, ქვეყანა თუ ინგრევა, შენ რა გიხარია კი არა და, რა წვეულება აგიტყდაო, გაიოცებთ, ალბათ.

მომენატრეთ და რა ვქნა. ჩემი დიეტა კი საკმაოდ ხანგრძლივია, ამას თუ ვუყურეთ, კარგა ხანს ვერ ავახმაურებთ ზამთრის ბაღს. ასე რომ, თქვენ მიირთვით, მე მასპინძლობას გაგიწევთ.

ისე, რომ იცოდეთ, დღეს შუ–ფართის მოწყობა მაქვს გეგმაში, ოღონდ არ გეგონოთ, მარტო ტკბილზე გადაგატარებთ. სხვათა შორის, არც მკლავებს დაგაკაპიწებინებთ, როგორც ამას წინათ :) მარტო ის მინდა, რომ გლეხის ბიჭმა ბუხარს მიხედოს, რაღაც აგვიცივდა ამ გაზაფხულზე, დანარჩენები კი მყუდროდ მოკალათდით, ბალიშები და სავარძლები, თავადაც ხედავთ, არ გვაკლია. ოღონდ მალინას საყვარელი, მძივებიანი ყურთბალიში გამიქრა სადღაც.

თეო, აგერ რუსა ამზადებს ნაღებიან ყავას და იქნებ სტუმრებს ჩამოურიგო? მეტს აღარ შეგაწუხებთ და ყველაფერს თავად მივხედავ, დუდუ დობორჯგინიძისა არ იყოს, დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ და ყველას ვფიცავარ.

დარწმუნებული ვარ, ხვდებით, რომ ჩვენი თავყრილობა მცირე კულინარიული ექსკურსიის გარეშე, ტრადიციულად, არც დღეს ჩაივლის. თქვენ ყავა მიირთვით, მე კი აქვე, ბართან ვიფუსფუსებ, რაც მჭირდება, უკვე მოვიმარაგე, თან პაწაწუნა და გემრიელი შუების ისტორიიდან ცოტას მაინც გიამბობთ. რამეს.

(more…)

Read Full Post »

bike

გამოუსწორებელი სუსნია რომ ვარ, მგონი, უკვე ყველამ იცის.

ნაყროვანება ცოდვააო, ამბობენ, მაგრამ რა ვქნა – უამისოდ არც მუშაობა მეხალისება და არც უსაქმურობა. პაემანიც და საქმიანი შეხვედრაც კარგად შებრაწული სტეიკის ან მაიონეზმოსხმული სოკოს ბლინების თანხლებით უფრო გემრიელია. დესერტად დაყოლებულ “ლუკა პოლარეს” ჩიზქეიქსა და “ანტრეს” კრუასანებზე აღარაფერს ვამბობ…

ამას ისიც მიუმატეთ, რომ დღის უმეტეს ნაწილს სავარძელში მოკალათებული ვატარებ, ფეხით ბოდიალს მხოლოდ შაბათ-კვირას თუ ვახერხებ და ღამით ჭამა დილის ძილსაც კი მირჩევნია. თუ შუაღამისას ჩემს სამზარეულოში შუქს მოჰკარით თვალი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მეც იქვე, მაცივარში თავშერგულს მიპოვით. ჰოდა, იოლად მიხვდებით, ზედმეტ კილოგრამებთან რა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაც მაქვს გაჩაღებული.

(more…)

Read Full Post »

coffee and croissantბოლო დღეებია, მეტისმეტად სტრესულ სიტუაციაში ვცხოვრობ – დიეტაზე ვარ…

მათთვის, ვისაც ეს არ გამოუცდია, ფრენკ ლოიდ რაიტის სიტყვებს მოვიშველიებ: “გახდომისათვის საკმარისია, უარი თქვათ სამ რამეზე – საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე”.

ვერაფერს იტყვი, ფორმულა უმარტივესია, მაგრამ, სულო ცოდვილო, რატომღაც რეალიზება მიძნელდება ხოლმე…

მიძნელდება რა – გული არ მიმდის, თვალთ არ მიბნელდება და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქუჩის საცხობების ლარიანი ხაჭაპურისკენაც არ გამირბის თვალი (გამორიცხულია, ოდესმე გამექცეს), მაგრამ გუშინწინ საკუთარი თავი სამსახურის სასადილოს კართან აღმოვაჩინე, ბურატინოსავით ხელგაშვერილი, დიდი ნაბიჯებით მიმავალი და კბილებში საფულით… როგორ მოვხვდი იქ, მომკალით და არ მახსოვს…

მერე იყო და “მაკდონალდსის” ნაყინით მომავალ ბავშვს ისეთი თვალებით მივაშტერდი, საწყალი დედას ამოეფარა ზურგს უკან…

წუხელ მთელი ღამე “პანატერეაში” ვიჯექი, შუბლზე თმაჩამოყრილი, გამხდარი მიმტანი კომეტასავით დაქროდა წინ და უკან და ყოველ მოსვლაზე უზარმაზარ, ცხელ–ცხელ “როტონდას” მოარბენინებდა… ახლა თავად განსაჯეთ, გამოღვიძების მერე როგორ ხასიათზე დავდგებოდი – აშკარად საშიში ვიყავი საზოგადოებისათვის.

როგორც იქნა, სამუშაო დღეც გადავაგორე, მოსაწყენ სემინარსაც გავუმკლავდი და სხვა, რუტინულ, წვრილმანებსაც, ახლა ვზივარ შინ, ჩემს ოთახში, და ვცდილობ, მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველს რაიმე ინტელექტუალური საზრდო შევთავაზო, მაგრამ ამაოდ – თავში “დონატების” “ცეზარის”, “Near opera”-ს კიევური კოტლეტის და ლაზური ხაჭაპურის  და “ტერემოკის” ლორიან–ჰოლანდიურყველიანი ბლინის მეტი არაფერი მიტრიალებს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: