Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘დედაენას ბაღი’

my books

23 აპრილი წიგნის დღეა.

კაცმა რომ თქვას, ბიბლიოფილებისთვის ყოველი დღე წიგნისა არ არის? და კალენდარში წითლად მონიშვნა სულაც არ სჭირდება, მაგრამ იუნესკოს ამბავი ხომ იცით – ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ, გამოფენები გავმართოთ, საჩუქრები დავარიგოთ, ლამაზი და მხიარული ტრადიციები დავნერგოთო…

შექსპირის და სერვანტესის გარდაცვალების დღეა და, სადაც სამართალია, ბიბლიოგურმანები ისედაც უნდა აღნიშნავდნენო.

ჰოდა, ზეიმობენ ასე, თითქმის ოცი წელია.

ყველგან, სადაც წიგნები უყვართ – რომშიც, პარიზშიც, მადაგასკარზეც და თბილისშიც.

ქართულ წიგნის დღეს პირველად სამი წლის წინ დავესწარი – ახალწამოჩიტული ბლოგერი გახლდით და ასეთ საკბილოს ხელიდან როგორ გავუშვებდი; დედაენის ბაღში ვიბოდიალე, კარგ მუსიკას მოვუსმინე, კარგი ხალხი ვნახე და მოწონებული წიგნებიც წამოვაყოლე ხელს.

ჰოდა, ტრადიციაც დამკვიდრდა. მადლობა ღმერთს და კრეატიულ ხალხს – 23 აპრილს ყოველთვის რაღაც ხდება. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მკითხველებს რომელიმე ბაღში ან სკვერში უყრის თავს; მაღაზიები განსაკუთრებულ ფასდაკლებებს გეგმავენ, გამომცემლობებს საგანგებოდ მომზადებული სიახლეები გამოაქვთ – ერთი ამბავია, მოკლედ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

book and rose day

შაბათ დილას მთელი მსოფლიოს ბიბლიოფილები ჩინებულ ხასიათზე და სასიამოვნო მოლოდინით დამუხტულნი გაიღვიძებენ – უკვე 15 წელია, 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღედ არის გამოცხადებული. რასაკვირველია, სასიამოვნოა, რომ წელიწადის 365 დღიდან ერთი უპირობოდ შენი კუთვნილებაა, თუმცა მთავარი აქ სხვა რამ გახლავთ – თითქმის ყველა ქვეყანაში 23 აპრილს წიგნის გამოფენა-გაყიდვა იმართება ხოლმე და ბიბლიოფილებს შეუძლიათ, დილიდან სანუკვარ გარემოში იტრიალონ. რა შეედრება საათობით ბოდიალს თაროებსა და სტელაჟებს შორის, საღებავშეუმშრალი ფურცლების სურნელით გაჟღენთილ ჰაერს და იმის შეგრძნებას, რომ ირგვლივ მხოლოდ შენიანები არიან – წიგნის სიყვარულით შეპყრობილი მანიაკები, რომლებიც ხარბი გამომეტყველებით დასუნსულებენ აქეთ-იქით და ცდილობენ, ლიტერატურული ნუგბარი სხვამ არ აწაპნოს ცხვირწინ.

1995 წელს, როდესაც იუნესკოს მორიგ სესიაზე ამ თარიღის დღესასწაულად გამოცხადებას გეგმავდნენ, არჩევანი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა –  23 აპრილს გარდაიცვალა კაცი, რომლის ჯულიეტას მთელი მსოფლიოს მიჯნურები დღემდე უგზავნიან ბარათებს და გულისნადებს უზიარებენ – ინგლისური დრამატურგიის გენია უილიამ შექსპირი;  ამავე დღეს მოევლინა ქვეყანას მორის დრიუონი – შუა საუკუნეების საფრანგეთის მხატვრული ისტორიის შემოქმედი; მწუხარე  სახის რაინდისა და ერთგული სანჩო პანსას ლიტერატურული მამის – მიგელ დე სერვანტესის და განთქმული ისტორიკოსის, ინკების ისტორიის თავგამოდებული მკვლევარის –  გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალებაც 23 აპრილით გახლავთ დათარიღებული.

ამ დღესთან დაკავშირებით არსებობს პატარა და ლამაზი ისტორია, რომლის შესახებ, ალბათ, ბევრმა ადამიანმა იცის, მაგრამ მე მაინც მინდა, ჩემს მკითხველებს ვუამბო.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: