Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘დათო ტურაშვილი’

დღეს ერთ ახალ და უცნაურ წიგნზე უნდა გიამბოთ.

ახალი გასაგებია და ეს უცნაური რაღაა – წიგნი წიგნიაო, მეტყვით ალბათ.

ახლავე აგიხსნით.

მართლა უცნაური წიგნია. აი, ხვალ პრეზენტაციაა, არადა ჯერ არ დაწერილა.

სულ დაგაბნიეთ, არა? ოლ რაიტ. ყველაფერს წვრილად გაგაგებინებთ.

დათო ტურაშვილის ახალ რომანზე გიყვებით. “სხვა ამსტერდამი” ჰქვია (ამას პოსტის სათაურიდანვე მიხვდებოდით). უცნაური კი იმით არის, რომ ინტერნეტრომანია, ინტერნეტში დაიწერება, მკითხველის თვალწინ.

შედიხარ ხუთშაბათობით საგულდაგულოდ დაბუკმარკებულ გვერდზე ხელების ფშვნეტით, გვერდით ყავის ჭიქას ასდის ორთქლი და ცხვირში სასიამოვნოდ გიღუტუნებს, გაშლი წიგნს  და იწყებ მორიგი თავის კითხვას. ეს, ცხადია, ჩემეული იმპრესიაა, თორემ შუადღის ყავასთანაც მშვენიერი იქნება, სამსახურიდან მოპარულ დროს, ან სულაც უყავოდ, კაცია და გუნება.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

დათო ტურაშვილი. "ტყეების მეფე". ლეგენდები დავით აღმაშენებელზე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2013

დავით აღმაშენებელზე ახალი რაღა უნდა დაწეროს კაცმაო – ალბათ, ბევრი მკითხველი გაივლებს გულში.

თითქოსდა, მართლაც… რაღა უნდა თქვა ლეგენდარულ მეფეზე, რომლის საქმენი საგმირონი და ზნენი სამამაცონი პატარა ბავშვებმაც იციან.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების, კლდეკარის საერისთავოს დამარცხების, სააჯო კარის, ყივჩაღთა ჩამოსახლების, თბილისის აღების და დიდგორის ბრძოლის ამბავს ვინ არ გიამბობს.

გელათის აკადემიაზეც ჩამოაგდებენ სიტყვას, “გალობანი სინანულისანიც“ გაახსენ­დებათ.

დარუბანდის კარის ჩამოხსნას და გელათში ჩამოტანასაც სიამაყით მოიგონებენ.

ოღონდ საკუთარი სამეფოს დედაქალაქში მალულად შეპარული უფლისწულის შესახებ არ გეტყვიან არაფერს…

(more…)

Read Full Post »

typewriter robot

ჯერ ის მითხარით, ერთ ღამეში მოთხრობა თუ დაგიწერიათ?

არც ცარიელ, საგულდაგულოდ ჩარაზულ წიგნის მაღაზიაში დარჩენილხართ მარტო ღამით?

არა უშავს. ამქვეყნად ყველაფერი ოდესმე პირველად ხდება და 10 000 ლის გზაც, როგორც ბრძენი ჩინელი ბლოგერები ამბობენ, პირველი ნაბიჯიდან იწყება.

მით უფრო – თუ ეს ლიტერატურული კონკურსია…

მგონი, უკვე მიხვდით, რაშია საქმე, მაგრამ მაინც ბოლომდე მომისმინეთ – რძიანი ყავის ფინჯანს მოვიდგამ, სიგარეტს მოვუკიდებ (სამზარეულოში რომ სასუსნავები მეგულება, ნიგვზიანი ბადრიჯნით დაწყებული და ნაყინით დამთავრებული, იმაზე ხმას არ ამოვიღებ – დიეტაზე ვარ) და ახალ ამბებს სულ დაწვრილებით ჩამოგიჭიკჭიკებთ.

(more…)

Read Full Post »

მაკა მიქელაძე. "სურათი". პალიტრა L. თბილისი, 2012

იაფი წიგნების ეპიდემიამ, ორიოდე წლის წინ რომ დაგვატყდა თავს, შედეგად ის მოიტანა, რომ  დღეს უკვე გაზეთი და ჟურნალი არ გამოდის, თან რომელიმე სერიის რომელიმე ტომი არ მოჰყვებოდეს. “ბიბლიოცუნამის” ავ-კარგზე, ხარისხზე ან, თუნდაც, საავტორო უფლებების დაცვაზე ახლა ნუ ვილაპარაკებთ – გამომცემლების სინდისზე იყოს… თუმცა, ისიც კია – ამ ერთფეროვან და, ჩემი მოკრძალებული აზრით, ფრიად უგემოვნოდ შერჩეულ მასაში ზოგჯერ ისეთ ხარისხიან საკითხავს გადაეყრები, სასიამოვნოდ გაგაოცებს.

“ლიტერატურულ პალიტრას” მკითხველი კარგად იცნობს – პროზასაც ბეჭდავს და პოეზიასაც, თანამედროვე ქართველ მწერლებსაც უთმობს ფურცლებს და არც აქტუალურ თარგმანებს ივიწყებს – ერთი სიტყვით, კლასიკური ჟურნალია. ჰოდა, შარშან რომ გავიგე, “ახალი ქართული ლიტერატურის” სერია იგეგმებაო, დავინტერესდი. არ ჩანდა ურიგო ჩანაფიქრი.

(more…)

Read Full Post »

ძველი ტფილისი

ცხრა წლისაც არ ვიქნებოდი, დედამ სელმა ლაგერლოფის “ნილსის და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა” რომ მაჩუქა. ეს გემრიელი წიგნი, საზაფხულო უსაქმურობის ჟამს, სამიოდე დღეში შემომეკითხა და კარგად მახსოვს, ცეროდენა ბიჭუნას საარაკო ფათერაკებიდან ყველაზე მეტად ერთი, ზღვაში დანთქმული, ქალაქის ამბით რომ მოვიხიბლე.

რას ვიფიქრებდი მაშინ, რომ, წლების შემდეგ, სხვა ჩაძირულ ქალაქსაც აღმოვაჩენდი. ოღონდ, შორეული ლაპლანდიისკენ მიმავალ გზაზე კი არა, აქვე, ყურის ძირში და მეგზურობასაც, შვედი ნობელიანტის ნაცვლად, საყვარელი ქართველი მწერალი გამიწევდა.

დათო ტურაშვილის წიგნებთან ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ მოლი ბლუმის ბლოგის ძველ სტუმრებს კარგად მოეხსენებათ – ყოველი ახალი გამოცემის ერთ–ერთი პირველი მკითხველი გახლავართ და მოლოდინიც არასოდეს გამცრუებია. არც “ჩაძირული ქალაქის ღამე” აღმოჩნდა გამონაკლისი და ვისაც “ეთნოგრაფიული რომანი” მოსაწყენი საკითხავის სინონიმი ჰგონია, მწარედ ცდება – საკმარისია, გადაფურცლოთ და, სანამ ბოლომდე არ გახვალთ, თვალს და გულისყურს ვერ მოსწყვეტთ.

(more…)

Read Full Post »

Romeo and Juliet. The balcony. Painting by Ford Madox Brown, 1870

ვერ ვიტყვი, მაინცდამაინც რომანტიკული ადამიანი ვარ–მეთქი, მაგრამ არის დღეები, რომლებსაც გვერდს ვერაფრით აუვლი და 14 თებერვალიც სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება. მოლი ბლუმის დღევანდელი ჯეოპარდი წმინდა ვალენტინის დღეს და ყველა შეყვარებულ წყვილს ეძღვნება.

(more…)

Read Full Post »

Salvador Dali. The Great Paranoiac

ამას წინათ, დათო ტურაშვილმა, სატელევიზიო ინტერვიუში ასეთი რამ თქვა – მოდა ლიტერატურულიც არსებობს და ყველა დროს თავისი “ელიტური” ავტორი ჰყავს. ახლა ფამუქი და ბეგბედერია აქტუალური, ადრე მარკესი იყოო.

დათოზე უმცროსი კი ვარ, მაგრამ ის დრო მეც მახსოვს, წიგნიერების დასამტკიცებულად ინტელექტუალურ საუბარში, ჭიქა ყავისა და სიგარეტის თანხლებით, სინიორ გაბრიელ გარსიას რომელიმე რომანის მოხსენიება სავალდებულოდ რომ ითვლებოდა.

გასაკვირი ის არის, რომ ლიტერატურული სნობების აუცილებელ საკითხავში არასოდეს ფიგურირებდა კოლუმბიელი მწერლის შედევრი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება სხვა, საქვეყნოდ ცნობილ რომანებს და მე თუ მკითხავთ, “მარტოობის ას წელიწადსაც” კი მირჩევნია.

“პატრიარქის შემოდგომა”, მაგიური რეალიზმის ფუძემდებლის, ალბათ, ყველაზე უჩვეულო წიგნი და ავტოკრატიული ხელისუფლებისთვის შეთხზული საუკეთესო რექვიემი, ფრანსისკო ფრანკოს გარდაცვალების წელს დაიწერა ბარსელონაში. იმ ქალაქში, სადაც ყველაზე გრძელი პროსპექტი – დიაგონალი – ათწლეულების მანძილზე ხენერალისიმოს სახელს ატარებდა.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: