Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘დაზვერვა’

kim georgian edition

პირველად დაიბეჭდა თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალის კატალოგში.

 

მოგზაურობა გიყვართ? ოღონდ ცივილიზებულ ქვეყნებში კომფორტულ გადაადგილებას არ ვგულისხმობ, ბოინგით რომ ჩაფრინდები რომელიმე თანამედროვე აეროპორტში, სასტუმროში მისრიალდები, ცხელ შხაპს მიიღებ და ქალაქის ღირშესანიშნაობათა დასათვალიერებლად გასწევ კოხტად გამოწყობილი, ასფალტ-ასფალტ. საღამოს კი რესტორანში გაიჯგიმები ოფიციანტის მოლოდინში, მუხლზე ქათქათა ხელსახოცგადაფენილი.

მე სხვა სამყაროში სამოგზაუროდ გეპატიჟებით, ხმაურიან, ფერად, ათასი ჯურის მაწანწალით, სიქჰებით, სიფაიებით, რიქშებით დასახლებულ სამყაროში, სადაც ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლეთი და დასავლეთი, სადაც ქუჩები სავსეა ხმამაღალი გადაძახილით, ბაზარში ტროპიკული ხილის თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებს და ვიწრო შუკაში მოულოდნელი ხიფათია ჩასაფრებული; აქ ვერავის ენდობი, რადგან ვერასოდეს გაიგებ, ვინ მტერია და ვინ – მოყვარე, ვინ ინგლისის ჯაშუშია და ვინ – რუსეთის… ეს ინგლისელი ნობელიანტის – რედიარდ კიპლინგის ინდოეთია.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

FBI Logo

ჩვეულებისამებრ, სიტყვა სპეცსამსახურის გაგონებაზე ადამიანები ცხვირს იბზუებენ ხოლმე. იშვიათად თუ დაფიქრდება ვინმე იმაზე, რომ ამ რთული და სახიფათო მისიის შემსრულებლებზე სახელმწიფოთა უშიშროება და სტაბილურობაა დამოკიდებული. მოლი ბლუმის დღევანდელი ჯეოპარდიც სწორედ ამ საკითხს ეძღვნება და დიდი იმედი მაქვს, ბლოგის სტუმრებს შორის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის თემით დაინტერესებული მკითხველებიც გვეყოლებიან. ამას ის აქტიურობა მაფიქრებინებს, რომელიც ჩემმა ვიზიტორებმა ტერორიზმსა და ბონდიანასთან დაკავშირებული ტურების დროს გამოავლინეს. მაშ ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Борис Акунин

“ნებისმიერისთვის მთავარია, საკუთარი გზა იპოვოს ცხოვრებაში“ – თქვა ერთხელ ადამიანმა, რომლის შესახებ უკვე ორჯერ დავწერე ამ ბლოგზე, მაგრამ უკმარისობის გრძნობა მაინც ვერ მოვიშორე. მეჩვენება, რომ მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამოხატვა მაინც ვერ მოვახერხე, ბოლომდე ვერ გაგიზიარეთ ემოციები, მისი წყალობით რომ განვიცადე.

საინტერესოა, როდესაც ის კალამს ჰკიდებდა ხელს, იცოდა თუ არა, რომ ზუსტად იმ გზას დაადგა, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი… რომ ყველაფერი ამ გზაზე, ნებისმიერი წარმატება თუ დაბრკოლება, ტრიუმფი თუ იმედგაცრუება, იღბალი თუ უიღბლობა, ყველა კენჭი და ბილიკზე დაცემული ყველა ფოთოლი მთლიანობაში შექმნიდა ბორის აკუნინს – უსაზღვრო წარმოსახვის მქონე, თამამი ექსპერიმენტებისა და ნოვაციების მოყვარულ მწერალს – შემოქმედს ავანტიურისტის სულით.

ასე იყო თუ ისე, მისმა ერასტ ფანდორინმა ჭკუის, სიმამაცის, უსაზღვრო ინტელექტისა და ქარიზმის წყალობით  ათასობით მკითხველის გული მოინადირა და ავტორის ამოუწურავი ფანტაზია დაუყოვნებლივ სხვა მიმართულებით ამუშავდა.

პროექტი “ჟანრები“ ფანდორინის ციკლზე ნაკლებ წარმატებული როდი გამოდგა – სხვისი არ ვიცი, მე კი “საბავშვო წიგნი“, “ჯაშუშური რომანი“, “ფანტასტიკა“, და “კვესტი“ ელვის სისწრაფით შევისრუტე და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მეგობარმა მოსკოვიდან თბილისელი ბიბლიოფილებისათვის ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელი კინორომანი “სიკვდილი ვახტანგურად“ ჩამომიტანა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: