Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘დაგროვების ბარათი’

ახალი წიგნის მაღაზიის გახსნა, მით უფრო ჩვენს ძაღლუმადურ ყოფაში, მთლად ჩვეულებრივი და რიგითი ამბავი არ არის. წიგნები დღესაც იბეჭდება და იყიდება, მაგრამ სხვა ბიზნესი, რბილად რომ ვთქვათ, უფრო სარფიანია.

ამიტომ გამიხარდა განსაკუთრებით, ორიოდე თვის წინ, მეგობარმა სიტყვას რომ მოაყოლა – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა მაღაზიას ხსნისო.

სულაკაურის ფერად-ფერად წიგნებს აქამდე ან “სანტა ესპერანსაში” ვპოულობდი, ან “ექსლიბრისში”  (რა მაგის პასუხია და ბულაჩაურზე “სანტას” ახალი ბუქსთორის ამბავიც გეცოდინებათ). განსაკუთრებით გემრიელი ლიტსასუსნავი თუ ჩამოდიოდა და ლოდინი მესიკვდილებოდა, აღმაშენებელზე გავრბოდი, გამომცემლობაში.

აწი ვაკეში ვიყიდი. ჭავჭავაძის თხუთმეტში.

საფირმო “სულაკაური” მეორე დღეა, მუშაობს. პარასკევს გაიხსნა, ოღონდ პარასკევს ისეთ გაწამაწიაში ვიყავი, საზეიმო ღონისძიებებზე დასწრებას, ლენტის ჭრას და სადღესასწაულო ტორტს ვინ ჩივის, შინ ძლივს მივლასლასდი. გუშინაც არ მეცალა, შაბათი კი იყო, მაგრამ ვმუშაობდი (ასეც ხდება ხოლმე). ჰოდა, დღეს, როგორც იქნა, საკუთარი სიამოვნებისთვის მოვიცალე და წავედი.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

სანტა ესპერანსას დაგროვების ბარათი

შეიძლება, გახსოვთ კიდეც, სამიოდე თვის წინ, თბილისურ წიგნის მაღაზიებზე რომ ვყვებოდი, ერთმა, შემთხვევით შემოსწრებულმა, ვიზიტორმა ავტორსაც და კომენტატორებსაც მწარედ გვისაყვედურა – იმაზე რატომ არაფერს ამბობთ, წიგნები რომ ძვირიაო.

Molly Bloom’s Day, კი გეცოდინებათ, პერსონალური ბლოგია და არა ლეიბორისტული პარტიის ონლაინ რესურსი. აქედან გამომდინარე, ელექტორალური ვალდებულებებით დატვირთული არ გახლავართ, ვწერ იმაზე, რაც მაინტერესებს, მიხარია ან მაწუხებს, და, ბუნებრივია, ასეთ შენიშვნას ვერაფრით მივიღებდი.

ისე არ გამიგოთ, თითქოს ეს თემა ჩემთვის ღრმად სულერთია – არამცდაარამც – უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ესეც არ იყოს, თავზეხელაღებულ კრიტიკას პრობლემის მოგვარების ხერხებზე საუბარი მირჩევნია. ჰოდა, დღეს გიამბობთ, როგორ ვებრძვი კბენია ფასებს – ბიბლიოფილების უპირველეს მტერს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: