Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბლოგპოსტი’

qartuli ena zarmacebisatvis cover 2

ასეთი საჭირო წიგნის გამოცემა კარგა ხანია არ დაანონსებულა.

არა, საინტერესო სიახლეების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით – თვე არ გავა, თითებჩასაკვნეტი ლიტერატურული ნუგბარი არ მოგვიმზადონ გამომცემლობებმა, მაგრამ საინტერესო ერთია და საჭირო – მეორე…

… იმიტომ, რომ “ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა” მხოლოდ ლამაზი მეტაფორაა და ლადო ასათიანის კრებულის გადაშლისას თუ გაგვახსენდება.

“რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო” – ესეც დავივიწყეთ და ამ ჩვენს ტკბილ ქართულს საშინლად ვეპყრობით.

ხომ იცით, პათეტიკა ჩემი საქმე არ არის, იოანე ზოსიმეთი და ქართული ენის საღვთო მისიით თავს არ შეგაწყენთ; ბევრად მიწიერი და პრაგმატული არგუმენტებიც არსებობს – ენა სახელმწიფოს ერთ-ერთი ატრიბუტია, მოსავლელი და მოსაფრთხილებელი; ესეც რომ არ იყოს, დამახინჯებული გამოთქმები ყურში ხანჯალივით მესობა. და, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე.

ახლა, მთლად ქართული ენის პალატის წევრივით მეტყველებას არავის ვთხოვ, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ გამართული ქართულით მოსაუბრე ადამიანები დინოზავრებივით გადაშენების პირას არიან; სამაგიეროდ, “ვსვავ”, “მასხავს”, “კარგით” ისე გახშირდა, უნებურად დაეჭვდები, გრამატიკის წესები ხომ არ შეცვალესო.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

mollybloomsday.com news

მოლი ბლუმის ვირტუალურ სამფლობელოში ერთი კარგი ტრადიციაა დამკვიდრებული – ბლოგისთვის მეტ-ნაკლებად აქტუალურ საკითხებს სტუმრებთან განვიხილავ და გადაწყვეტილებებსაც მათთან ერთად ვიღებ. არც არის გასაკვირი – ათასჯერ მითქვამს, აქაურობა მკითხველებზეა გათვლილი და მათი წყალობით არსებობს, უკეთესს ვის ვკითხავ-მეთქი.

ჰოდა, დღესაც ერთ ახალ და, გულახდილად გეტყვით, ფრიად საჭოჭმანო განზრახვას გაგიმხელთ, თან, რა თქმა უნდა, თქვენს აზრსაც დიდი ყურადღებით მოვისმენ.

ძირძველმა სტუმრებმაც იციან და არც სხვებისთვის უნდა იყოს ახალი ამბავი, რომ ცინცხალი ჩანაწერები აქ კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს – ქვეყნდება.  გაგანია სიცხესა თუ თავსხმა წვიმაში, ჰიჩკოკური დიეტის დროს თუ ლუკულუსის ნადიმზე, შინ თუ სამსახურში, ავადმყოფობისას თუ კარგად ყოფნისას, სიხარულისა თუ მწუხარების ჟამს დედლაინისთვის არ გადამიცილებია და მკითხველისთვის არ მიღალატია.

დღეიდან კი, არც მეტი, არც ნაკლები, ამ რკინის გრაფიკის შეცვლას ვაპირებ. თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ.

(more…)

Read Full Post »

blog

აი, გავაცილეთ ძველი 2012 წელი, ახალსაც შევეგებეთ, ზოგი წყნარად და მოკრძალებულად, ზოგი ზარ–ზეიმით და შუშხუნების სროლით, ზოგიც გოჭის კუდით კბილებში. საახალწლო ორომტრიალი მინელდა, ხორაგი შეცოტავდა და გატანჯულმა გონებამაც მოითხოვა ინტელექტუალური საზრდო. ჰოდა, ჯეოპარდის თემად ჩვენი ბლოგოსფეროს ვარსკვლავურ პოსტებზე უკეთესს რას შევარჩევდი – მკითხველი კიდევ ერთხელ გაიხსენებს. მაშ, ასე,

Автора на сцену!

(more…)

Read Full Post »

blogging

მართალია, ჯეოპარდის ბოლო ტური გასულ კვირას ჩავატარეთ და დღეს ინტელექტუალური პაექრობისგან უნდა დაგვესვენა, მაგრამ წლის ბოლო ოთხშაბათი დადგა და, აბა, მითხარით, როგორ შემეძლო, ჩემს საყვარელ ბლოგერებთან ერთად არ გამეცილებინა აპოკალიფსს გადარჩენილი 2012 :) ეს პაკეტი სწორედ მათ მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ პოსტებს ეძღვნება. დარწმუნებული ვარ, არც პასუხებზე დაფიქრდებით დიდხანს და ვერც იმაში შემედავებით, რომ კითხვების შედგენისას ბლოგოსფეროს საუკეთესო ავტორებს ვეყრდნობოდი. მაშ, ასე,

Автора на сцену!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: