Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბიბი’

mali-gala

მალი და გალა

ეს ამბავი ერთი თვის წინ შევიტყვე. თორნიკე ჰყვებოდა ვოლზე, მალე უმაგრესი პროექტი დაიქოქებაო.

პირველად საქართველოშიო, ლიტერატურული ჩეთ ბოტიო. გალაკტიონსაც ახსენებდა.

ჩემი ტექნიკური განათლების პატრონმა, ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ რაღაც საინტერესო რომ იგეგმებოდა, ამას კი მივხვდი.

ჰოდა, ამ ერთი კვირის წინ ფრენდლენტაზე “კიბერგალაკტიონის” პირველი სქრინებიც გამოჩნდა.

დიახ, არც მეტი, არც ნაკლები, გალაკტიონს ელაპარაკები.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

chicken kiev officialაი, ახლა რომ ვინმემ თქვას, მოლი პურადძვირი მასპინძელიაო, ხმასაც ვერ ამოვიღებ, იმიტომ, რომ უკვე თვეზე მეტია, ზამთრის ბაღში ხმაურიანი წვეულება არ გამართულა; ამას მხოლოდ ახლა მივაქციე ყურადღება და, სიმართლე გითხრათ, შემრცხვა.

ბევრი ვიფიქრე, ამჯერად რით უნდა გავახარო სტუმრები, ალბათ, ისედაც გულნაკლულად რომ არიან ჩემზე-მეთქი და გადავწყვიტე, გამოჩენილი უყურადღებობის გამო, უფრო რთულ მისიას შევჭიდებოდი – არც მეტი, არც ნაკლები, სახელგანთქმული კიევური კატლეტები დამეხვედრებინა თქვენთვის.

ისე, უნდა გამოვტყდე, რომ კარგად ვიწვალე – აქამდე არასოდეს მომიმზადებია და რას ვიფიქრებდი, ასე თუ გამიჭირდებოდა; თუმცა, მგონი, ურიგო არ გამოვიდა – ვაღიარებ, რომ, სანამ მოხვიდოდით, ერთი ცალი სრულიად შემთხვევით შემომეჭამა.

ახლა, რომ აღარ გალოდინოთ, მოშინაურდით – უცხო ისედაც არავინ გვირევია; რუსო და ბიბი სუფრის გაშლაში მომეხმარებიან, ვინმემ ბუხარსაც მიხედოს, სასმელსაც გამოვიტანთ და სხვა რაღა გვინდა…

თავადაც ხვდებით, რომ გასტრონომიული ორგია მოლისთან ისტორიული ექსკურსიის გარეშე არ ჩაივლის; ამიტომ, სანამ თქვენ მიირთმევთ, მე ორიოდე სიტყვით ამ გემრიელი სასუსნავის ისტორიას გიამბობთ.

(more…)

Read Full Post »

Wassily Kandinsky. Dreamy Improvisation

ყოველთვის მოუთმენლად ველი ხოლმე მოლის ახალ პოსტს, მაგრამ ეს ოთხშაბათი იქნება გამონაკლისი, ვინაიდან მოლიმ გესტ-პოსტის დაწერა შემომთავაზა.

თავიდან ძალიან დავიბენი, გამიხარდა, ავჟიტირდი, მე ხომ საუკეთესო ბლოგისთვის და მისი უნიკალური მკითხველებისთვის პოსტი უნდა მომემზადებინა. ეს ყველაფერი, რომ გავიაზრე, დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. არ მინდოდა, ჩემი ჯეოპარდის თემა კონკრეტულად რომელიმე სფეროზე ყოფილიყო.

მოკლედ, ვეცადე, მაქსიმალურად მრავალფეროვანი გამოსულიყო, თავად შეაფასეთ :) ჰო, ერთი მინიშნებაც – კითხვებზე პასუხი აუცილებლად შეიცავს რომელიმე ფერს ან რამდენიმეს ერთად.

(more…)

Read Full Post »

Reading

ბიბის

ტრანსპორტში კითხვა მიყვარს ძალიან.

მოიცა, სხვა, უკეთესი ადგილი ვერ ნახეო – გაგეცინებათ, ალბათ.

არადა, მართლა მიყვარს – დროის გასაყვანად კი არა.

წარმოიდგინეთ, რამდენად სასიამოვნოა, ნახევრად ცარიელ სალონში რომ ხარ მოკალათებული, ჯიბეში ბილეთი გიდევს და ცხვირი წიგნში გაქვს ჩარგული. ავტობუსი კი თავისთვის მიჩაქჩაქებს და არანაირი მანძილი არ გადარდებს.

ვიცი, თვალებისთვის რომ მავნებელია და კითხვაში გართულს, შესაძლოა, სასურველი გაჩერებაც გამოგრჩეს, მაგრამ ასეთი წვრილმანები აქ რა მოსატანია…

ციცქნა ბათუმში, ტრანსპორტით, რაც არ უნდა მოგენდომებინა, ხშირად მაინც ვერ ისარგებლებდი – ყველაფერი ფეხის ორ ნაბიჯზე იყო: სკოლაც, კინოც, ბულვარიც და მუსიკალურიც, ჩემი საყვარელი აღმოსავლური ტკბილეულის კაფეც და საფუნთუშე-სანაყინეც, მაგრამ დროდადრო მაინც მიწევდა შორს წასვლა და ჩანთაში ხან რომელი ჟურნალი მედო, ხან რომელი დეტექტივი.

წიგნებთან ერთად მგზავრობის ნამდვილი გემო თბილისში გავიგე – ისე გავდიოდი ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში, ვერც ვიგებდი და ზოგჯერ გულიც კი დამწყვეტია, სად ეჩქარებოდა ამ დალოცვილს, ათიოდე გვერდის ჩამთავრება კიდევ ეცლია-მეთქი.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: