Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბერძნული მითოლოგია’

ამ ბოლო დროს ვერნისაჟის კარს იშვიათად ვაღებ ხოლმე. განა იმიტომ, რომ საყვარელი ფერმწერები და მათი შედევრები შემომელია – იმდენი ლიტერატურული სიახლეა, ხელოვნებისთვის ვეღარ ვიცლი ხოლმე, მაგრამ იმდენი ხანია, მინდა, ერთ ტილოზე გიამბოთ, გადადება აღარ ღირდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლეიდენელი მეწისქვილის ჯიბეგაფხეკილ ვაჟს ბურგომისტრის მშვენიერი ქალიშვილი შეუყვარდა. და რაც მთავარია, სიყვარული უპასუხოდ არ დარჩენილა. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ვინ იცის, იქცეოდა კი ის ფქვილში ამოგანგლული ბიჭი რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინიდან უბრალოდ რემბრანდტად?! მაგრამ სასკია ვან ეილენბურგი მისი ცოლი გახდა და მხატვარი დედამიწის ზურგზე ყველაზე ბედნიერ კაცად აქცია. თუმცა წუთისოფელმა მალე გაურია თაფლში ნაღველი – რამდენიმე შეწყვეტილი ფეხმძიმობის შემდეგ ქალი ერთადერთი ვაჟის – ტიტუსის დაბადებას შეეწირა.

ტრაგედიის შემდეგ ვან რეინების სახლი აკლდამასავით მიჩუმდა.  თითქოს ბედნიერება, სიცილი, ვნება სამუდამოდ გაქრა იქიდან, მაგრამ მარადიული რომ არაფერია, კარგად მოგეხსენებათ – აჩრდილს დამსგავსებული მხატვარი ამქვეყნიური სიამეებისკენ ათქვირებულმა ქვრივმა – ჰერტე დირკსმა შემოაბრუნა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

 Tintoretto. Venus, Mars and Vulcan

ჯერ კიდევ მაშინ, როცა Jeopardy!-ს თემად ბერძნული მითოლოგია შემოგთავაზეთ, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ამ მიმართულებით კიდევ რამდენიმე პაკეტი შემედგინა. ვფიქრობ, ზუსტად დროული იქნება, რომაულ მითებს მოვუსინჯოთ კბილი. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ დღევანდელი კითხვები ჩვეულებრივზე უფრო რთულია და ამას ერთი კონკრეტული მიზეზი აქვს – მოლი ბლუმი google-ს ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება :)

 Good luck!

(more…)

Read Full Post »

თქვენი არ ვიცი და ოთხშაბათის დადგომა მე ძალიან მიხარია ხოლმე. რატომ, ახლავე მოგახსენებთ – კვირის ამ დღეს მოლი ბლუმის ბლოგზე ყველაზე ერთგული და აზარტული მკითხველები იკრიბებიან. მათი პაექრობისთვის თვალის დევნება კი, დამეთანხმებით, მეტად სასიამოვნოა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადავწყვიტე, დღევანდელი Jeopardy!-ის თემად ბერძნული მითოლოგია შემოგთავაზოთ. ეჭვი არ მეპარება, ჩემი მკითხველები ამ ლაბირინთშიც უშიშრად შემომყვებიან, მითუმეტეს, რომ მინოტავრი იქ ნამდვილად არ გველოდება :) მაშ, ასე

Good luck!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: