Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბაჭო-პრანჭო’

tales of beedle the bard cover

კაცმა რომ თქვას, ზღაპრების ასაკიდან, კარგა ხანია, გამოვედი, მაგრამ მათი სიყვარული ისევ მომყვება და არა მგონია, ოდესმე გამინელდეს.

სახლში ისეთი ბიბლიოთეკა მქონდა, ბარე ორი ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ მაინც ყველამ იცოდა, რომ ყველაზე სასურველი საჩუქარი ჩემთვის ახალი, ნახატებიანი წიგნი იყო – მომიტანდნენ თუ არა, ჩემი ოთახისკენ გავრბოდი, საწოლზე მოვკალათდებოდი და სანამ ბოლო გვერდს არ გადავფურცლავდი, არც ჭამა მახსოვდა, არც ძილი. მე თქვენ გეტყვით, ვინმეს შევაწუხდებდი, წამიკითხეთ–მეთქი – ასოების ცნობა რომ ვისწავლე, ერთ თავმოყვარე წიგნზე ბევრად დიდი ზომისა არ ვიყავი.

ისიც უნდა დავამატო, რომ ზოგიერთი ნორჩი ბლოგერივით უგზო-უკვლოდ განათლებული სკოლამდელ ასაკში ნამდვილად არ გახლდით, ამიტომ ლიტერატურასაც შესაბამისს ვეცნობოდი. ვიზრდებოდი წიქარას, ნაცარქექიას, ალიონუშკა-ივანუშკას, ფიფქიას, უკვდავი კოშჩეის, კაის და გერდას, მძინარე მზეთუნახავის, კონკიას გარემოცვაში და თავს ბედნიერად ვგრძნობდი, თუ რომელიმე ახლობელთან ან მაღაზიაში იქამდე უცნობ ზღაპარს წავაწყდებოდი.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: