თუ ჩემსავით ძალიან გიყვართ ვილა “ყიყლიყოს” ბინადარი ჭორფლიანი და გრძელწინდიანი გოგონა, თუ დღესაც გახსოვთ მასთან პირველი შეხვედრით გამოწვეული გულისფანცქალი, თუ ჯერ იმდენად არ გაზრდილხართ, რომ წვიმაში ყვავილების მორწყვის შეგრცხვეთ, მაშინ ეს ქვიზი სწორედ თქვენთვისაა.
Posts Tagged ‘ასტრიდ ლინდგრენი’
როგორ გახსოვთ “პეპი გრძელიწინდა”?
Posted in ლინდგრენოლოგია, tagged "ნაკადული", ასტრიდ ლინდგრენი, ასტრიდობა, ლინდგრენოლოგია, პეპი გრძელიწინდა, პეპი მაღალიწინდა on მაისი 20, 2018| 10 Comments »
ახალი ამბები იუნიბაკენიდან
Posted in ლინდგრენოლოგია, tagged Astrid Lindgren, ასტრიდ ლინდგრენი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ილონ ვიკლანდი, ლინდგრენოლოგია, მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა, ნატო კვარაცხელია, Madicken och Junibackens Pims on აპრილი 29, 2018| 2 Comments »
მართალია, ერთხელ უკვე გიამბეთ იმ გოგოზე, იუნიბაკენში რომ ცხოვრობს და თითით საჩვენებელი ახტაჯანა გახლავთ, მაგრამ თუ გეგონათ, რომ მისი ფათერაკები ამით დამთავრდა, ძალიანაც შემცდარხართ. ან რანაირად უნდა დასრულდეს, როცა ათასი საფიქრალი და საზრუნავი აქვს ამ პატარა გოგოს?! გეგმების დაწყობა, იცოცხლე, ეხერხება, მაგრამ უცბად ისე აირ-დაირევა ხოლმე ყველაფერი, სულ თავდაყირა დადგება და აღარ იცის მადიკენმა, რა ქნას.
აბა, კოცონზე რომ მიდიოდა, არ უნდა ჩაეცვა ახალი სანდლები? მართალია, დედამ უთხრა, არაო, მაგრამ იქ ხომ აბე ნილსონიც აპირებდა მისვლას? ჰოდა, რა სანახავი იქნებოდა მადიკენი წითელი მომსასხამით, მწვანე აბრეშუმის ქუდითა და ძველი ფეხსაცმელებით?! საიდან უნდა სცოდნოდა მადიკენს, რომ ის აუტანელი ტილიანი მია ცალი სანდლის ამარას დატოვებდა? უფროსები ხომ ვერასოდეს მიხვდებიან, რა თავზარი დაეცა პატარა გოგოს იმ საღამოს.
“დაწყებული მაქვს და ვერ მივატოვებ”
Posted in კლიché, tagged ასტრიდ ლინდგრენი, ბორის აკუნინი, გადადებული წიგნები, კლიché, კოლექტიური გემოვნება, ლიტერატურული გემოვნება, უგემოვნობა, შაბლონი, Must Read on აპრილი 22, 2018| 24 Comments »
მეგობარს ველაპარაკებოდი ამას წინათ, რაღაცებს ვარჩევდით და სიტყვას მოაყოლა, ხომ ყოფილა ასე, წიგნს რომ კითხულობ წვალებით და უწადინოდ, მაგრამ თავს ძალას ატან და არ ეშვებიო.
როგორ არ ყოფილა, ძალიან ნაცნობი ამბავია-მეთქი.
სავალდებულო საკითხავს არ ვგულისხმობ. სავალდებულო საკითხავზე ბევრი გვილაპარაკია და, როგორც ვატყობ, კიდევ ბევრს ვილაპარაკებთ. კი არ მეზარება, ერთხელაც გავიმეორებ – ჩემო კარგებო და ძვირფასებო, must read წიგნები არ არსებობს. მარტო ის, რომ ავტორი რომელიმე პანთეონში განისვენებს, სახელმძღვანელოებში და ქრესტომათიებში მოიხსენიება, სამეგობროს მოსწონს და ნეტში ფართოდ გავრცელებული “ყველასათვის საყვარელი წიგნების” ათეულების, ოცეულების და ასეულების სათავეშია, არც არაფერს არ ნიშნავს. კოლექტიური გემოვნება არ არსებობს. კოლექტიური გემოვნება უგემოვნობის მეორე, შელამაზებული სახელია, ფეხის ხმას აყოლაა და მეტი არაფერი.
ნილსი, კალე, პეპი, რასმუსი და ინდიელები
Posted in "ნაკადული", tagged "ნაკადული", ასტრიდ ლინდგრენი, დეა ჯაბუა, ეთერ კუბლაშვილი, ერნესტ სეტონ-ტომპსონი, კარლო კობერიძე, ლევან ბოლქვაძე, მედეა მთვრალაშვილი, მცირე სათავგადასავალო ბიბლიოთეკა, სელმა ლაგერლოფი, ჯენეტ ბაჯელიძე on აპრილი 18, 2018| 4 Comments »
ამ ორიოდე კვირის წინ mollybloomsday.com-ზე ახალი თემა წამოვიწყეთ. დროდადრო, თვეში ერთხელ ან ორჯერ, ჩვენი ბავშვობის გამომცემლობის, ფერად-ფერადი “ნაკადულის” ძალიან საინტერესო და ჩამთრევ ისტორიას გავიხსენებთ-მეთქი, დაგპირდით.
პირველ ბლოგზე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, ერთი, მშვენივრად დაწყებული და ვერდასრულებული ბიბლიოსერიის ამბავი მომეყოლა.
ძველი, კლასიკური “სათავგადავლო ბიბლიოთეკა” ცხადია, გეცოდინებათ. “სამი მუშკეტერი”, “საიდუმლო კუნძული”, “უთავო მხედარი”, ‘უჩინარი კაცი”, “უკანასკნელი მოჰიკანი”, ლემი, აზიმოვი, სტრუგაცკები, ბუთქუნა ტომები, გადასარევი საკითხავი (განსაკუთრებით მოზარდებისთვის), ერთი ეს იყო, რუსული ანალოგის ქართული ვერსია გახლდათ და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რუსულ ბიბლიოგრაფიას მისდევდა ბეჯითად.
მოკლედ, 1958 წელს “საბლიტგამის” მიერ “გულივერის მოგზაურობით” წამოწყებული “სათავგადასავლო ბიბლიოთეკა” “ნაკადულმა” დაასრულა. დაასრულა და 1985 წლის ერთ მშვენიერ დღეს, რედაქციაში გადაწყვიტეს, პატარა მკითხველს თავგადასავლების გარეშე ვეღარ დავტოვებთო. ოღონდ რამე ახალი და ორიგინალური ვცადოთ, არავის და არაფრის კლონს რომ არ ემსგავსება, ისეთიო.
თქმა და ქმნა ერთი იყო. ასე გაჩნდა “მცირე სათავგადასავლო ბიბლიოთეკა”.
როგორ გახსოვთ “კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი”?
Posted in ლინდგრენოლოგია, tagged "ნაკადული", ასტრიდ ლინდგრენი, ასტრიდობა, კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი, ლინდგრენოლოგია on აპრილი 15, 2018| 6 Comments »
დღეს მოლის ბლოგზე კიდევ ერთი ასტრიდობაა – ამჯერად თქვენთან ერთად იმ პერსონაჟის გახსენებას ვაპირებ, რომელმაც ჩემში დეტექტივების სიყვარული გააღვივა. მოდით, ვნახოთ, ვის უფრო კარგად ახსოვს სახელგანთქმული მაძებარი კალე ბლუმკვისტი, მისი ერთგული მეგობრები და მათ თავს დატრიალებული ფათერაკები. დამერწმუნეთ, თუ მივიწყებული დეტალების მოსაძებნად წიგნის ხელახლა გადაფურცვლა დაგჭირდებათ, გულში ათას მადლობას შემომითვლით.
ვინ თარგმნა პეპი?
Posted in ლინდგრენოლოგია, tagged "ნაკადული", ასტრიდ ლინდგრენი, ბაკურ სულაკაური, ეთერ კუბლაშვილი, ლინდგრენოგრაფია, ლინდგრენოლოგია, მედეა მთვრალაშვილი, ქართული თარგმანი, ჯენეტ ბაჯელიძე on აპრილი 4, 2018| 8 Comments »
მეგობრები ვქაქანებდით ამას წინათ წიგნებსა და მთარგმნელებზე, რაღაცებს ვიხსენებდით, ძველებს, ახლებს, ჩვენი ბავშვობის საკითხავს და სიტყვას მოაყოლეს, ჯენეტ ბაჯელიძეს ძეგლი მარტო იმისთვის ეკუთვნის, კარლსონი და პეპი რომ თარგმნაო.
ჯენეტ ბაჯელიძეს ძეგლი კი არა, ამქვეყნად ყველა ჯილდო და სიკეთე ეკუთვნის, მაგრამ პეპი ნამდვილად არ უთარგმნია-მეთქი.
უნდობლად შემომხედეს – როგორ არა, ის წიგნი ხომ იცი, კარლსონი და პეპი ერთად, მისიაო.
კარლსონი – კი ბატონო, პეპი – არა და მეტსაც გეტყვით, ლინდგრენი ქართულად პირველად სხვამ თარგმნა-მეთქი. არ დამიჯერეს. არც ბლოგერის რეპუტაციამ გაჭრა, არც – ბიბლიოფილისამ.
ჩემი ნაფერებ-ნალოლიავები ბიბლიოთეკა და ყველაზე საყვარელი თარო იქ, ცხადია, ვერ მექნებოდა. ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში ჩავძვერი, პეპის მთარგმნელიც ვაჩვენე, სხვა რაღაცებიც. ვაჰ, არ ვიცოდითო – მოკაკვეს თითი.
ახალი ამბები, ახალი წიგნები
Posted in მოლის ბიბლიოთეკა, tagged ასტრიდ ლინდგრენი, ბოლოკა და ყვანჩალა, ბოცო და გვანცა, გია ლაფაური, გიორგი ბარბაქაძე, დიანა ანფიმიადი, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები on მარტი 28, 2018| Leave a Comment »
უკვე მერამდენედ მითხრეს (ხუმრობით, ისე მაგათ დაუმშვენდათ ცხვირი) – გადაყევი ამ ძველ წიგნებს, ახლები აღარ გადარდებსო.
ღმერთი, ხატი, რჯული, მსგავსი არაფერი მიფიქრია. ჩემი ბავშვობის (და კიდევ უფრო ძველი) წიგნების დევნა, პოვნა და თქვენთვის გაზიარება, ვაღიარებ, უზომოდ სასიამოვნო და აზარტული ყოფილა, მაგრამ ასეც არ წავმხდარვარ, სიახლეებს თვალს არ ვადევნებდე.
მოკლედ რომ მოვჭრა, ჩემთან ერთი მეორეს ხელს ნამდვილად არ უშლის. “ნაკადულისა” და “საბჭოთა აჭარის” რარიტეტების პარალელურად, არც ცინცხალი გამოცემები მრჩება განზე, კარგებიც, ძალიან კარგებიც და ისეთებიც, წინასწარ რომ იცი, ავტორის ფეისბუქის მეგობრების გარდა, არავინ წაიკითხავს. მეგობრების მოტივაცია გასაგებია, ავტორის – მით უმეტეს, მე გამომცემლობების ღრმად გემოვნებიანი მთავარი რედაქტორების გამკვირვებია, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, რა ჩემი გასარჩევია, საკუთარი საქმე იმათ უკეთ იციან. ისღა დამრჩენია, ხანდახან ხელები გავშალო და მხრები ავიჩეჩო.
პეპი თუ პიპი? პუჰი თუ ფუუჰი?
Posted in ძველი თარო, tagged "ნაკადული", ალან ალექსანდრ მილნი, ასტრიდ ლინდგრენი, ეთერ კუბლაშვილი, ვინი პუჰი, ლილიანა ლუნგინა, მოლის ბიბლიოთეკა, პეპი გრძელიწინდა, ქართული თარგმანი, Pippi Långstrump, Winnie-the-Pooh on მარტი 18, 2018| 6 Comments »
დღეს ინტერაქტიული ბლოგი გვაქვს. მე ჩემსას მოგახსენებთ და თქვენ – თქვენი მითხარით. გასაზიარებელ აზრებს რა გამოლევს, მაგრამ დღეს, სათაურიდანაც მიხვდებოდით და სურათითაც, საბავშვო (და არა მხოლოდ საბავშვო) ლიტერატურის ორ შედევრზე ვილაპარაკებთ. უფრო სწორად, მთავარი გმირების სახელების ქართულ ვარიანტებზე.
ჯერ ისტორიას გადახედეთ, მერე ისიც გამიმხილეთ, თქვენ რას ფიქრობთ. აქ მკითხველები იკრიბებიან, თანაც სულ ნარჩევ-ნარჩევი და მკითხველზე უკეთესს ვის უნდა ვკითხოთ :)
ასტრიდ ლინდგრენის უკვდავი “Pippi Långstrump” 1965 წელს რუსულად ითარგმნა, 1973 წელს – უკვე ქართულად. მთავარ გმირს, წესით და კანონით, ორიგინალის შესაბამისად, პიპი უნდა რქმეოდა, მაგრამ რუსებმა (შემდგომ კი ჩვენც) სახელი ოდნავ შეასწორეს – არაკეთილხმოვანების გამო.