თუ ჩემსავით ძალიან გიყვართ ვილა “ყიყლიყოს” ბინადარი ჭორფლიანი და გრძელწინდიანი გოგონა, თუ დღესაც გახსოვთ მასთან პირველი შეხვედრით გამოწვეული გულისფანცქალი, თუ ჯერ იმდენად არ გაზრდილხართ, რომ წვიმაში ყვავილების მორწყვის შეგრცხვეთ, მაშინ ეს ქვიზი სწორედ თქვენთვისაა.
Posts Tagged ‘ასტრიდობა’
როგორ გახსოვთ “პეპი გრძელიწინდა”?
Posted in ლინდგრენოლოგია, tagged "ნაკადული", ასტრიდ ლინდგრენი, ასტრიდობა, ლინდგრენოლოგია, პეპი გრძელიწინდა, პეპი მაღალიწინდა on მაისი 20, 2018| 10 Comments »
როგორ გახსოვთ “კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი”?
Posted in ლინდგრენოლოგია, tagged "ნაკადული", ასტრიდ ლინდგრენი, ასტრიდობა, კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი, ლინდგრენოლოგია on აპრილი 15, 2018| 6 Comments »
დღეს მოლის ბლოგზე კიდევ ერთი ასტრიდობაა – ამჯერად თქვენთან ერთად იმ პერსონაჟის გახსენებას ვაპირებ, რომელმაც ჩემში დეტექტივების სიყვარული გააღვივა. მოდით, ვნახოთ, ვის უფრო კარგად ახსოვს სახელგანთქმული მაძებარი კალე ბლუმკვისტი, მისი ერთგული მეგობრები და მათ თავს დატრიალებული ფათერაკები. დამერწმუნეთ, თუ მივიწყებული დეტალების მოსაძებნად წიგნის ხელახლა გადაფურცვლა დაგჭირდებათ, გულში ათას მადლობას შემომითვლით.
ასტრიდობა სტოკჰოლმში
Posted in ლინდგრენოლოგია, tagged 14 ნოემბერი, ასტრიდ ანა ემილია ერიკსონი, ასტრიდ ლინდგრენი, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე, ასტრიდობა, დაბადების დღე, დალაგატანის 46, ვასასტანი, კალე ბლუმკვისტი, კარლსონი, ლინდგრენოლოგია, ლიონებერგელი ემილი, პეპი, რონია, სალტკროკა, სტოკჰოლმი, ტორტი, შვედეთი, ჩორვენი, ცეროდენა ნილს კარლსონი on ნოემბერი 15, 2017| 5 Comments »
დაბადების დღეები, ზოგადად, ძალიან მიყვარს. ჩემიც, სხვისიც. რა სჯობს ათასნაირი სასუსნავით დახუნძლულ სუფრას, ფერად–ფერად ქაღალდებში შეფუთულ საჩუქრებს, ტორტზე ანთებულ სანთლებსა და საზეიმო აურზაურს?! არც არაფერი.
საკმაოდ კარგად აღზრდილი ადამიანი გახლავართ და დაუპატიჟებლად ვინმეს დღესასწაულზე კი არა, ჭიქა ყავაზე არ ვესტუმრები. თუმცა, აქედან ძალიან შორს, ჩრდილოეთში, 110 წლის წინ ისეთი ქალი დაიბადა, რომ შემძლებოდა, მოსაწვევს ნამდვილად არ დაველოდებოდი, დავადებდი თავს და რომელიმე 14 ნოემბერს გაუფრთხილებლად მივადგებოდი კარზე. არ გეგონოთ, ხელცარიელი ვაპირებდე მისვლას – უზარმაზარ ტორტს შევუკვეთდი და ზედ აუცილებლად წამოვასკუპებდი იმ პერსონაჟებს, მარტო ბავშვობა კი არა, მთელი ცხოვრება რომ გამითბეს და გამიხალისეს.