Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ანიტა რაჭველიშვილი’

ჟურნალები როგორ მიყვარს, ხომ იცით. ახალ ჟურნალს, “ჰიდრომელიორატორის მაცნეც” რომ იყოს, აუცილებლად ჩავხედავ. მერე რა, რომ ჰიდრომელიორაციისა არაფერი გამეგება – ან კროსვორდი იქნება ბოლო გვერდზე, ან იუმორის კუთხე, ან კარგად გადაღებული სურათი, ან “ჰიდრომელიორაცია დამწყებთათვის”… მოკლედ, საინტერესოს მაინც ვიპოვი.

ახლა წარმოიდგინეთ ჩემი ინტერესი, როცა საქმე კულინარიულ გამოცემას ეხება )

რამდენი ხანია, საჩემო კულინარიულ ჟურნალს ვეძებ. აი, ისეთს, ერთხელ რომ აედევნები და ახალი ნომრის ჩასუსვნას სასიამოვნო და ურღვევ ტრადიციად აქცევ. თემაა ისეთი, აქტუალური და საყოველთაო, გამოცემების სიმცირეს არ ვუჩივით, მაგრამ ზოგისა შინაარსი არ მომეწონა, ზოგისა – ხარისხი, ზოგი ყველაფრით კარგი იყო, მაგრამ პირველი ნომრების მერე ისე უკვალოდ გაქრა, მე კი არა, იქაურმა ჟურნალისტებმაც ვერაფერი გაუგეს.

ჰოდა, ათიოდე დღის წინ ფეისბუქზე ერთ მშვენიერ გვერდს გადავაწყდი. მშვენიერ გვერდს და მშვენიერ ჟურნალს. დავათვალიერე, რაც ჰქონდათ გამოფენილი და მეორე დღეს ჩემს ჯიხურს მივადექი – გეთაყვა, ეს წითელყდიანი “კულინART”-ი მომეცით-მეთქი.

ჩავაგდე ჩანთაში (მე შენ გეტყვი, არ ჩამეტეოდა – ერთი ციცქნაა), წავიკითხე და ძველ ნომრებს დავუწყე ძებნა – ნაკლული არქივი არ მიყვარს. ან რა საყვარელია, თაროზე რაღაცები რომ გაკლია.

მოკლედ, “კულინარტი“.

(more…)

Read Full Post »

Carmen. Poster by Rafal Olbinski. New York City Opera

“მეძავი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, ვიდრე უარყოფილი საყვარლის ხანჯალი სიცოცხლეს მოუსწრაფებდეს”  – აღშფოთებას ვერ მალავდნენ და “გულთბილ” ეპითეტებს არ იშურებდნენ ფრანგული გაზეთები. 1875 წლის 3 მარტს, პარიზის “ოპერა-კომიკის” სცენაზე გამართულმა პრემიერამ სრული ფიასკო განიცადა.

რას წარმოიდგენდა მრავალი ოპერისა და ოპერეტის, სიმფონიისა და ორატორიის ავტორი, უკვე სახელმოხვეჭილი ჟორჟ ბიზე, რომ მისი Magnum Opus – პროსპერ მერიმეს ნოველას მოტივებზე შექმნილი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია სამშობლოში აღიარებას კიდევ დიდხანს ვერ ეღირსებოდა, “კარმენს” საფრანგეთზე ადრე  შორეულ ამერიკასა და რუსეთში დააფასებდნენ, თავად კი ტრიუმფს ვერ მოესწრებოდა…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: