Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ალუზია’

აკა მორჩილაძე. "შენი თავგადასავალი". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2003

თქვა ამ კაცმა, მწერლობას არ ვაპირებ, წერაში მიშლის ხელსო, მაგრამ რად გინდა – მაინც არ ვეშვებით, თანამედროვეობის ერთერთ ყველაზე პოპულარულ ავტორად მოვიხსენიებთ, ხან დაფნის გვირგვინებს და პალმის რტოებს ვაჩეჩებთ, ხან ქვებსაც ვესვრით (დათა თუთაშხიასი არ იყოს, არ შეგვიძლია უმაგამბავოდ და რა ვქნათ); ერთი ეგ არის, სერიოზული ეჭვი მაქვს, თავად აკა მორჩილაძეს არც პირველი ენაღვლება და არც – მეორე. მოკალათებულა თავისთვის, მყუდროდ და აწკაპუნებს კლავიატურას. ისე, სულ მგონია, რომ სადღაც, ძველთაძველ, ბუხრიან-ხალიჩებიან სახლში წერს, სადაც კედლებზე თოფ-იარაღი და წინაპრების ფოტოები ჰკიდია.

ოღონდ, გაბრაზებული წერს ნამდვილად. იმიტომ, რომ “შენი თავგადასავალი“ ძალიან გულმოსული წიგნია, პირთამდეა გაძეძგილი ოთხმოცდაათიანების აგრესიით, ტკივილით, შიშითა და ბოღმით; ნარკოტიკით გაბრუებული გონების წარმოსახვა ისეთ ასოციაციურ და ლიტერატურულ კოქტეილს ქმნის, ცალი თვალით გეტირება, ცალით – გეცინება…

(more…)

Advertisements

Read Full Post »

The Jade Rosary

მისი სახელი იაპონურად “ცუდ ადამიანს” ნიშნავს….

არადა, ეს კაცი იაპონელებმა ამომავალი მზის ორდენით დააჯილდოვეს…

არავინ იცის, რატომ აირჩია ასეთი ფსევდონიმი მწერალმა, რომლის მთავარი პერსონაჟი ყველაზე წესიერი, პრინციპული და კეთილშობილი მაძებარია მსოფლიოს გამოჩენილ დეტექტივთა გალერეაში…

ფსევდონიმის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს და ყველაზე გავრცელებული ცნობილი ანარქისტის – მიხაილ ბაკუნინის პატივსაცემად სახელის არჩევაა, მაგრამ მთავარი ეს როდია.

ამ წვიმიან კვირა დღეს ბორის აკუნინის კრებული – “ნეფრიტის კრიალოსანი” გამახსენდა, სადაც მწერალმა გადაწყვიტა, დეტექტიური ჟანრის კლასიკოსთა მიმართ პატივისცემა გამოეხატა თავისებური, ორიგინალური მანერით და, ამავე დროს, ერასტ ფანდორინის ციკლში დარჩენილი ქრონოლოგიური ჭუჭრუტანები რამდენიმე მომცრო ზომის ნაწარმოებით შეეევსო.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: