Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘აკრძალული ლიტერატურა’

Waterhouse decameron

საითაც არ უნდა გაიხედო, ყველა იმაზე წუწუნებს, ჩემი შვილი წიგნებს სათოფეზე არ ეკარებაო; დაღუპა ახალგაზრდობა კომპიუტერმა და ინტერნეტმა, არიქა, მოგვეშველეთ, ვინ ხართ ქრისტიანიო…

ჰოდა, ამ სვეგამწარებულ მშობლებს რომ შევჩივლო, ბავშვობაში ჩემი დედ-მამა კითხვას მიკრძალავდა-მეთქი, არ გადასცემენ ანათემას? ახიც იქნება, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ – აბა, სად გაგონილა, ცოდნას მოწყურებულ პირმშოს წიგნი გამოსტაცო ხელიდან? დიდი ამბავი, თუ ყდას “ერთგული და მოღალატე ცოლები“ აწერია, შიგნით რაღაცა ლეღვის ნაყოფზე და ფინიკის ხურმაზეა ლაპარაკი, თავად პირმშო კი სულ რაღაც რვა წლისაა! დაანებე, რა, ბავშვს თავი, იკითხოს – ბევრს მაინც ვერაფერს გაიგებს, მაქსიმუმ, სკოლაში წააცუნცულოს და თავისნაირ ჭკუისკოლოფა მეგობარს შეჰღაღადოს – დამეხმარე, თუ კაცი ხარ, რა ხდება აქ, რა ამბავიაო. სხვათა შორის, არც ის უნდა მოგეჩვენოს ქვეყნის დაქცევად, კლასის დამრიგებელი რომ მოგადგება შინ ნაძიძგილავები წიგნით და თოიძის ცნობილი ნახატივით გამოშვერილი თითით – ბოლოს და ბოლოს, ცნობისმოყვარეობა ჯერ კიდევ აინშტაინს მიაჩნდა ღირებულად და მისაბაძად.

არა, “ათას ერთი ღამე“ რაღა ჩამოსართმევი იყო? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჯინების, იფრითებისა და ყაჩაღების თავგადასავალს ბევრად მეტი ინტერესით ვკითხულობდი, ვიდრე ფეხმსუბუქი ლამაზმანებისა და რაღაცა გაუგებარი ნეტარების ამბებს.

(more…)

Read Full Post »

Tropic of Cancer 1961 Grove Press edition

ამბობენ, ამ კაცს დიალოგები არ უყვარსო.

არ უყვარს რა… არ სჭირდება უბრალოდ. მუდმივად მონოლოგის რეჟიმშია ჩართული და ყველაფერი მშვენივრად გამოსდის. თანამოსაუბრეების გარეშეც ახერხებს, საზოგადოებას სიძულვილი და ფურთხი ხელთათმანივით ესროლოს სახეში.

ან რა დიალოგი უნდა ვესტიბიულში განცდილ ორგაზმს, მკბენარის წყალობით დამეგობრებულ ბორისს და ელზას, რომელიც “ყველას ფეხებზე ჰკიდია, მხოლოდ ხმარობენ”… კლოდს, რომელსაც მეძავისთვის დამღუპველი თვისებები ჰქონია – “გულიც, ნამუსიც და პეწიც”… ახლა ნანანთათი? აი, ის ინდუსი, ცირკ “მედრანოს” ადამიან-გველს რომ ჰგავს. მერე ვან ნორდენი, “ცხოვრებაში მხოლოდ კითხვა, ოცნება და წერაობა” რომ აინტერესებს…

სახეების ამ კალეიდოსკოპს მუდმივი შიმშილი, ხეტიალი, თავშესაფრის განუწყვეტელი ძიება ახლავს თან. ჰო, კიდევ ქალები, უამრავი ერთჯერადი ქალი და ბევრზე ბევრი სექსი. ამ ყველაფერს ავტორი ისე ოსტატურად გვიამბობს, ისეთი ლაღი თხრობის მანერა აქვს, რომ აქა–იქ მიმობნეული ძუნწი დიალოგები სულ არ გვეჩვენება ცოტა.

არავინ თქვას, ჰენრი მილერის “კირჩხიბის ტროპიკი” მომეწონაო, მაინც არ დავუჯერებ. აი, თუ მეტყვის, დავიწყე და ვეღარ მოვწყდიო, ეჭვიც არ შემეპარება და, ჩემი მხრიდან, იმასაც დავამატებ, რომ ეს წიგნი, ერთხელ მაინც, ყველამ უნდა წაიკითხოს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: