Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ავთო ვარაზი’

ავთო ვარაზი. ვიოლინო

ერთი უკბილო ხუმრობის არ იყოს, საწამებელ იარაღთა კოლექციაში, “ესპანურ ჩექმასთან” და “რკინის ქალწულთან” ერთად, დამსახურებული ადგილი, მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც ეკუთვნის. კაცმა რომ თქვას, არც თუ უსაფუძვლოდ – ვინ მოთვლის, რამდენი ნორჩი არსებისთვის გაუმწარებიათ სიცოცხლე.

ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, ორმაგად გამიმართლა. ბავშვობის პირველივე მოგონებებს გამების, სონატების, ეტიუდების აკომპანიმენტი ახლავს თან – მუსიკის პედაგოგი დედა მოსწავლეებს შინაც ამეცადინებდა.

ჰოდა, აბა მე ვინ დამტოვებდა შვიდწლედის გარეშე… მესამეკლასელს მკითხეს, რომელ ინსტრუმენტს აირჩევო და დღემდე აუხსნელი მიზეზების გამო, არც კი დავფიქრებულვარ, ვიოლინოს–მეთქი, ვუპასუხე.

ერთ ციცქნა ბათუმში, იმ დროს, ოთხი მუსიკალური სასწავლებელი იყო გახსნილი. დედა სახლთან ახლოს, პირველ სკოლაში მუშაობდა და, რასაკვირველია, მეც იქ მოვხვდი. საზეიმოდ გამოწყობილს სმენა, ნიკაპი და თითების ბალიშები შემიმოწმეს და აბა, კარგად მოემზადე, გამოცდაზე გელოდებითო, დამაიმედებელი პასუხით გამომისტუმრეს.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: