• მთავარი
  • ნავიგატორი
  • Molly Bloom’s Day წიგნის ფესტივალზე
  • XX საუკუნის ფოტოისტორია
  • ზამთრის ბაღი
  • კლიché
  • ძველი თარო
  • ლინდგრენოლოგია
  • ვერნისაჟი
  • საბავშვო ოთახი
  • პრეპრინტი
  • თავჩაქინდლულები

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

ლინდგრენოლოგია

20170924_212650

როგორ გახსოვთ “პეპი გრძელიწინდა”?

3. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ სპორტის ეს სახეობა პეპიმ გამოიგონა;

4. პეპის, მისივე მტკიცებით, ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად, რევანდის კრემის შემდეგ, ისინი უყვარდა;

5. ამ “მსოფლიოში ხველაზე  ღონიერი ქაცის” დამარცხება პეპის ოდნავადაც არ გასჭირვებია;

6. “ეს ის პიროვნებაა, რომელიც ყველაფერს აწესრიგებს”;

7. ასე ერქვა ორ ყაჩაღს, ვილა “ყიყლიყოს” გაძარცვა რომ გადაწყვიტეს;

8. პეპის თუ დავუჯერებთ, ამას აკეთებენ ბავშვები არგენტინის სკოლებში;

ახალი ამბები იუნიბაკენიდან

მართალია, ერთხელ უკვე გიამბეთ იმ გოგოზე, იუნიბაკენში რომ ცხოვრობს და თითით საჩვენებელი ახტაჯანა გახლავთ, მაგრამ თუ გეგონათ, რომ მისი ფათერაკები ამით დამთავრდა, ძალიანაც შემცდარხართ. ან რანაირად უნდა დასრულდეს, როცა ათასი საფიქრალი და საზრუნავი აქვს ამ პატარა გოგოს?! გეგმების დაწყობა, იცოცხლე, ეხერხება, მაგრამ უცბად ისე აირ-დაირევა ხოლმე ყველაფერი, სულ თავდაყირა დადგება და აღარ იცის მადიკენმა, რა ქნას.

აბა, კოცონზე რომ მიდიოდა, არ უნდა ჩაეცვა ახალი სანდლები? მართალია, დედამ უთხრა, არაო, მაგრამ იქ ხომ აბე ნილსონიც აპირებდა მისვლას? ჰოდა, რა სანახავი იქნებოდა მადიკენი წითელი მომსასხამით, მწვანე აბრეშუმის ქუდითა და ძველი ფეხსაცმელებით?! საიდან უნდა სცოდნოდა მადიკენს, რომ ის აუტანელი ტილიანი მია ცალი სანდლის ამარას დატოვებდა? უფროსები ხომ ვერასოდეს მიხვდებიან, რა თავზარი დაეცა პატარა გოგოს იმ საღამოს.

როგორ გახსოვთ “კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი”?

5. კალეს მშობლიურ ქალაქში მხოლოდ ეს ორი ქუჩა იყო;

6. ასე მოიხსენიებდნენ ქალაქის განაპირას უკაცრიელ ადგილს, სადაც მოკლული მოხუცი გრენი იპოვეს;

7. ამ უბანში ცხოვრობდა ალისფერი ვარდების წევრი – იონტე;

8. ასე ჟღერს თეთრი ვარდების საიდუმლო ენაზე „ტუტუცი“;

9. ამ სამოსით ეძებდნენ მოხუცი გრენის მკვლელს;

10. ეს ყვავილი აწაპნა სიქსტენმა დედას ევა-ლოტასთვის მისართმევად;

ვინ თარგმნა პეპი?

ბიბლიოგრაფიული ცნობარი, ალბათ, არსებობს კიდეც, მაგრამ უცებ რომ დაგჭირდეს, შესაძლოა, ვერც მიაგნო. ნეტში ინფორმაცია ლამის სანთლითაა საძებარი. ვიკიპედიის “ნაკადულის” სტატიაზე წუწუნით, მგონი თავი მოგაბეზრეთ, ლინდგრენზე სტატიაში ქართულ თარგმანებზე, მთარგმნელებზე და ილუსტრატორებზე არაფერი წერია, მთარგმნელების პერსონალურ გვერდებზე ლაპარაკიც და ოცნებაც ზედმეტია…

არადა, ბებია ასტრიდს რევოლუციამდე, ანუ 1968 წლიდან 1994 წლამდე, ოთხი მთარგმნელი ჰყავდა.

ჰოდა, დავწერ აქ, ეგებ ვინმეს გამოადგეს. ძალიან მარტივი სიაა. თვალის ერთი გადავლებით დაიმახსოვრებთ.

კეთილი მეზღაპრისა და სმოლენდელი გოგონას მიმოწერა

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ასტრიდისა და ერთი გოგოს მიმოწერაა ამ წიგნში. გოგო საკუთარ თავს “ფსიქიკურად არც თუ ისე ჯანსაღ სარას“ ეძახის და, მინდა, გითხრათ, არც თუ უსაფუძვლოდ. სარა იუნგკრანცი რთული მოზარდია და ნაბიჯ-ნაბიჯ გადის გარდატეხის ასაკის ყველა ეტაპს, გადის მძიმედ, ფეხის ყოველ გადადგმაზე აწყდება ხან დეპრესიას, ხან არასრულფასოვნების კომპლექსს, სძულს მამა, მასწავლებლები, თანაკლასელები და, საერთოდ, მთელი სამყარო, რომელიც თავადაც არ ჩქარობს მსახიობობაზე მეოცნებე სარას შეყვარებას.

და რას აკეთებს ამ დროს სახელგანთქმული მწერალი, შვედი ჯადოქარი, კარლსონისა და პეპის გენიალური ავტორი, რომელიც ყოველდღე ათასობით წერილს იღებს, საიდანაც ერთი პატარა გოგოს სასოწარკვეთილი ძახილის გაგონება თითქმის შეუძლებელია?!

რას აკეთებს და საოცარი მოთმინებით, სითბოთი და სიყვარულით პასუხობს. მერე რა, თუ მიმოწერა ყოველდღიური არ არის?! რაც მთავარია, მწერალი სარასთვის დროს ნახულობს და ჰორალიკეს კარმიდამოსკენ გამამხნევებელ წერილებს აგზავნის. თანაც, იცით, როგორ? მოახტება ველოსიპედს და ჰერი, ფოსტისაკენ.

ქართული ლინდგრენოგრაფია, 1968-1994

ახლა ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ სამამულო ლინდგრენოგრაფია ფრუ ასტრიდის სავიზიტო ბარათით – პეპით ან კარლსონით არ დაწყებულა. პირველად, 1968 წელს, ქართულად “კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი” თარგმნეს.

რედაქციის ლოგიკის გამოცნობა გამიჭირდება, მაგრამ, ჩანაფიქრმა, ფაქტია, გაამართლა. კალე, თუ დააკვირდებით, ყველა მოზარდის ახდენილი ოცნებაა. ზაფხული, არდადეგები, ერთგული მეგობრები, ორი ბანაკი, ომი, შტაბები, საიდუმლო ენა, მუმრიკი, დეტექტივობანა და ნამდვილი დამნაშავეების გამოჭერა… რა გასაკვირია, რომ პატარა (და არა მხოლოდ პატარა) მკითხველს ძალიან მოეწონა.

სამი წლის შემდეგ კარლსონის ჯერიც დადგა. მართალია, თავიდან მხოლოდ საწყისი ორი ნაწილი გადმოაქართულეს (მესამეს კიდევ შვიდი წელი დასჭირდა), სათაურიც ჩვენთვის უჩვეულო ერქვა – “ბიჭი და სახურავის ბინადარი კარლსონი“, მაგრამ სათაურს ვინ ჩივის, ლამაზი, ჭკვიანი, ზომიერად ფერხორციანი და მოწიფული მამაკაცის ამბავი ქართულადაც წავიკითხეთ.

ასტრიდ ლინდგრენის წელიწადი

წელს ბებია ასტრიდი 111 წლის ხდება.

შარშანდელი სურვილები, ცხადია, ისევ ძალაშია. “მადიკენის’ მეორე ნაწილს ველოდებით (რუსებს, მაგალითად, სრულად აქვთ. ქართულად, ჯერჯერობით, მხოლოდ ნახევარია თარგმნილი), საკოლექციო, შეზღუდული ტირაჟით გამოცემული, საუკეთესო ილუსტრატორების მოხატული კარლსონი, პეპი, ემილი და რასმუსიც გაგვიხარდება და გადმოქართულებული ბიოგრაფიაც. რუსულად კი მიდევს ქინდლში, მაგრამ, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, ქართული რომ მირჩევნია.

2018 წელი სამამულო ლინდგრენოგრაფიისთვის კიდევ ერთი მიზეზითაა მნიშვნელოვანი. შესაძლოა, ყველას არც ახსოვდეს – ლინდგრენი პირველად ზუსტად ორმოცდაათი წლის წინ, 1968 წელს ვთარგმნეთ.

ასტრიდობა სტოკჰოლმში

საკმაოდ კარგად აღზრდილი ადამიანი გახლავართ და დაუპატიჟებლად ვინმეს დღესასწაულზე კი არა, ჭიქა ყავაზე არ ვესტუმრები. თუმცა, აქედან ძალიან შორს, ჩრდილოეთში, 110 წლის წინ ისეთი ქალი დაიბადა, რომ შემძლებოდა, მოსაწვევს ნამდვილად არ დაველოდებოდი, დავადებდი თავს და რომელიმე 14 ნოემბერს გაუფრთხილებლად მივადგებოდი კარზე. არ გეგონოთ, ხელცარიელი ვაპირებდე მისვლას – უზარმაზარ ტორტს შევუკვეთდი და ზედ აუცილებლად წამოვასკუპებდი იმ პერსონაჟებს, მარტო ბავშვობა კი არა, მთელი ცხოვრება რომ გამითბეს და გამიხალისეს.

ერთ კუთხეში აუცილებლად პეპი იქნებოდა ჩამომჯდარი, გაფშეკილი წითური კიკინებითა და მხარზე შესკუპებული ბატონი ნილსენით, მეორეში – მარჯვე მაძებარიკალე ბლუმკვისტი, იქვე ყაჩაღის ასული რონია მავნე ტრაკუნების თანხლებით, ონავარი ემილისთვისაც მოიძებნებოდა ადგილი, ბიულერბიუელი გოგო–ბიჭებისთვისაც და ძმები ლომგულებისთვისაც. ცეროდენა ნილს კარლსონი ხომ სათქმელიც არ იქნებოდა – მშვენივრად მოთავსდებოდა ტორტის მოსართავ რომელიმე ფოთოლზე ან ყვავილზე. მელკერსონების ოჯახი, ცხადია, მოზრდილ და საპატიო ადგილს დაიკავებდა, ოღონდ იქვე ჩორვენიც არ უნდა დაგვვიწყებოდა ბოცმანთან ერთად – მოგეხსენებათ, რა საშიში გახლავთ გამძვინვარებული ჩორვენი.

თითით საჩვენებელი ახტაჯანა იუნიბაკენიდან

აი, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით – რა მადიკენის ბრალი იყო, დედას აბრეშუმის  ხალათი რომ დასველდა და დაიკო ლისაბეტი წყალში გადავარდა? არავის დაუძალებია, “მოსე ლერწმებში“ ვითამაშოთო, შეეძლო, უარი ეთქვა. და, სხვათა შორის, იმასაც უნდა მიმხვდარიყო, რომ როცა უფროსი და მეზობლის თხუთმეტი (თხუთმეტი!!!) წლის ბიჭს ესაუბრება, უმჯობესია, იქაურობას გაეცალოს. ვერ მიხვდა, თან ისეთი მოუქნელი აღმოჩნდა, რომ ოდნავ ბიძგსაც ვერ გაუძლო, მდინარეში ამოჰყო თავი და მადიკენიც გადაიყოლა. კიდევ კარგი, აბე ნილსონი იქვე იყო, თორემ დარჩებოდნენ მშობლები გოსანისა და სასოს ამარა.

ცეროდენა ნილს კარლსონი

მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ზედგამოჭრილი წიგნია სიცივეში წასაკითხად – ეგრევე გაგათბობს, შეიძლება, ჩაის ჭიქა ზედმეტადაც კი მოგეჩვენოს. ისეთი კარგი ბიჭი ცხოვრობს ამ წიგნში – ბერტილი ჰქვია და თავიდან ცოტა დაგასევდიანებს კიდეც, ძალიან მარტოსული ვინმეა. მშობლები სულ სამსახურში არიან, დაიკო მერტა კი – ზეცაში, ჰოდა, ეს ჩვენი ბერტილი მთელი დღე ფანჯარასთან არის ატუზული დედ-მამის მოლოდინში, მეტი რა დარჩენია. ახლა წარმოიდგინეთ, ამ ყოფაში რომ იქნება ადამიანი, როგორ უნდა გაუხარდეს საკუთარი საწოლის ქვეშ ციცქნა ბიჭის დანახვა, თუნდაც ისეთი პაწაწუნასი, გულისჯიბეში რომ ჩაეტევა.

ასტრიდ ანა ემილია

არა, სამი სახელი რომ ერქვა, მახსოვდა – ასტრიდ ანა ემილია; თქვენ წარმოიდგინეთ, ქალიშვილობის გვარიც ვიცოდი – ერიკსონი; კიდევ – სხვა რამეებიც, მაგრამ საკმარისად

chemi lindgreniმაინც არ მცნობია ქალი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ლამის ოცდაათი წლის წინ შემოაბიჯა წითურ, ჭორფლიან და კიკინებაპრეხილ გოგოსთან ერთად. შემოაბიჯა და წასვლაზე აღარც უფიქრია, პირიქით – შემორეკა და შემორეკა თავისი საოცარი გმირები: ვაზასტანელი მოჩვენება თუ უშიშარი მაძებარი კალე ბლუმკვისტი, ყაჩაღის ასული რონია თუ ძმები ლომგულები, მაწანწალა რასმუსი თუ ჩაკუპატებული ჩორვენი… გამაჩერეთ, თორემ ჩამოთვლას დილამდე ვერ დავასრულებ, არადა, ამ პერსონაჟებს ჩემზე ნაკლებად არც თქვენ იცნობთ და ალბათ იმასაც მიხვდით, ღიმილის ორდენის კავალერზე – ასტრიდ ლინდგრენზე რომ ვლაპარაკობ.

ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იცოდით, ეს ჩვენი ასტრიდი ბავშვობიდანვე მოურჯულებელი მეამბოხე რომ ყოფილა? მე – არა. ის არ იკმარა, თექვსმეტი წლისამ თმა ბიჭი­ვით რომ დაიმოკლა და ისე გამოეცხადა მკაცრ, მორჩილებას მიჩვეულ მამას; მერე ადგილობრივ გაზეთში მოეწყო კორექტორად, ხოლო სულ რამდენიმე თვეში, როცა დარწმუნდა, რომ ორსულად იყო, დაჰკრა ფეხი და ბედის საძიებლად სტოკჰოლმს მიაშურა, თუმცა ჯიბეში გახვრეტილი გროშიც არ ეგდო.

კარლსონი და პეპი გვაერთიანებს

წიგნებს, ცხადია, არ ვითვლი. თუმცა, უახლოეს დღეებში ახალი თაროების შეკვეთა მიწევს და კატალოგის შედგენასაც ვაპირებ. იქნებ მოვასწრო, სანამ აღშფოთებული ჩემიანებიkarlson and Pippi ბიბლიოთეკასთან ერთად გამსვამენ გარეთ.

ოღონდ, გაწკრიალებულ თანამედროვე ტომეულების გვერდით რამდენიმე ძველი გამოცემაც მიდევს და ნუ იფიქრებთ, რომელიმე ახალ წიგნზე ნაკლებად მიყვარს; რას ამბობთ… “ნაკადულის” ლოგოთი დამშვენებული  ჩემი ლინდგრენი, ფერადი კარლსონით და პეპით გარეკანზე, ჯენეტ ბაჯელიძის უგემრიელესი ტექსტით და ილონ ვიკლანდის ილუსტრაციებით, განსაკუთრებულია და ვერაფერი შემიცვლის. ჩემი ნაწილია და იმიტომ. ჩემი სულის ნაწილი.

ობლის კვერი შვედურად

მოკლედ, უიღბლო რომ დაიბადები ადამიანი… კარგი, დედ-მამა არ გყავს, სახლი და კარი შენს სიცოცხლეში არ გქონია და როცა სუნთქვის შეკვრამდე მოგინდება მოფერება,Rasmus pa luffen ფრეკენ ჰეკის გარდა, თავზე ხელის გადამსმელიც კი არავინ გყავს (მე შენ გეტყვი, ისეთი ალერსიანია, დღეს არ გააცდენს), გოგო მაინც ყოფილიყავი, ოქროსკულულებიანი, ცისფერთვალება და მუდამ დაბანილ-გაწკრიალებული! (არა, მაინც როგორ ახერხებენ, რომ ერთი ლაქა არ მოეძებნებათ ტანსაცმელზე?!) აი, მაშინ დიდხანს არ მოგიწევდა ვესტერჰაგაში დარჩენა, აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც გულში ჩაგიკრავდა, შინ წაგიყვანდა და ძილის წინ მარტო ზღაპარს კი არ წაგიკითხავდა, გემრიელადაც ჩაგკოცნიდა.

ეჰ, რას იზამ… როცა ხედავ, რომ ბიჭი ხარ, ცხვირპაჭუა, თმააბურძგნილი და აჩაჩულ-დაჩაჩული, უშვილო ხალხის იმედზე ვერ იქნები – შენ მაინც არ აგირჩევენ; და თუ ყველა ამ უიღბლობას ისიც დაერთო, რომ მრისხან ფრეკენ ჰეკს გაწუწვას უპირებ (ვინ დაგიჯერებს, რომ მსგავსი არაფერი გიდევს გულში – უბრალოდ ლაყბობ და ეგაა), ისღა დაგრჩენია, გუდა-ნაბადი აიკრა, ერთადერთი განძი, პრიალა ნიჟარა, გუნარს დაუტოვო და თავშესაფრიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცე.

აბი “ემილ ლენებერგელი”

როგორ გგონიათ, ლინდგრენის გადაჭარბებული დოზა არსებობს? რა თქმა უნდა, არა. აი, დეფიციტი კი შეიძლება დაგემართოს კაცს, თანაც მწვავე. ჰოდა, ამ დროს ორიოდეjul-e ყლუპი ფრუ ასტრიდი მისწრებაა. როგორც კი შეატყობ, რომ დეპრესიამ და უგუნებობამ შემოგიტია, უნდა მივარდე თაროს, თვალდახუჭულმა მოაფათურო ხელი და, რაც მოგხვდება, სულმოუთქმელად გადაყლაპო. ზუსტად ასე მოვიქეცი ამას წინათ და რამდენიმე აბი “ემილ ლენებერგელი“ სულ შაქარყინულივით ჩავახრამუნე.

ვახრამუნებდი და ვგრძნობდი, როგორ იწევდა ზემოთ ჩამოშვებული ცხვირი, როგორ იხევდა უკან დაღლილობა და გაღიზიანება…

მეც სალტკროკელი ვარ

აი, რომ შემეძლოს, წუთით არ შევყოყმანდებოდი, მოვიკიდებდი ზურგჩანთას და პირდაპირ იმ ნავსადგომისკენ გავქანდებოდი, პატარა თეთრი თბომავალი “სალტკროკაIlon Wikland. Seacrow island I” რომ დგას. საყვირს დავაგუგუნებდით, აფრებს ავუშვებდით და სულ მალე მივადგებოდით ნაპირს, სადაც ჩაკუპატებული პატარა ჩორვენი დაგვხვდებოდა ბოცმანთან ერთად.

მერე, სად წახვიდოდიო, მკითხავთ. ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ დურგლისეულ კარმიდამოში ჩემთვისაც მოიძებნებოდა ადგილი? შეიძლებოდა, ნიკლასი და იუჰანი არ დამხვედროდნენ შინ და პელეც კალიებსა და პეპლებზე ზრუნვით ყოფილიყო გართული, მაგრამ მელკერი მაინც იქნებოდა სადმე, ახლომახლო, შემოქმედებით წვაში ჩაფლული და უკბილო სტინას სიმღერებით გულშეღონებული. მერე, იმედია, მერტაც გამოჩნდებობოდა ცხელი კატლეტებით სავსე ქვაბით… მალინიც არ იქნებოდა შორს წასული – რაღა მელკერი დაგიტოვებია მარტო და რაღა ორი წლის ბავშვი…

თეთრი ვარდები ბანდიტების კვალდაკვალ

თუ თეთრი ვარდის უშიშარი, კეთილშობილი რაინდი ხარ და შემთხვევით ნახავ, როგორ იტაცებენ ბანდიტები ცნობილ პროფესორსა და მის პატარა, ცხვირპაჭუაlindgren cover ბიჭუნას, სხვა რაღა დაგრჩენია, გარდა იმისა, რომ დამნაშავეებს კვალში ჩაუდგე?! მით უმეტეს, როცა გვერდს ასეთივე ერთგული და გაბედული მეგობრები გიმშვენებენ. ამ დროს ისეთი მნიშვნელოვანი საქმეც კი უნდა გადადო, დიდებული მუმრიკის ხელში ჩაგდება რომ ჰქვია – ბოლოს და ბოლოს, არამზადა ალისფერი ვარდები არსად გაგექცევიან, სასაცილო, ჭორფლიანი რასმუსი კი საფრთხეშია.

გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი დრო თუ არ გაქვს, მაინცდამაინც ჭკვიანურს ვერაფერს მოიფიქრებ… ამიტომ თავზეხელაღებული ევა-ლოტა გამტაცებლების მანქანაში უნდა შეძვრეს და კვალში მაძებრებივით ჩამდგარ კალესა და ანდერსს აქა-იქ ასფურცელასავით მინიშნებები დაუტოვოს.

მე თქვენ მიყვარხართ, ფრუ ასტრიდ!

რამდენიც არ უნდა დავწერო ამ ავტორზე, როგორც არ უნდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება, მაინც ყოველთვის ვალში ვიქნები მის წინაშე.Pippi Langstrumpf

ვალში ვიქნები იმის გამო, რომ ოცნება, სიკეთე, სიყვარული და მეგობრობა ვისწავლე…

“ლამაზი, ჭკვიანი, ზომიერად ფერხორციანი, მოწიფული მამაკაცის“ გამო…

ჭორფლიანი, კიკინებაპრეხილი, უზომოდ მარტოსული და სიკეთით სავსე უშიშარი გოგოს გამო…

ბიულერბიუელი ბავშვების წყალობით ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი სინათლის და ჰარმონიის გამო…

ძმები ლომგულების სიბრალულით დაღვრილი ცრემლის გამო…

ლიონებერგელი ემილის ოინებით მოგვრილი ხალისის და მხიარულების გამო…

იმ ბედნიერი წუთების გამო, მისი ახალი წიგნის ხელში ჩაგდებით რომ განვიცდიდი.

კარლსონი – სახურავის სევდიანი ბინადარი

მეც და, დარწმუნებული ვარ, ჩემი მკითხველების უმრავლესობაც, სახურავის ბინადარ კარლსონს ღრმა ბავშვობიდან ვიცნობთ. ისიც ვიცი, რომ ვასასტანელი ბიჭუნას© Ilon wikland. Karlson on the roof ღორმუცელა მეგობრის ხსენებაც კი მხიარულ ღიმილს იწვევს და ოინბაზობის გუნებაზე გვაყენებს. თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ – მსოფლიოში საუკეთესო გადია, მეხანძრე, მშენებელი და შინამტანჯველების მომთვინიერებელი გულის სიღრმეში საოცრად ეული და მარტოსული არსებაა.

აბა, დაფიქრდით, როგორია, როცა არც დედა გყავს, არც მამა, არც და-ძმა… არც ტორტს ელოდები დაბადების დღეზე და არც ლამაზად შეფუთულ საჩუქარს საშობაო ნაძვის ხის ქვეშ… ბუზღუნა და ბრაზიანი ბებიაც კი სანატრელი გაგხდომია, გუბეებში ფეხების ტყაპუნს რომ აგიკრძალავს, ლასე იანსონთან ჩხუბის გამო დაგტუქსავს და დღეში ხუთჯერ დაგიტატანებს: “წინდები გამოიცვალე, კარლსონიკო, წინდებიო!”

ჰარი, ჩემო ჰარი

კითხვა რომ დავასრულე, სამზარეულოში სურნელოვანი ყავის ფინჯანს მივუჯექი (ეს ჭიქა მეგობარმა მაჩუქა, თანაც ერთად შევარჩიეთ და განსაკუთრებით მიყვარს – ყავასmio cover აგემრიელებს და გონებას ხსნის)  ნება-ნება ვსვამდი, პანატერიის თბილ-თბილ ბლითებს ვაყოლებდი, ფანჯრის მიღმა თოვლიან პეიზაჟს გავცქეროდი და ვფიქრობდი – მიოს კითხვისას რაღაც ბუნდოვანი აზრი გამიჩნდა და მის მოხელთებას ვცდილობდი. ცოტა ხანს ვიწვალე და ფიქრმა გარკვეული კონტურები შეიძინა – მიოს თავგადასავალში, რომელიც ლინდგრენის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოპულარული ზღაპარია, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სათვალიანი ბიჭის აჩრდილი აღმოვაჩინე.

დაინტერესებული მკითხველის გასაგონად ვიტყვი – არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ ჯოან როულინგმა იდეა ლინდგრენისგან ისესხა. უბრალოდ, რამდენიმე ისეთ დეტალს მივაქციე ყურადღება, ადრე რომ არ შემინიშნავს  და ახლა მინდა, ეს დეტალები ჩემს მკითხველებთან ერთად განვიხილო.

ასტრიდი – ღიმილის ორდენის კავალერი

ჩემთვის ძალიან რთული ამოცანაა, ლინდგრენის სამყაროზე დავწერო და უკმარისობის გრძნობა არ დამრჩეს… იმიტომ, რომ ერთ პოსტში არანაირად არ ჩაეტევიან ისინი, ვინცIlon Wikland. Pippi Longstocking მე ბავშვობას (და არა მარტო ბავშვობას) მილამაზებდა, ისინი, ვინც ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს, იმიტომ, რომ თითოეული მათგანი ჩემი სულის ნაწილია – უკბილო და ჩლიფინა სტინა, ჯირკუტანა ჩორვენი და ბოცმანი, ძმები ლომგულები, რასმუსი და ოსკარი, რონია და ბირკი, ტედი და ფრედი, პეტერი და მალინი…

რამდენიმე დღის წინ “სახურავის ბინადარი კარლსონის” ახალთახალი, უგემრიელესი გამოცემა მაჩუქეს ვიკლანდის ფანტასტიური შავ-თეთრი
ილუსტრაციებით. მოვდიოდი, მომქონდა გულში ჩახუტებული წიგნი და ვფიქრობდი – რა ბედნიერებაა, რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ პატარა ქალაქ ვიმერბიუში დაიბადა გოგონა, რომელმაც ჩემში ბავშვი გადაარჩინა…

 

გააზიარე

  • Click to share on Twitter (Opens in new window)
  • Click to share on Facebook (Opens in new window)

Like this:

Like იტვირთება. . .

  • კარლსონი ფეისბუქზე

  • Top posts and pages

    მაკნატუნა
    ანა გავალდა. 35 კილო იმედი
    არნოლფინების იდუმალი წყვილი
    მარკ შაგალის სიყვარულის საგალობელი
    ვლადიმერ ვისოცკი - შეწყვეტილი სიმღერა
    მე - პეპი გრძელიწინდა
  • Follow Molly Bloom's Day™ on WordPress.com
  • Follow Us

    • Facebook
  • ბოლო კომენტარები

    tamara კომენტარი Jeopardy! – ჰარი პოტერი და ცეც… ჩანაწერზე
    დიანა კომენტარი მარკ შაგალის სიყვარულის ს… ჩანაწერზე
    სანდრო ვარშანიძე კომენტარი ასტრიდი – ღიმილის ორდენი… ჩანაწერზე
    tamara კომენტარი წიგნების სასაფლაო ჩანაწერზე
    Molly Bloom's Day კომენტარი წიგნების სასაფლაო ჩანაწერზე
    მარი კომენტარი წიგნების სასაფლაო ჩანაწერზე
    ანონიმური კომენტარი ბოცო, გვანცა, ბოლოკა და ყ… ჩანაწერზე
    Molly Bloom's Day კომენტარი ჩემი “მარადისობის კანონი… ჩანაწერზე
    ლალი კომენტარი ჩემი “მარადისობის კანონი… ჩანაწერზე
    Sofiko sordia კომენტარი მულტფილმები, რომლებსაც ვკითხულ… ჩანაწერზე
  • იანვარი 2021
    ო ს ო ხ პ კ კ
     123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
    « ივნ    
  • Tag Cloud

    "ნაკადული" Molly Bloom's Day non fiction ochobooks XX საუკუნის ფოტოისტორია აკა მორჩილაძე არტი ასტრიდ ლინდგრენი ბათუმი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ბიბლიო-სერიები ბიბლუსი ბლოგერი ბლოგი ბლოგინგი ბლოგოსფერო ბორის აკუნინი გამომცემლობა "ინტელექტი" გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" გამომცემლობა არტანუჯი გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები გესტ ჯეოპარდი დეტექტივი დოკუმენტური პროზა ეკა ტაბლიაშვილი ელექტრონული ბიბლიოთეკა ექსპო ჯორჯია ვერანდა ზღაპრები თამაში თანამედროვე ევროპული ლიტერატურა თანამედროვე ქართული ლიტერატურა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი კარლსონი კლიché ლინდგრენოლოგია ლიტერატურული კონკურსი ლოგოს პრესი მალხაზ ფაღავა მოლი ბლუმი მოლის ბიბლიოთეკა მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა მოქალაქე ბლუმი მულტფილმები ნატიფი ხელოვნება ნატო დავითაშვილი ნიკა სამუშია ორჰან ფამუქი პალიტრა L პოეზია პრეპრინტი პროზა ჟანრული პროზა საბავშვო ბიბლიოთეკა საბავშვო ლიტერატურა სამეცნიერო ფანტასტიკა სტივენ კინგი უმბერტო ეკო ფანტასტიკა ფეისბუქი ფენტეზი ქართული თარგმანი ქართული პროზა ქარჩხაძის გამომცემლობა ქინდლი შერლოკ ჰოლმსი შვებულება ძველი თარო წიგნები ბათუმში წიგნი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია წისქვილი ჯეოპარდი ჯოან როულინგი ჰარი პოტერი
  • კატეგორიები

    • "ნაკადული" (3)
    • არტი (62)
    • გაბრაზებული მკითხველი (1)
    • ვერანდა (24)
    • თავჩაქინდლულთა ქრონიკები (10)
    • თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი (37)
    • თეგ-თამაშები (4)
    • კინოდარბაზი (9)
    • კლიché (20)
    • ლინდგრენოლოგია (20)
    • ლიტერატურული კონკურსები (12)
    • მოლი მსოფლიოს გარშემო (5)
    • მოლის ბიბლიოთეკა (237)
    • მონოლოგები (8)
    • მოქალაქე ბლუმი (22)
    • მუსიკალური სალონი (4)
    • ნატიფი ხელოვნება (32)
    • პრეპრინტი (16)
    • პროფესია – რეპორტიორი (2)
    • ფოტოგრაფია (17)
    • ძველი თარო (8)
    • წისქვილი (26)
    • ხელნაკეთობები (1)
    • ჯეოპარდი (87)
    • Me (43)
    • Molly Bloom's Day (30)
    • Molly Bloom's Day-ის სტუმრები (10)
  • არქივი

    • ივნისი 2018 (2)
    • მაისი 2018 (5)
    • აპრილი 2018 (8)
    • მარტი 2018 (7)
    • თებერვალი 2018 (7)
    • იანვარი 2018 (9)
    • დეკემბერი 2017 (7)
    • ნოემბერი 2017 (9)
    • ოქტომბერი 2017 (9)
    • მაისი 2017 (9)
    • აპრილი 2017 (8)
    • მარტი 2017 (9)
    • თებერვალი 2017 (8)
    • იანვარი 2017 (8)
    • დეკემბერი 2016 (7)
    • ნოემბერი 2016 (4)
    • ოქტომბერი 2016 (1)
    • მაისი 2016 (1)
    • იანვარი 2016 (4)
    • დეკემბერი 2015 (9)
    • ნოემბერი 2015 (9)
    • ოქტომბერი 2015 (8)
    • ივლისი 2015 (2)
    • ივნისი 2015 (6)
    • მაისი 2015 (9)
    • აპრილი 2015 (8)
    • მარტი 2015 (9)
    • თებერვალი 2015 (7)
    • იანვარი 2015 (9)
    • დეკემბერი 2014 (8)
    • ნოემბერი 2014 (9)
    • ოქტომბერი 2014 (9)
    • სექტემბერი 2014 (5)
    • ივნისი 2014 (9)
    • მაისი 2014 (8)
    • აპრილი 2014 (9)
    • მარტი 2014 (9)
    • თებერვალი 2014 (8)
    • იანვარი 2014 (8)
    • დეკემბერი 2013 (9)
    • ნოემბერი 2013 (8)
    • ოქტომბერი 2013 (9)
    • სექტემბერი 2013 (8)
    • ივლისი 2013 (14)
    • ივნისი 2013 (12)
    • მაისი 2013 (14)
    • აპრილი 2013 (13)
    • მარტი 2013 (13)
    • თებერვალი 2013 (12)
    • იანვარი 2013 (12)
    • დეკემბერი 2012 (13)
    • ნოემბერი 2012 (13)
    • ოქტომბერი 2012 (13)
    • სექტემბერი 2012 (10)
    • ივლისი 2012 (1)
    • ივნისი 2012 (5)
    • მაისი 2012 (13)
    • აპრილი 2012 (13)
    • მარტი 2012 (13)
    • თებერვალი 2012 (13)
    • იანვარი 2012 (12)
    • დეკემბერი 2011 (13)
    • ნოემბერი 2011 (13)
    • ოქტომბერი 2011 (13)
    • სექტემბერი 2011 (13)
    • აგვისტო 2011 (1)
    • ივლისი 2011 (13)
    • ივნისი 2011 (14)
    • მაისი 2011 (19)
    • აპრილი 2011 (13)
    • მარტი 2011 (13)
    • თებერვალი 2011 (11)
    • იანვარი 2011 (11)
  • MyFreeCopyright.com Registered & Protected
  • Enter your email address to follow this blog and receive notifications of new posts by email.

    Join 912 other followers

  • TOP.GE
  • Google PageRank Checker
  • Blog Stats

    • 1,237,214 hits
  • web metrics

Create a website or blog at WordPress.com

WPThemes.


გაუქმება
Privacy & Cookies: This site uses cookies. By continuing to use this website, you agree to their use.
To find out more, including how to control cookies, see here: Cookie Policy
%d bloggers like this: