აგერ უკვე მეორედ მაქვს პატივი, გიმასპინძლოთ მოლის ბლოგზე და ინტელექტუალურ დუელში გამოგიწვიოთ. წინა გამოცდილებით ვიცი, რომ აქაური მკითხველისთვის აუღებელი კითხვები არ არსებობს, ამიტომაც გადავწყვიტე, ეშმაკობისთვის მიმემართა და დასახმარებლად ჭინკები და ავი სულები მომეხმო. დღევანდელი ჯეოპარდიც სწორედ მათზეა.
Archive for the ‘ჯეოპარდი’ Category
გესტ ჯეოპარდი – როცა ეშმაკს არ სძინავს…
Posted in ჯეოპარდი, tagged გესტ ჯეოპარდი, გოჭი, მარიამ ქავთარაძე, როცა ეშმაკს არ სძინავს..., ყვითელი ბლოგი, ჯეოპარდი, MK's Blog on ივლისი 17, 2013| 32 Comments »
გესტ ჯეოპარდი – ცისფერყანწელები ერთი პოეტია
Posted in ჯეოპარდი, tagged გესტ ჯეოპარდი, პოეზია, ცისფერყანწელები, ჯეოპარდი, Obonatto, Obonatto - ორმოცი კილო მალინა on ივლისი 3, 2013| 14 Comments »
“აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის”, – გამიელვა გონებაში, როცა მოლიმ მეორედ შემომთავაზა ჯეოპარდის მასპინძლობა – ხუმრობა ხომ არ არის, წერდე ბლოგზე, რომელსაც ამდენი ერთგული მკითხველი ჰყავს. პასუხისმგებლობის გრძნობამ გამახსენა, რომ ყველაზე უკეთ იმაზე ვწერ, რაც მიყვარს. ლილე იროელის ამბებზე უკვე იყო პაკეტი, ამიტომ გადავწყვიტე გამეგო, რამდენად კარგად იცნობს მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველი ცისფერყანწელებს.
მაშ ასე, “ვისაც სურს, მან უმღეროს გაზაფხულის ყვავილებს, მთვარეს და საღამოს მყუდროებას, დამშვიდებულსა და ტკბილ სიყვარულს, ტყის იდუმალებასა და ფრინველთა გალობას”, ჩვენ კი გვინდა, რომ “საქართველო გადაიქცეს უსაზღვრო, მეოცნებე ქალაქად, სადაც ცოცხალი ქუჩების ხმაურობა შეცვლის ყვავილოვანი ველების ზურმუხტობას”.
გესტ ჯეოპარდი – უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი…
Posted in ჯეოპარდი, tagged ბლოგერი ალუბლების ქუჩიდან, გესტ ჯეოპარდი, ისტორიული ბრძოლები, მერი პოპინსი, საქართველოს ისტორია, ჯეოპარდი on ივნისი 12, 2013| 21 Comments »
არ ვიცი, იქნებ, ვინმემ შეამჩნია კიდეც, რომ ჩემი ბლოგი, კარგა ხანია, არსებობს. თუმცა, რამდენიმე წინადადების მეტი არაფერი დამიწერია და, სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებდი, ქართული ბლოგოსფერო ჩემი შედევრებით შემეწუხებინა, მაგრამ მოლი რომ შემოგიჩნდება კაცს… მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მაცდუნა ეს პატიოსანი ქალი ჩვენმა მასპინძელმა და დამითანხმა ჯეოპარდის ტურის მომზადებაზე. თემად, არც მეტი, არც ნაკლები, ის ისტორიული ბრძოლები შევარჩიე, ჩვენს ქვეყანას რომ გადახდენია თავს. მგონი, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა განსაკუთრებულ სირთულესთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და მაინცდამაინც მოსაწყენიც არ მეჩვენება, ორიგინალობასა და განსაკუთრებულობაზე პრეტენზია კი, ნამდვილი მერი პოპინსისგან განსხვავებით, არც არასოდეს მქონია :)
Good luck!
გესტ ჯეოპარდი – ქალი ვიცი მე…
Posted in ჯეოპარდი, tagged გესტ ჯეოპარდი, გოჭი, მარიამ ქავთარაძე, ქალი ვიცი მე..., ყვითელი ბლოგი, ჯეოპარდი, MK's Blog on მაისი 29, 2013| 41 Comments »
მოლი რომ ჯეოპარდის მასპინძლობას მოგანდობს, თემაც ღირსეული უნდა შეარჩიო და კარგადაც უნდა მოემზადოო, ჯერ კიდევ პირველი გესტ-ჯეოპარდების ავტორებს უთქვამთ.
ამჯერად ეს საპატიო მოვალეობა მე მხვდა წილად და ვეცდები, არც მოლის და არც მის გემოვნებიან და ინტელექტუალ აუდიტორიას გავუცრუო იმედები. მითუმეტეს, რომ გაორმაგებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ დღევანდელი ჯეოპარდის მთავარი გმირების წინაშე…
აი, ისინიც:
ჯეოპარდი – ახალი აღთქმა
Posted in ჯეოპარდი, tagged აღდგომა, ახალი აღთქმა, ბრწყინვალე შვიდეულის კვირა, თეოლოგია, ქრისტიანობა, ჯეოპარდი on მაისი 8, 2013| 31 Comments »
მოლის ბლოგზე ტრადიციული ოთხშაბათია და, არა მგონია, ვინმეს გაუკვირდეს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში ჯეოპარდის პაკეტი მთლიანად ახალი აღთქმის თემატიკაზეა დაფუძნებული. კითხვები მაინცდამაინც რთული არ გახლავთ და თეოლოგიაში განსაკუთრებულ განსწავლულობას ნამდვილად არ საჭიროებს, ასე რომ, პრეტენზიები და თამაშიდან თავის დაძვრენის მცდელობები არ მიიღება :)
Good luck!
ჯეოპარდი – A Game of Thrones
Posted in ჯეოპარდი, tagged A Game of Thrones, A Song of Ice and Fire, ჯეოპარდი, ჯორჯ მარტინი on აპრილი 24, 2013| 25 Comments »
შეიძლება, არც კი შეგიმჩნევიათ, რომ ბოლო დროს ინტელექტუალური შეჯიბრის მოწყობაში თითქმის აღარ ვმონაწილეობ და ჯეოპარდის პაკეტების შედგენას ჩემს ერთგულ მკითხველებს ვანდობ ხოლმე. იცოცხლე, კარგი იყოს ნაირ-ნაირი კითხვების ფოსტით მიღება და ერთიმეორეზე უკეთესი ბლოგერების მასპინძლობა, მაგრამ ხანდახან თავის შეწუხება არ მე მაწყენს. ვფიქრობ, მათ, ვისაც მოლი ბლუმის ბოლოდროინდელი გატაცების შესახებ სმენია, დღევანდელი პაექრობის თემა არ გააკვირვებს – თქვენი მარტინდამოკიდებული მასპინძელი სატახტო თამაშებზე გეპატიჟებათ.
Winter is coming!
გესტ ჯეოპარდი – ყველა ფერი ერთად
Posted in ჯეოპარდი, tagged ბიბი, გესტ ჯეოპარდი, ფერები, ყველა ფერი ერთად, შოშანა, შოშანას კონტროლის ზონა, ჯეოპარდი on აპრილი 10, 2013| 30 Comments »
ყოველთვის მოუთმენლად ველი ხოლმე მოლის ახალ პოსტს, მაგრამ ეს ოთხშაბათი იქნება გამონაკლისი, ვინაიდან მოლიმ გესტ-პოსტის დაწერა შემომთავაზა.
თავიდან ძალიან დავიბენი, გამიხარდა, ავჟიტირდი, მე ხომ საუკეთესო ბლოგისთვის და მისი უნიკალური მკითხველებისთვის პოსტი უნდა მომემზადებინა. ეს ყველაფერი, რომ გავიაზრე, დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. არ მინდოდა, ჩემი ჯეოპარდის თემა კონკრეტულად რომელიმე სფეროზე ყოფილიყო.
მოკლედ, ვეცადე, მაქსიმალურად მრავალფეროვანი გამოსულიყო, თავად შეაფასეთ :) ჰო, ერთი მინიშნებაც – კითხვებზე პასუხი აუცილებლად შეიცავს რომელიმე ფერს ან რამდენიმეს ერთად.