Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘მუსიკალური სალონი’ Category

1980 წლის ზაფხულს მოსკოვი უჩვეულოდ მოწესრიგებული შეხვდა.

ხუმრობა საქმე ხომ არ იყო – საბჭოეთის დედაქალაქი ზაფხულის ოლიმპიადას მასპინძლობდა.

კომუნისტებს მთელი მსოფლიოსთვის უნდა დაემტკიცებინათ – აქაც თქვენზე უკეთესები ვართო. ჰოდა, ქუჩები გააკრიალეს, მაღაზიები დეფიციტური საქონლით გამოტენეს, მაწანწალები და მეძავები ქალაქიდან გაასახლეს და რკინის რეჟიმი კიდევ უფრო გაამკაცრეს.

მოკლედ, სპორტული იდილია ვერავის და ვერაფერს უნდა დაერღვია.

თუმცა, დრაკონულ ზომებს ხელი არ შეუშლია ათასობით მოსკოველისთვის, 28 ივლისის ცხელ დილას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილიყო. საამისო მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ – ვლადიმერ ვისოცკის ემშვიდობებოდნენ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

nutcracker
ყველაზე უცნაური…ყველაზე ჩახჩახა და ნათელი…

შობა ღამეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ისიც კი, პატარა გოგონა ყველაზე თამამ ოცნებებშიც რომ ვერ წარმოიდგენს.

ეს სასწაულების და საოცარი გარდასახვების ღამეა.

მკაცრი და პირქუში ნათლია, სინამდვილეში, კეთილი ჯადოქარი აღმოჩნდება და დაუვიწყარ თავგადასავალს გაჩუქებს, შეუხედავი, გატეხილი თოჯინა კი ზღაპრულ უფლისწულად გადაიქცევა, სწორედ ისეთად, ღამღამობით, ბალიშში თავჩარგული პატარა ქალბატონები რომ ნატრობენ.

ჯოხის ერთი აქნევით ჩვეულებრივი ოთახი ნამდვილ ზღაპარს დაემსგავსება.

ნაძვის ხის ფერად-ფერადი სათამაშოები გაცოცხლდებიან და პატარა ჯარისკაცებად იქცევიან.

უძლეველ არმიას სათავეში უშნო და გულადი მაკნატუნა ჩაუდგება…

(more…)

Read Full Post »

Carmen. Poster by Rafal Olbinski. New York City Opera

“მეძავი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, ვიდრე უარყოფილი საყვარლის ხანჯალი სიცოცხლეს მოუსწრაფებდეს”  – აღშფოთებას ვერ მალავდნენ და “გულთბილ” ეპითეტებს არ იშურებდნენ ფრანგული გაზეთები. 1875 წლის 3 მარტს, პარიზის “ოპერა-კომიკის” სცენაზე გამართულმა პრემიერამ სრული ფიასკო განიცადა.

რას წარმოიდგენდა მრავალი ოპერისა და ოპერეტის, სიმფონიისა და ორატორიის ავტორი, უკვე სახელმოხვეჭილი ჟორჟ ბიზე, რომ მისი Magnum Opus – პროსპერ მერიმეს ნოველას მოტივებზე შექმნილი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია სამშობლოში აღიარებას კიდევ დიდხანს ვერ ეღირსებოდა, “კარმენს” საფრანგეთზე ადრე  შორეულ ამერიკასა და რუსეთში დააფასებდნენ, თავად კი ტრიუმფს ვერ მოესწრებოდა…

(more…)

Read Full Post »

ფრანსუაზა საგანის რომანის სათაურად გამოტანილი კითხვა ბევრისთვის, ალბათ, არაფრისმთქმელია, ბევრისთვის – რიტორიკული. ზოგს, შესაძლოა, ირონიულად გაეღიმოს, ზოგიერთი კი პასუხზე არც დაფიქრდება. იმიტომ, რომ კლასიკური მუსიკის სიყვარული მოდურია. უბრალოდ მოდური კი არა, ჰაერივით აუცილებელი ფაქტორია თანამედროვე, დახვეწილი და რაფინირებული ინტელექტუალის იმიჯისთვის.

გუშინ “ტაბულას” ძველ ნომრებს ვათვალიერებდი და დათო კოვზირიძის ერთ სტატიას გადავაწყდი. პლასიდო დომინგოს ბათუმურ კონცერტზე წერდა. ” სტანდარტულ კითხვაზე – როგორ ხარ? – 25 ნოემბრის საღამოს რამდენიმე არასტანდარტული პასუხი მივიღე – ბედნიერი ვარ. ჩემ გვერდით მჯდომმა ხანშიშესულმა კაცმა კონცერტის განმავლობაში რამდენჯერმე წაიქვითინა. ბედნიერებისგან.” – აი, ამ აბზაცმა მომხიბლა.

იმ კონცერტზე მარტივი მიზეზის გამო არ ვყოფილვარ – ხუთშაბათი საჯარო სამსახურში სამუშაო დღეა და, ალბათ,  დათოს რესპოდენტების გულწრფელობაში დაეჭვების უფლებაც არ მაქვს, მაგრამ ახლავე შემიძლია ჩემი ათიოდე ნაცნობის ჩამოთვლა, 25 ნოემბერს იქ მოსახვედრად ცა და ქვეყანა რომ შეაწრიალეს, ბილეთები ვაივაგლახით იშოვნეს, სამსახური გააცდინეს (ჩემგან განსხვავებით) და მათთვის რომ ეკითხა ვინმეს, ზუსტად იგივეს უპასუხებდნენ. არადა, როგორც ერთი ჩემი ენამწარე მეგობარი ამბობს, ორმოცი წელია, რუსთაველზე ცხოვრობენ და ოპერაში ერთხელ არ შეუხედავთ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: