Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘თეგ-თამაშები’ Category

tsignebi-romlebmac-shegvcvales-cover-image

არც ისე დიდი ხნის წინ, ფეისბუქზე მორიგი თეგ-თამაში გავრცელდა: “წიგნები, რომლებმაც შემცვალეს”.

უწყინარი ჩელენჯი იყო, არამყვირალა. საერთო-სახალხო მღელვარება არ მოჰყოლია. არადა, თემა მომეწონა. ოღონდ საფეისბუქოდ არა. ბლოგის ფორმატი უფრო მოუხდებოდა.

ბლოგი, ჯერჯერობით, მაქვს და არც მკითხველის ნაკლებობას უჩივის. ჰოდა, დავფიქრდი, მე რას შევარჩევდი-მეთქი.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ სიაში არც ყველაზე საყვარელი წიგნები იგულისხმება, არც ისინი, სამაგიდოს რომ ეძახიან, ყველაზე ხელმოსახელთებელ თაროზე რომ გიდევს, ხშირ-ხშირად აგდებ ჩანთაში და გადაკითხვა არ გბეზრდება. რაღაც სხვაა. ჰოდა, დღეს ამ “რაღაც სხვას” გაგიზიარებთ.

მასთრიდების მიმართ ჩემი “გარდარეული სიყუარულის” ამბავი მოგეხსენებათ. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, ეს ჩვენი მოლი ყველგან “სავალდებულო საკითხავის” უაზრობას ამტკიცებს და, აგერ, საკუთარი  ჩამოუწიკწიკებიაო. ეს არც “სავალდებულო პროგრამაა” (ღმერთმა დამიფაროს, ასეც არ გავთავხედებულვარ), არც რეკომენდაციები. ოქროს წესია, გამეორება არ დამეზარება: ის, რაც ერთისთვისაა მნიშვნელოვანი, სხვას, შესაძლოა, ოდნავადაც არ აღელვებდეს. მე ჩემი იმპრესიები მაქვს, თქვენ – თქვენი.

თუ შევთანხმდით, დავიწყოთ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

library

კარგად მოგეხსენებათ, მოლი ბლუმი  ბლოგის დაარსებიდან დღემდე სტუმრებს უკვე წაკითხული და მოწონებული წიგნების შესახებ უამბობდა. ახლა კი ოდნავ განსხვავებული პოსტის დაწერა მაქვს განზრახული.

Must read პრინციპის მომხრე არასოდეს ვყოფილვარ და ამ მხრივ არც განსაკუთრებული თანმიმდევრობა მაქვს დადგენილი, მაგრამ ორიოდე დღის წინ ჭიამაიას წამოწყებული თეგ-თამაში იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე, იმ ათი წიგნის შესახებ გიამბოთ, რომელთა წაკითხვასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ.

იმით დავიწყებ, რომ საერთოდ, პოსტმოდერნიზმი მიყვარს, განსაკუთრებით კი “თურქი უმბერტო ეკოს” შესრულებით. ამიტომ ორჰან ფამუქის “თოვლს” დიდი ინტერესით ველოდებოდი. მეორე დღეა, თაროზე მიდევს და ხელსაყრელ დროს ვარჩევ – ასეთი წიგნები ნება-ნება უნდა დააგემოვნო.

(more…)

Read Full Post »

Arturo Pérez-Reverte Gutiérrez

Cartagena, España

სენიორ არტურო!

ოდესმე ამ წერილს ესპანურად ვთარგმნი და გამოგიგზავნით. სადღაც წავიკითხე, ოცდამეერთე საუკუნემ ხელოვნებას იდუმალების საფარველი ჩამოაშორა, სულ რაღაც ასი წლის წინ, საყვარელ მწერალთან შეხვედრა და საუბარი უკიდურესად რთული იყო, ახლა კი ციფრულმა ტექნოლოგიებმა ყველა და ყველაფერი ხელმისაწვდომი გახადაო. კარგია ეს თუ ცუდი, ცალკე საუბრის თემაა, ფაქტი ერთია – თქვენი მისამართის მოსაძიებლად მხოლოდ  ნახევარი საათი დამჭირდა.

დიდი ხანია, ბარათი არავისთვის გამიგზავნია. ბუთქუნა კონვერტები იქეთ იყოს, ელექტრონული ფოსტის აქტიური მომხმარებელიც არ გახლავართ, მაგრამ ორიოდე დღის წინ, აქვე, მეზობელ ბლოგზე, მშვენიერი იდეა მიკარნახეს. ჰოდა, მეც გწერთ.

(more…)

Read Full Post »

თეგ-თამაშებში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია (ჩემი ბლოგი არსებობის მხოლოდ მესამე თვეს ითვლის და, უბრალოდ, ვერ მოვასწარი), მაგრამ ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება…  წუხელ, მოხეტიალეს მწვანე და ძალიან საინტერესო ბლოგზე აი, ამ პოსტს გადავაწყდი, თეგებში ჩემი გვარ-სახელიც ამოვიკითხე და თემა იმდენად მომეწონა, სამერმისოდ გადადება არც მიფიქრია.

სანამ ცოცხალი ვარ, მინდა…

… ვენეციაში გონდოლიერის ნამღერ “ბარკაროლას” მოვუსმინო.

… მადრიდში, “პლასა დე ტოროზე”, კორიდა ვნახო და იოგების დაწყვეტამდე ვიყვირო “ოლე!”

… პარიზში, მონმარტრიდან ჩემი პორტრეტი წამოვიღო.

… ბარსელონაში, “ნოუ კამპზე”, ელ კლასიკოს დავესწრო.

… პრაღაში კათოლიკურ შობას შევხვდე.

… სოხუმის ბულვარში, ქვიშაზე მოდუღებული შავი ყავა დავლიო.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: