დღეს მოლის ბლოგზე კიდევ ერთი ასტრიდობაა – ამჯერად თქვენთან ერთად იმ პერსონაჟის გახსენებას ვაპირებ, რომელმაც ჩემში დეტექტივების სიყვარული გააღვივა. მოდით, ვნახოთ, ვის უფრო კარგად ახსოვს სახელგანთქმული მაძებარი კალე ბლუმკვისტი, მისი ერთგული მეგობრები და მათ თავს დატრიალებული ფათერაკები. დამერწმუნეთ, თუ მივიწყებული დეტალების მოსაძებნად წიგნის ხელახლა გადაფურცვლა დაგჭირდებათ, გულში ათას მადლობას შემომითვლით.
1. ამ ქალაქში ცხოვრობდნენ კალე, ევა-ლოტა და ანდერსი;
2. ეს სახელი უწოდეს მეგობრებმა სახელდახელოდ დაარსებულ ცირკს;
3. ამ სასუსნავით ანებივრებდა ბავშვებს ევა-ლოტას მამა;
4. აქ დამალა ძია ეინარმა მოპარული განძეული;
5. კალეს მშობლიურ ქალაქში მხოლოდ ეს ორი ქუჩა იყო;
6. ასე მოიხსენიებდნენ ქალაქის განაპირას უკაცრიელ ადგილს, სადაც მოკლული მოხუცი გრენი იპოვეს;
7. ამ უბანში ცხოვრობდა ალისფერი ვარდების წევრი – იონტე;
8. ასე ჟღერს თეთრი ვარდების საიდუმლო ენაზე „ტუტუცი“;
9. ამ სამოსით ეძებდნენ მოხუცი გრენის მკვლელს;
10. ეს ყვავილი აწაპნა სიქსტენმა დედას ევა-ლოტასთვის მისართმევად;
11. ეს დოკუმენტი დაკარგა დამნაშავემ მოხუცი გრენის მკვლელობის ადგილას;
12. ამ ღრმად მოულოდნელ ადგილას დამალა თეთრი ვარდების ბელადმა მუმრიკი;
13. ამ სასუსნავით სცადა მკვლელმა ევა-ლოტას მოწამლვა;
14. ეს საწამლავი იყო გარეული ფოსტით გამოგზავნილ ნუგბარში;
15. ასე შეიტყო მკვლელმა მოწმე ევა-ლოტას შესახებ.
ვაიმე.
აშკარა უნდა გადავიკითხო.
3. მგონი, შაქარყინული
8. ტუფუტუფუციფი
13. შოკოლადი
15. გაზეთებიდან
მოლი, არ მიმათავლო შედეგებში, სირცხვილია :(
LikeLike
საერთოდ არაა სირცხვილი ) გადაკითხვის გადასარევი მიზეზი გაქვს :)
LikeLiked by 1 person
2. კალოტანი თუ რაღაც ასეთი
3. ცხელი ფუნთუჩებიი
6 რაღაც სასახლე, ვერაფრით გავიხსენე
8. ტუფუტუფუციფი
9. ლაბადა, სერთუკი (მარა ბანჯგვლიანი ხელი გასცემს)
11. წყეული თამასუქი
12. ნათურა?
13. შოკოლადი
14. კრისტალევი რო აღმოჩნდა მახსოვს და რა იყო არა ((((
15. გაზეთებით
LikeLike
ეს უნდა ვითამაშო!!!
1. ლილჩეპინგი
2. კალოტანი
3. ფუნთუშები
4. ძველ ნანგრევებში, სარდაფში, რკინის ყუთით.
5. დიდი და მცირე :)))
6. პრერიები:(
7. ეშმაკის გორაკი :)))
8. ტუფუტუფუციფი :D
9. მწვანე გაბარდინის შარვალი
10. ნემსიწვერა :D
11. თამასუქი
12. სიქსტენის ოთახში, გლობუსში, “დედამიწის წიაღში”. ბრრრრ, მაგ ეპიზოდზე მაჟრიალებს..
13. რძიანი შოკოლადი
14. დარიშხანი
15. ადგილობრივი გაზეთის შტერი რედაქტორის გაუფრთხილებლობის გამო :/
აუჰ, დიდი ხანია, ასე არ მისიამოვნია!!!
ვრცელ კომენტარს მერე დავწერ, რომ მოვბრუნდები :)))
LikeLiked by 1 person
ევალოტას შოკოლადი უყვარდა, და შოკოლადში შერეული შხამი გამოუგზავნეს ფოსტით. და კიდევ საიდუმლო ენა: ტუფუტუფუციფი. მოხუც გრენს მგონი ხაკისფერი გაბარდინის შარვალი ეცვა :))) სულ ესაა რაც გამახსენდა
LikeLike
ესეც სწორი პასუხები :)
შედეგებს არ ვითვლი. ყველა გამარჯვებულია :)
1. ლილჩეპინგი;
2. “კალოტანი“;
3. ფუნთუშებით;
4. ციხედარბაზის ნანგრევებში;
5. სტურგათანი და ლილგათანი;
6. პრერიები;
7. “ეშმაკის გორაკზე“;
8. „ტუ-ფუ-ტუ-ფუ-ცი-ფი“;
9. მწვანე გაბარდინის შარვლით;
10. წითელი ნემსიწვერა;
11. თამასუქი;
12. სიქსტენის გლობუსში;
13. რძიანი შოკოლადით;
14. დარიშხანი;
15. გაზეთებიდან.
LikeLike