Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for აპრილი 4th, 2018

მეგობრები ვქაქანებდით ამას წინათ წიგნებსა და მთარგმნელებზე, რაღაცებს ვიხსენებდით, ძველებს, ახლებს, ჩვენი ბავშვობის საკითხავს და სიტყვას მოაყოლეს, ჯენეტ ბაჯელიძეს ძეგლი მარტო იმისთვის ეკუთვნის, კარლსონი და პეპი რომ თარგმნაო.

ჯენეტ ბაჯელიძეს ძეგლი კი არა, ამქვეყნად ყველა ჯილდო და სიკეთე ეკუთვნის, მაგრამ პეპი ნამდვილად არ უთარგმნია-მეთქი.

უნდობლად შემომხედეს – როგორ არა, ის წიგნი ხომ იცი, კარლსონი და პეპი ერთად, მისიაო.

კარლსონი – კი ბატონო, პეპი – არა და მეტსაც გეტყვით, ლინდგრენი ქართულად პირველად სხვამ თარგმნა-მეთქი. არ დამიჯერეს. არც ბლოგერის რეპუტაციამ გაჭრა, არც – ბიბლიოფილისამ.

ჩემი ნაფერებ-ნალოლიავები ბიბლიოთეკა და ყველაზე საყვარელი თარო იქ, ცხადია, ვერ მექნებოდა. ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში ჩავძვერი, პეპის მთარგმნელიც ვაჩვენე, სხვა რაღაცებიც. ვაჰ, არ ვიცოდითო – მოკაკვეს თითი.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: