Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მარტი, 2018

უკვე მერამდენედ მითხრეს (ხუმრობით, ისე მაგათ დაუმშვენდათ ცხვირი) – გადაყევი ამ ძველ წიგნებს, ახლები აღარ გადარდებსო.

ღმერთი, ხატი, რჯული, მსგავსი არაფერი მიფიქრია. ჩემი ბავშვობის (და კიდევ უფრო ძველი) წიგნების დევნა, პოვნა და თქვენთვის გაზიარება, ვაღიარებ, უზომოდ სასიამოვნო და აზარტული ყოფილა, მაგრამ ასეც არ წავმხდარვარ, სიახლეებს თვალს არ ვადევნებდე.

მოკლედ რომ მოვჭრა, ჩემთან ერთი მეორეს ხელს ნამდვილად არ უშლის. “ნაკადულისა” და “საბჭოთა აჭარის” რარიტეტების პარალელურად, არც ცინცხალი გამოცემები მრჩება განზე, კარგებიც, ძალიან კარგებიც და ისეთებიც, წინასწარ რომ იცი, ავტორის ფეისბუქის მეგობრების გარდა, არავინ წაიკითხავს. მეგობრების მოტივაცია გასაგებია, ავტორის – მით უმეტეს, მე გამომცემლობების ღრმად გემოვნებიანი მთავარი რედაქტორების გამკვირვებია, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, რა ჩემი გასარჩევია, საკუთარი საქმე იმათ უკეთ იციან. ისღა დამრჩენია, ხანდახან ხელები გავშალო და მხრები ავიჩეჩო.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ძველი ჩინური წყევლა ყოფილა ასეთი – “ცვლილებების ხანაში გეცხოვროსო“. ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს ორ ზღვას შუა მოქცეულ, მუჭისტოლა საქართველოს ეს ახდენილი წყევლა აჩრდილივით დაჰყვება უკან. ცვლილებების ეპოქის მთელი სიმძიმე ჩემმა თაობამ საკუთარ ზურგზე გამოსცადა, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, მაინც ვერ ვიტყვი სათქმელს ისე ზუსტად, როგორც ლაშა ბუღაძემ ბოლო წიგნით მოახერხა.

“პატარა ქვეყანა“ ნახევრად ავტობიოგრაფიული და, ფაქტობრივად, დოკუმენტური რომანია, ანუ სწორედ იმ ჟანრიდან გახლავთ, მე რომ მაინცდამაინც არ ვწყალობ და ისედაც გადავსებულ თაროებზე ადგილსაც დიდად ვერ ვიმეტებ. თუმცა ამ შემთხვევში ავტორის სახელმა გაჭრა და არც შევმცდარვარ.

(more…)

Read Full Post »

დღეს ინტერაქტიული ბლოგი გვაქვს. მე ჩემსას მოგახსენებთ და თქვენ – თქვენი მითხარით. გასაზიარებელ აზრებს რა გამოლევს, მაგრამ დღეს, სათაურიდანაც მიხვდებოდით და სურათითაც, საბავშვო (და არა მხოლოდ საბავშვო) ლიტერატურის ორ შედევრზე ვილაპარაკებთ. უფრო სწორად, მთავარი გმირების სახელების ქართულ ვარიანტებზე.

ჯერ ისტორიას გადახედეთ, მერე ისიც გამიმხილეთ, თქვენ რას ფიქრობთ. აქ მკითხველები იკრიბებიან, თანაც სულ ნარჩევ-ნარჩევი და მკითხველზე უკეთესს ვის უნდა ვკითხოთ :)

ასტრიდ ლინდგრენის უკვდავი “Pippi Långstrump” 1965 წელს რუსულად ითარგმნა, 1973 წელს – უკვე ქართულად. მთავარ გმირს, წესით და კანონით, ორიგინალის შესაბამისად, პიპი უნდა რქმეოდა, მაგრამ რუსებმა (შემდგომ კი ჩვენც) სახელი ოდნავ შეასწორეს – არაკეთილხმოვანების გამო.

(more…)

Read Full Post »

“დილას”, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველა დროის საუკეთესო საბავშვო ჟურნალს, ლამის საბავშვო ბაღიდან ვკითხულობ.

ძველ ნომრებს ვეძებ ყველგან, სადაც ხელი, ფეხი და თვალი მიმიწვდება, არც ახლებს ვტოვებ უყურადღებოდ და გამომცემლობის ფეისბუქის გვერდიც ისე მაქვს გამოწერილი, არაფერი გამომრჩეს.

ზუსტად ამ ფეისბუქის გვერდზე მოგიყვებით. მოგიყვებით რა, გაოცებას გაგიზიარებთ. ბლოგის სათაურს კი ხედავთ და ქვესათაურად ნოდარ დუმბაძის ლექსის ოდნავ სახეცვლილი ბწკარი გამოდგებოდა:

“ამ ყმაწვ გვერდს არავინ პატრონობთ?”

ას ცამეტი წლის ჟურნალი თვიდან თვემდე ახალი ნომრების ყდებისა და ფურცლების გაზიარებით და გასვლითი შეხვედრების (ზედმეტად) ვრცელი ფოტორეპორტაჟებით რომ შემოიფარგლება, უცნაური კია, მაგრამ მთლად ასეც ნუ ჩავეძიებით. გამომცემლობას რედაქცია ჰყავს, რედაქციას მკითხველთან დიალოგი, უმდიდრესი არქივის გამოყენება, ინტერაქტივები, საბავშვო ლიტერატურის მიღწევებზე და პრობლემებზე საუბარი, სიახლეების განხილვა, მოკლე (და არც ისე მოკლე) რეცენზიები, სახალისო კონკურსები, ექსპერიმენტები და მომხმარებლის აზრის, განწყობის, სურვილების ყოველდღიური კვლევა, როგორც ჩანს, ზედმეტი ჰგონია – ღმერთმა ხელი მოუმართოთ.

დღეს ბევრად მარტივი კითხვები მაქვს. გაფიცებთ, მითხარით, რა საერთო აქვს საბავშვო ჟურნალს, სარემონტო რჩევებს და დენცქვიტებს?

(more…)

Read Full Post »

რას აღარ იხსენებენ ხოლმე ადამიანები – პირველ სიყვარულს, პირველ პაემანს, პირველ გაკვეთილს, პირველ მასწავლებელს… და არასოდეს გამიგონია, ოდესმე ვინმეს პირველ წიგნზე ეთქვას რამე, აი, იმაზე, დამოუკიდებლად რომ წაიკითხა თავიდან ბოლომდე და არც დედას მისდგომია, არც მამას და არც ბებიას – არიქა, მიშველეთ, სიტყვებში დავიკარგეო.

სიმართლე გითხრათ, ქართულ ენაზე წაკითხული პირველი წიგნი არც მე მახსოვს – ანბანი ჩემით ვისწავლე სკოლაში წასვლამდე და მას შემდეგ სულ რაღაცას ვკითხულობდი – ჟურნალ-გაზეთებს, ანეკდოტებს, ნეკროლოგებს, ლექსებს, ზღაპრებს… სადაც ქაღალდის ნაგლეჯს წავაწყდებოდი, ოთახში მივარბენინებდი და უფროსების შეკავებული ფხუკუნი ძალიანაც მწყინდა ხოლმე.

(more…)

Read Full Post »

დარწმუნებული ვიყავი, რომ ასტრიდ ლინდგრენზე ახალს ვეღარაფერს  დავწერდი – ათასჯერ მითქვამს და მომიყოლია მის პერსონაჟებზე, სიკეთით, სინათლითა და სითბოთი სავსე სამყაროზე, ბედნიერებაზე, რომელსაც გვჩუქნიდა თავისი ჯადოსნური წიგნები ყოველი ფურცლიდან… ასე ვფიქრობდი და თურმე შევცდი – უცებ აღმოვაჩინე, რომ თითქმის არაფერი მითქვამს თავად ფრუ ასტრიდზე – ადამიანზე და არა მწერალზე.

ვითომ ახლა ეგ რამ გაგახსენაო, მკითხავთ ალბათ. რამ და – რამდენიმე დღის წინ “ინტელექტის“ გამოცემული წიგნი დამხვდა შინ – “შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“. ეპისტოლარულ ჟანრს ეჭვის თვალით თუ უყურებთ, სკეპტიციზმი, ცოტა ხნით, გვერდზე გადადეთ – სულ ტყუილად იწუნებთ.

(more…)

Read Full Post »

ორიოდე კვირის წინ, ფეისბუქის გვერდის სტუმრებს ბებია ასტრიდის “პეპი გრძელიწინდას” 1973 წლის გამოცემის სურათი გავუზიარე.

უამრავი კომენტარიდან ერთი, ყველა გაგებით, გამორჩეული და უცნაური გამოდგა.

“არ ჩამქოლოთ, მაგრამ მაგარი სისულელეა პეპი. არც ბავშვობაში მომეწონა და არც ახლა მომწონს“.

სანამ ამ ბლოგის კითხვას გააგრძელებთ, რაღაცებზე შევთანხმდეთ. სხვაგვარად აზრი არ ექნება. ტყუილად მოცდებით.

ამქვეყნად ყველა წიგნი მკითხველისთვის იწერება. ყველა მკითხველს აქვს უფლება, არ მოსწონდეს თუნდაც შედევრად მიჩნეული ნაწარმოები. ამაში დასაძრახი არაფერია. სულ პირიქით. “ყველასათვის საყვარელი წიგნი”, უბრალოდ, არ არსებობს. არც მწერალი. ფეხის ხმას აყოლა და “ყველას უყვარს და მე როგორ არ მიყვარდეს” ბევრად უსიამოვნო მოსასმენია და, რაც მთავარია, ძალიან ყალბია.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: