წიგნის მიძღვნით გამოცნობა სულაც არ არის იოლი საქმე. ოღონდ მიძღვნებსაც გააჩნია. ზოგი ისეთია, ერთხელ თვალი თუ მოჰკარი, არ დაგავიწყდება, ზოგი ლოგიკურად მისახვედრია და ზოგიც მართლა წუხელ უნდა გქონდეს წაკითხული.
მოკლედ რომ მოვჭრა, დღეს ყველაზე რთულ და უცნაურ ქუიზს ვაქვეყნებ. რა გამოვა, ერთად ვნახოთ.
წესები, ტრადიციულად, მარტივზე მარტივია: ვკითხულობთ, ვიცნობთ და გვიხარია :)
პასუხებს ვტოვებთ ბლოგზე, კომენტარებში ან ფეისბუქზე.
ეს არის და ეს.
Good luck!
☑ სახსოვრად გადაკარგულ მეგობრებს
☑ ბლანშს, ჩემს კატას, რომელიც მიყურებს
☑ საჩუქრად მაკას – გაძლებისა და მოთმინებისათვის
☑ ვუძღვნი მეუღლეს, ენს, რომლის დუმილის გარეშე ეს წიგნი არასოდეს დაიწერებოდა
☑ ვუძღვნი ბიძაჩემის, გიორგი ქარუმიძის ხსოვნას, ვინც პირველად მომასმენინა ჯაზი
☑ ეძღვნება დედას, რომელიც “პიკულს” მეძახის, და მამას, რომელიც “ჯიგაროთი” მომმართავს
☑ ეძღვნება ყველას, ვისაც ბავშვობაში ძალადობა განუცდია. განსაკუთრებით მათ, ვინც იმალება
☑ ეძღვნება ედ ფერმანს, რომელმაც გარისკა და ერთიმეორის მიყოლებით დაბეჭდა ეს მოთხრობები
☑ ეძღვნება ყველა იმ გოგოს, რომელიც ერთხელ მაინც გამხდარა უსამართლობის მსხვერპლი და გააჩუმეს. თუ გავერთიანდებით, ჩვენს ხმას ყველას მივაწვდენთ
☑ ვუძღვნი ჯესიკას, რომელსაც უყვარს საინტერესო ამბები; ანას, რომელსაც აგრეთვე ძალიან უყვარდა მათი მოსმენა და დის, ვინც პირველმა მოისმინა ეს ამბავი
ერთი ვიცი ფილიპ დიკია და აქედან სამი მაინც აუცილებლად წაკითხული მაქვს და ვერ ვიხსენებ😓 იმედია ვინმე ღვთისნიერი ჩამოაწიკწიკებს სწორ პასუხებს.
LikeLike
სხვა თუ არა, მე ჩამოვაწიკწიკებ საღამოს :)
LikeLike
ჭეშმარიტი ბიბლიოფილის საკადრისი კითხვებია :) ერთ-ერთი ზურაბ ქარუმიძეა, კიდევ “ილაპარაკე” და კიდევ ორიც მეცნობა, მაგრამ ვერ ვიხსენებ… ეჰ, სიბერე!
LikeLike
სწორი პასუხები:
აკა მორჩილაძე, “შენი თავგადასავალი”
დავით გაბუნია, “დაშლა”
დათო ტურაშვილი, “ჩაძირული ქალაქის ღამე”
ფილიპ კ. დიკი, “კაცი მაღალ კოშკში”
ზურაბ ქარუმიძე, “ჯაზის ცხოვრება”
ენდი უირი, “მარსელი”
დენიელ კიზი, “ბილი მილიგანის მრავალი გონება”
სტივენ კინგი, “ბნელი კოშკი. მსროლელი”
მალალა იუსაფზაი, “მე ვარ მალალა”
ჯოან როულინგი, “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”
სულ ეს იყო. მადლობა, რომ მოიცალეთ )
LikeLiked by 1 person
ჰარი პოტერი რომ ვერ იცანი ადამიანმა. უფრო სწორად, ვიცანი და არ მივაქციე ყურადღება…
LikeLike