დღეს ჩვენი ბავშვობის სათავგადასავლო ბიბლიოთეკას ვიხსენებთ. ჭეშმარიტ კლასიკას. ამ წიგნებზე ვართ გაზრდილი და არ უნდა გაგვიჭირდეს.
წესები მარტივზე მარტივია: ვკითხულობთ, ვიცნობთ და გვიხარია :)
პასუხები დატოვეთ აქვე, კომენტარებში ან ფეისბუქზე.
ეს არის და ეს.
Good luck!
☑ მე ისმაილს მეძახიან.
☑ ტრამალის შამბნარში შეფარებულ ტეხასურ ხარირემს შუაღამის ძილი ცხენის ფლოქვების თქარათქურმა დაუფრთხო.
☑ ჩვენთვის უკვე ცნობილი კარდინალის სასახლის ერთ-ერთ ოთახში, ქაღალდებითა და წიგნებით დაზვინულ მოოქროულკუთხეებიან მაგიდასთან, ორივე ხელზე თავდაყრდნობილი მამაკაცი იჯდა.
☑ ნელსონს-ფონტეინის ალმასის საბადოებზე ასეთი გამოცოცხლება და აურზაური არასოდეს ყოფილა. ალმასის მაძიებელნი მუდამ თავდაუზოგავად მუშაობდნენ, მაგრამ იმ დღეს მაინც რაღაც განსაკუთრებით გააფთრებით ებრძოდნენ მიწას.
☑ 1864 წლის 26 ივლისს ჩრდილოეთის არხზე სწრაფად მისრიალებდა მშვენიერი იახტა. მისი ბიზანის წვერზე ფრიალებდა ინგლისური დროშა, გროტ-ანძაზე კი – ბრეიდ-ვიმპელი, რომელზედაც ოქროთი იყო ამოქარგული ინიციალები – “ე. გ.”.
☑ ოთხი დღის წინ, ვიდრე ნოემბრის იდები დაიწყებოდა, 675 წლის 10 ნოემბერს რომის ქორონიკონით, პუბლიუს სერვილიუს ვატია ისავრიელისა და აპიუს კლავდიუს პულხერის კონსულობის დროს, რომში რიჟრაჟისთანავე ბუზივით ირეოდა ხალხი და ოთხივ კუთხით მიეშურებოდა დიდ ცირკში.
☑ პიზის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში არტური ხელნაწერ ქადაგებათა გროვას ათვალიერებდა. ივნისის ცხელი დღე იყო. ფანჯრები დაეღოთ და ფარდები ჩამოეშვათ. სემინარიის რექტორმა, კანონიკმა მონტანელიმ, წერას თავი დაანება და სიყვარულით შეხედა ყმაწვილის ხუჭუჭა შავთმიან თავს, რომელიც ხელნაწერების ფურცლებზე დახრილიყო.
☑ გაზაფხულის მიწურულის ერთ ნაშუადღევს ტანსტოლის ციხე-დარბაზში უჩვეულო დროს ატყდა ზარების რეკვა. შორს თუ ახლოს, ტყეებსა და მდინარის დაყოლებით ყანებში, ხალხმა მუშაობაზე ხელი აიღო და იქით მიაშურა, საიდანაც ზარის ხმა ისმოდა. პატარა სოფელ ტანსტოლშიაც თავი მოეყარათ საწყალ გლეხებს და კითხულობდნენ, ნეტავი რა ამბავიაო.
☑ ის შემაძრწუნებელი ამბავი, რომელიც 1866 წელს დატრიალდა, ზღვისპირის ქვეყნებს დიდხანს ახსოვდათ. ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონდა ზღვაოსნობასთან, საშინელ საგონებელს მისცემოდა. შეფიქრიანდა საზღვაო თუ სამხედრო გემების უფროსობაც და მეზღვაურებიც. გემის პატრონებს თუ უცხო ქვეყნებთან მოვაჭრე სოვდაგრებს ალიაქოთი შეუდგათ. მრავალი სახელმწიფოს მთავრობა დააფიქრა ამ ამბავმა.
☑ მხიარული ინგლისის იმ მომხიბლავ მხარეში, რომელსაც მდინარე დონი რწყავს, ძველად თვალუწვდენელი ტყე იყო გადაჭიმული. ეს ტყე შეფილდსა და მშვენიერ ქალაქ დონკასტერს შორის გადაშლილ ველებსა და გორაკებს თითქმის სულ ფარავდა. უენტვორთის საგვარეულო ციხე-სიმაგრეებისა და უორნკლიფის პარკის მიდამოებში, როთერჰამის ირგვლივ, ამ ვეება ტყის ნაშთებს ახლაც კი ნახავს კაცი. როგორც გადმოგვცემენ, უონტლის ზღაპრული დრაკონი ოღესღაც თურმე აქ დააბოტებდა, ვარდებს შორის ატეხილ შინაომების დროსაც უმთავრესი სისხლისმღვრელი ბრძოლები აქ გადაუხდიათ, და იმ მამაც ყაჩაღებსაც, რომელთა გმირობა ასე ხოტბაშესხმულია ინგლისურ სიმღერებში, ძველ დროს აქვე უთარეშნიათ.
ბავშვობა გამახსენდა და თვალწინ დამიდგა ის გამოცემები, ბნელ 90-იანებში ზოგჯერ სანთლის შუქზე რომ ვფურცლავდი ^_^
1 მობი დიკი
2 უთავო მხედარი
3 20 წლის შემდეგ
4 ბრილიანტის გამტაცებლები
5 კაპიტან გრანტის შვილები
6 სპარტაკი
7 კრაზანა
8 შავი ისარი
9 80000 კილომეტრი წყალქვეშ
10 აივენჰო
LikeLike
სწორი პასუხები:
ჰერმან მელვილი, “მობი დიკი”;
თომას მაინ რიდი, “უთავო მხედარი”;
ალექსანდრე დიუმა, “ოცი წლის შემდეგ”;
ლუი დე ბუსენარი, “ბრილიანტის გამტაცებლები”;
ჟიულ ვერნი, “კაპიტან გრანტის შვილები”;
რაფაელო ჯიოვანოლი, “სპარტაკი”;
ეტელ ლილიან ვოინიჩი, “კრაზანა”;
რობერტ ლუის სტივენსონი, “შავი ისარი”;
ჟიულ ვერნი, “80 000 კილომეტრი წყალქვეშ”;
უოლტერ სკოტი, “აივენჰო”.
ეს იყო და ეს. მადლობა :)
LikeLike
“ისმაილი დამიძახეთ” (“Call me Ishmael”) – ასე იწყება “მობი დიკი” ორიგინალ ტექსტში. სამწუხაროდ, ქართველმა მთარგმნელმა ვერ დაიჭირა ეს განსხვავება და დაკარგა ის პირობითობა, რომელსაც მწერალი მკითხველს უყენებს, რასაც პოსტმოდერნისტულ ელემენტს მიაკუთვნებენ.
LikeLiked by 1 person
“ისმაილი დამიძახეთ” (“Call me Ishmael”) – ასე იწყება “მობი დიკი” ორიგინალ ტექსტში. სამწუხაროდ, ქართველმა მთარგმნელმა ვერ დაიჭირა ეს განსხვავება და დაკარგა ის პირობითობა, რომელსაც მწერალი მკითხველს უყენებს, რასაც პოსტმოდერნისტულ ელემენტს მიაკუთვნებენ.
LikeLike
მოკლედ, ასე, ვითამაშე, დავწერე, მერე დამიძახეს და სანამ დავბრუნდებოდი, გახსნილი ფანჯარა დახურული დამხვდა… ახლა მომაგონდა, დავდე თუ არა ჩემი პასუხები მეთქი და ენდე …. :(
LikeLiked by 1 person
აფსუს ( არც ახლაა გვიან. პასუხებს არ შეხედო და ეგაა ) რა დროს შენი სკლეროზია ))
LikeLike
ღმერთმა დასწყევლოს ეს სკლეროზი!
LikeLiked by 1 person