მოლის ბიბლიოფილობის ამბავი აქაურობის სტუმრებს უკვე კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ მგონი, ის არ მითქვამს, სულით ხორცამდე მოგზაური რომ ვარ, ერთი ეგ არის, შეუმდგარი. ვერ იქნა და ვერ მოვიცალე საიმისოდ, რომ ზურგჩანთა მოვიკიდო და სადმე, ევროპაში სახეტიალოდ გავწიო; მაგრამ არაუშავს, ერთ მშვენიერ დღესაც ავდგები, ჩავალაგებ ჩემოდანში წიგნებს, ცოტა ტანსაცმელსაც დავამატებ და ამაყად მივადგები აეროპორტის ტერმინალს პრაღის ბილეთით ხელში. რატომ მაინცდამაინც პრაღის? უბრალოდ, ასე მინდა და იმიტომ! იმედია, საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, ერთად რომ დავათვალიეროთ ქალაქი, ოდესღაც ბრძენი დედოფლის – ლიბუშეს ბრძანებით ვლტავის ნაპირზე რომ დაარსდა და ხუთ ბორცვზე გაშენდა.
მოკლედ, ჩავჯდები თვითმფრინავში, თან აუცილებლად მარჯვე და მოხერხებული შვეიკის ამბავი მექნება გადაშლილი, განწყობის შესაქმნელად და კოხტად დავეშვები ჰაველის აეროპორტში. ქალაქამდე როგორმე მივაღწევ, რომელიმე ცოტავარსკვლავიან სასტუმროში ბარგს დავტოვებ და, პირველ რიგში, არც კარლის ხიდის სანახავად წავალ, არც წმინდა ვიტის ტაძრის, არც პრაღის ციხესიმაგრის და არც კამპის მუზეუმის – პირდაპირ კლემენტინუმს მივაშურებ ჩეხეთის საოცარი ეროვნული ბიბლიოთეკის სანახავად. იმედია, შემიშვებენ, არ შემიშვებენ და ისეთ ფეხების ბაკუნს ავტეხ, იქნება ესკორტით შემაცილონ მთავარ დარბაზში და საცავშიც კი შემახედონ ცალი თვალით აი, ინდური და ირანული ტრაქტატები რომ უწყვიათ, იქ.
ეჭვი არ შეგეპაროთ, იქიდან გვარიანად დაღლილი და მოშიებული გამოვალ, ჰოდა, ვაცლავის მოედნისკენ დავადებ თავს – იქ რესტორანი ვიტოპნა მეგულება, სათამაშო რკინიგზით, აი, პატარა ორთქლმავლები რომ დადიან და ლუდის კათხებს დაატარებენ. ალკოჰოლის დიდი მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ ცოტას მაინც მოვწრუპავ და ლუდის გულიაშსაც აუცილებლად გავსინჯავ. მაგათ იქ საბავშვო მოედანიც აქვთ და არ გეგონოთ, ვინმეზე ნაკლებად გავერთობი.
ამის მერე პირდაპირ კარლის ხიდის სანახავად ვგეგმავ წასვლას. ოცდაათივე ქანდაკებას სათითაოდ ჩამოვუვლი და თუ მოვასწარი, იუდითის ხიდსაც მოვინახულებ, გენდერული ბალანსის ამბავში. აი, მერე კი ნამდვილად ძილის თავი თუღა მექნება, მეტი არაფრის.
პრაღაში მეორე დღეს რომელიმე მყუდრო კაფეში დავიწყებ – ყავის უზარმაზარი ფინჯნითა და ნაღებიან-შოკოლადიანი ცხელი ბლინებით. მერე ფაუსტის სახლი უნდა ვნახო აუცილებლად – არ ვიცი, ის ცნობილი ხვრელი დამხვდება თუ არა, საბრალო მეცნიერის ჯოჯოხეთში გამგზავრების შემდეგ რომ დარჩა, მაგრამ სანახავად ნამდვილად ღირს.
ჰო, პრაღის ციხესიმაგრეც უნდა მოვინახულო. მართალია, ხმაურიან კომპანიაში მოგზაურობა არ მიყვარს, მაგრამ რომელიმე ტურისტულ ჯგუფს უნდა შევუერთდე – იქაური ისტორიული გამოფენის, წმინდა ვიტის ტაძრის, სურათების გალერეის, თოფისწამლის კოშკის ნახვა დამოუკიდებლად არ ღირს, გიდს უამრავი საინტერესო ამბავი ეცოდინება და სიამოვნებით მოვუსმენ.
ვფიქრობ, იმ დღეს მეტს ვეღარაფერს მოვასწრებ და არც ის ვიცი, დარჩენილ დღეებს როგორ გადავანაწილებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოცეკვავე სახლის უნახავად არ წამოვალ, ძალიან მაინტერესებს, თავს როგორ იმაგრებს, რომ არ წაიქცეს.
ჰო, პეტრშინის კოშკიც უნდა შევათვალიერო, ვნახო, მართლა ასე ძალიან თუ ჰგავს ეიფელს. იქაურ კაფეშიც მივსუსნი რაიმე გემრიელობას, მერე აუცილებლად წავალ იარა ციმრმანის მუზეუმის დასათვალიერებლად – თქვენ სახუმარო საქმე ხომ არ გგონიათ, კაცი გამოგონილი პერსონაჟი იყო და თანაც ისეთი, კინაღამ ყველაზე ცნობილი ჩეხის ტიტული მიანიჭეს.
ყველაზე ბოლოს Oxford Bookshop-ში მაქვს საქმე – იმდენ ენაზე იყიდება წიგნები, “პატარა პრინცის“ ისეთი ეგზემპლარიც ექნებათ, ჩემს ბიბლიოთეკაში რომ არ მოიძებნება. და კიდევ მაგნიტებიც – უმაგისოდ არცერთი მოგზაურობიდან არ დავბრუნდები. ჩავალაგებ კოხტად ჩემოდანში, ილუმინატორიდან კიდევ ერთხელ გადმოვხედავ პრაღას და მშობლიურ თბილისში მშვიდობიანი დაშვების მოლოდინში რომელიმე ახალნაყიდ წიგნს გადავფურცლავ.
პრაღის ტურს ამ ბლოგპოსტის მიხედვით დავგეგმავ :)
LikeLiked by 1 person
შექება მესმის ასეთი ^^ მადლობა დიდი ^^
LikeLiked by 1 person
მთავარია, მოვიცალო პრაღისთვის. თუ ჩაგასწარი, პატარა პრინციც და მაგნიტებიც ჩემზე იყოს :)
LikeLiked by 1 person
დრო მთავარი და საშინელი დეფიციტია ( მადლობა, ტაბუ <3
LikeLiked by 1 person
ეჰ, ევროპაში კი არა, საირმეში ვერ წავსულვარ :))) არადა ამ პოსტის შემდეგ კიდევ უფრო მომინდა პრაღაში წასვლა :(
LikeLiked by 2 people
ბათუმში (
LikeLike
სიამოვნებით ვიმოგზაურებდი შენთან ერთად ამ მარშრუტით :) ამაზე უკეთესს ვერცერთი ტურ-კომპანია ვერ მოიფიქრებდა :)
LikeLiked by 2 people
გეთანხმებით
LikeLiked by 1 person
გავიბადრე ^^ დიდი მადლობა <3
LikeLike
მე კარლშტეინის მონახულებას ვაპირებ, იქვეა, ორ ნაბიჯში <3
LikeLiked by 1 person
ჩავამატებ )
LikeLike
მიყვარს პრაღა, იმედია ერთხელ მეც მოვინახულებ ” ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპიროს“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გულს”. 😇💞 ძალიან მინდა ასტრონომიული საათი და სტარე მესტოს ნახვა, დიდი სიამოვნებით გავივლიდი თვალდახუჭული კარლოვის ხიდს.ყავით ხელში დავდგებოდი ლეტნა პარკში ,რომლიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება-” ქალაქი ხელისგულიდან” და კიდევ ბევრ რამეს … მოკლედ თუ გადაწყვეტ მოგზაურობას თან პრაღაში , მეც დიდი სიამოვნებით გამოგყვებიი😂
LikeLike
გადასარევი მარშრუტი გქონიათ :) სიამოვნებით გავყვებოდი მეც :)
LikeLike
ზლატა ულოჩკა. ალქიმიკოსების უბანი.
კიდევ წამების იარაღთა მუზეუმიც აქთ. :)
პრაღა ის ქალაქია, საიდან დაწყებაც არ ღირს. მაგის მერე ბევრი სხვა ქალაქი ძალიან ფერმკრთალი მოგეჩვენება. :)
სულ ბოლო დრომდე ისიც მეგონა, რომ მეორე ყველაზე ლამაზი ქალაქი იყო სადაც ვყოფილვარ იმათ შორის.
LikeLike
შენ უკეთ იცი ) მე, საერთოდაც, ბალტიისპირეთით მინდა დაწყება )
LikeLiked by 1 person
რიგაში ბეიქერ სთრითზე :)
მანდ მარტო ტალინში ვარ ნამყოფი. ზამთარში. გავიყინე :)
LikeLike
ესტონეთში მინდა, უფსალაში )
LikeLike