ყოველ ზაფხულს, ჰაერში არდადეგების სურნელი რომ დატრიალდება და დიდსა და პატარას ნეტარი უსაქმურობის განწყობა მოეძალება, შრეკისკატისთვალებიან ბლოგს ვწერ და მკითხველებს (ნაადრევი) შვებულების მიზეზს ვუხსნი.
წელს, თითქოს, განსაკუთრებული არაფერი ხდება. არც ოლიმპიადაა, არც რომელიმე მსოფლიო ჩემპიონატი. სამსახურში ჩვეულებრივ დავიარები და დასვენებას არ ვფიქრობ. არც ზღვაზე ვაპირებ გასხლტომას. საკურორტო რიარიას გაზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის ბათუმი მირჩევნია, დაცარიელებული ბულვარით, მიყუჩებული კაფეებით, დამსვენებელთათვის უჩვეულოდ გარინდებული.
ერთი შეხედვით, ხელმოსაჭიდი საშვებულებო მიზეზი არ მაქვს. ოღონდ მხოლოდ ერთი შეხედვით.
გულწრფელად გეტყვით, ასეთი მძიმე სეზონი ჯერ არ მქონია.
მართლა, მართლა. არ ვაზვიადებ. მეშვიდე წელია, ბლოგერი მქვია, ჩემს თავს რა არ დატრიალებულა, ახალი წიგნის რევიუ სიცხიანს მიწერია და მატარებლიდან გამომიქვეყნებია, არიქა, ათი ხდებაო და დაბადების დღიდან გამოვქცეულვარ, ვორდპრესს უწესიერესი სათაური არ მოსწონებია, ბლოგი დაუმალავს და სასწრაფოდ შეცვლა დამჭირვებია, დაბლოკილ ვორდპრესზეც შემიღწევია – არ ვიცოდი, რა სჭირდა, მეგონა, ჩემი ნეტი ჭირვეულობდა, ვიწვალე, ვიჯახირე, მაინც შევაღწიე, გამოვაქვეყნე და ბლოკის ამბავი მერეღა გავიგე.
მოკლედ, შინ წისქვილის ქვების სოლიდური კოლექცია მომეპოვება, მაგრამ ასე უგემურად თავი არასოდეს მიგრძვნია.
ტექნიკურმა პრობლემებმა გამაწამა. ვითომ არაფერი, მაგრამ ისე ამშალა, ნოემბრიდან ვცდილობ გონს მოსვლას და ჯერაც ვერ დავეწყვე. არადა, საკმაოდ მყარი ფსიქიკის ადამიანი გახლავართ, ზღვარგადასული ემოციურობა ნამდვილად არ მახასიათებს.
შარშან, იანვარში, რვათვიანი პაუზა ავიღე, გადატვირთვას და ბლოგის განახლებას ვგეგმავდი, დავიწყე კიდეც რაღაცების შეცვლა, მაგრამ ვინ გაცალა…
ჰოდა, რაც მაშინ ვერ მოვასწარი, ახლა უნდა დავასრულო. გადადებული საქმე ეშმაკისააო, ხომ გაგიგონიათ.
უპირველეს ყოვლისა, ფეისბუქის გვერდი მაქვს გასაცოცხლებელი. შეამჩნევდით, ყოველ ახალ ბლოგს ბმულს ვაყოლებ. ჩემი გვერდია – Karlsson på taket • გოდორა კარლსონი. ერთადერთი სივრცე, სადაც ვწერ, ბმულებს ვდებ, თქვენ გელაპარაკებით, აზრებს, განწყობას, წიგნებსა და საყვარელ სასუსნავებს გიზიარებთ. გოდორა კარლსონის გარეშე Molly Bloom’s Day, უბრალოდ, ვერ იარსებებს.
გასაკეთებელი ძალიან ბევრია – ბლოგი გადასაწყობია. ჰედერიც კი არ შემიცვლია. ჩემს მეგობრებს კი მოსწონთ, მაგრამ მე ხომ ვიცი, როგორი (და ვისი დახატული) მირჩევნია.
ორშაბათამდე დავისვენებ, ხომ შეიძლება ოთხი დღე მეც ვიცხოვრო ისე, ბლოგზე, დიზაინზე, ახალ თემებზე, ტრეფიკზე და ფიდბექზე არ ვიფიქრო. ორშაბათიდან ხელებს დავიკაპიწებ და გავალ ხარაჩოზე.
ზაფხულიც მალე გაირბენს.
სექტემბერში აქაურობას ვერ იცნობთ, გპირდებით :) სექტემბრამდე ფეისბუქზე ვარ, ახალ წიგნებზე, გადასარევ და უხეირო თარგმანებზე, ბუკინისტებთან აღმოჩენილ მარგალიტებზე, ურცხვად ზარმაც უიქენდებზე, დილის ყავასა და ხილის ტორტებზე აქ გექაქანებით.
რა მოსაწონი შენი წასვლაა, მაგრამ მაინც ჩემი like პოსტს. გემრიელ არდადეგებს გისურვებ, მოლი. ფეისბუქზე შევხვდებით
LikeLike
მადლობა, ტაბუ :)
LikeLike
ორლიანი პაუზის მერე საერთოდ ვერ ვიცანი ვორდპრესი, მაგრამ შენც რა დღეში ყოფილხარ :(
დაისვენე აუცილებლად, ყველაფერი დაალაგე და ისე დაბრუნდი. გელოდებით ფეისბუქზე <3
LikeLike
შენ უფრო მეტ ცვლილებას შეამჩნევდი. მე ის მკლავს, ტოპები რომ გაქრა (
ფეისბუქზე ისევ ვარ, არ წავსულვარ, ამ სამ თვეში ფეიჯი უნდა ავაწყო, თორემ, სხვანაირად, აქ წერას აზრი არ აქვს.
LikeLike
ხელებდაკაპიწებული და ხარაჩოზე გასული რამდენად დაისვენებ და შვებულება თუ ერქმევა, არ ვიცი, მაგრამ ვხვდები, რომ მერვე სეზონისთვის ფარდის გახსნა გრანდიოზული იქნება.
ძველი მკითხველების გააქტიურებას და კიდევ ბევრი ახალი მკითხველის შემატებას ვუსურვებ განახლებულ ბლოგს.
მანამდე კი კარლსონთან შემოვივლით ხოლმე, იქნებ ცოტა მურაბა ჩვენც შეგვხვდეს ^_^
LikeLike
მადლობა, ოჩო ) შემოიარე, ძალიან გაგვახარებ )
LikeLike
ცოტა ნაადრევია, მაგრამ საქმეს თუ სჭირდება… :) Good luck ^_^
LikeLike
ბარემ კი მერჩივა, აგვისტომდე მეწერა, მაგრამ არ გამოდის და…
მადლობა )
LikeLike
თქვენ ბლოგს თვალს ვადევნებ და ძალიან მომწონს <3 წარმატებები.
და ამასთან არაფერ შუაშია მაგრამ ხომ არ იცით საქართველოში მწერლებს რამდენს უხდიან?
LikeLike
დიდი მადლობა :) არა, წარმოდგენა არ მაქვს :)
LikeLike
კარგ ზაფხულს გისურვებ მოლი და დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებით სიამოვნების მიღებას ^^
LikeLike
ცვლილებებით და შრომით სიამოვნება ყველაზე მაგარი სურვილია :) მადლობა, ფინიკი :)
LikeLike
bednieri, mxiaruli da nayopieri dasveneba
LikeLike
დიდი მადლობა :)
LikeLike